ვეთანხმებით ზავის იდეას, თუმცა არის ნიუანსები, რომლებზეც მოლაპარაკება უნდა ვაწარმოოთ ამერიკელ კოლეგებთან, შესაძლოა, დავურეკოთ ტრამპს და მასთან განვიხილოთ-ვლადიმერ პუტინი

Editor Dali
0
ჩვენ ვეთანხმებით საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტის შეთავაზებებს, თუმცა გამოვდივართ იქიდან, რომ ეს შეწყვეტა უნდა იყოს ისეთი, რომელიც მიგვიყვანდა გრძელვადიან მშვიდობამდე და აღმოფხვრიდა ამ კრიზისის თავდაპირველ მიზეზებს, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ბელარუსის პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოსთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. „რაც შეეხება უკრაინის მზადყოფნას, შეწყვიტოს საბრძოლო მოქმედებები. ამერიკულ-უკრაინული შეხვედრა საუდის არაბეთში შესაძლოა, გარეგნულად  გამოიყურება […]

აზერბაიჯანთან სამშვიდობო ხელშეკრულება ხელმოწერისთვის მზადაა-სომხეთის საგარეო უწყება

Editor Dali
0
სომხეთი და აზერბაიჯანი სამშვიდობო ხელშეკრულებაზე შეთანხმდნენ. ამის შესახებ განცხადებას სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. კერძოდ, სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მათ ბაქოს შეატყობინეს ერევნის თანხმობაზე “აზერბაიჯანის წინადადებებზე ხელშეკრულების პროექტის ორ მოუგვარებელ მუხლთან დაკავშირებით”, რა მუხლებზეა საუბარი დასახელებული არ არის. “შესაბამისად, სამშვიდობო ხელშეკრულება მზად არის ხელმოწერისთვის. სომხეთის რესპუბლიკა მზად არის დაიწყოს კონსულტაციები აზერბაიჯანის რესპუბლიკასთან ხელშეკრულების ხელმოწერის დროსა […]

ყაზახეთიდან მზარდი ტურისტული ნაკადებისა და მოთხოვნის გამო, “ეარ ასტანა” ატირაუ-თბილისის ახალ მიმართულებას ამატებს

Editor Dali
0
27 მაისიდან ყაზახური ავიაკომპანია AIR ASTANA თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ახალ მიმართულებას იწყებს – ავიაკომპანია ატირაუ-თბილისის მიმართულებით ფრენებს კვირაში სამი სიხშირით შეასრულებს. ეკონომიკის მინისტრის მოადგილის, მარიამ ქვრივიშვილის შეფასებით, ატირაუ-თბილისს შორის ავიამიმოსვლის დამატება  ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ მოთხოვნა ყაზახი ტურისტების მხრიდან საქართველოს ტურისტულ პროდუქტზე მზარდია. „ყაზახეთი ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი ტურისტული მიმართულებაა საქართველოსთვის, აქტიურად ხდება ჩვენი […]

ენტონი ბლინკენის პოლიტიკამ აზერბაიჯანისა და შეერთებული შტატების ურთიერთობა, ფაქტობრივად, გაანულა -ილჰამ ალიევი

Editor Dali
0
ენტონი ბლინკენის პოლიტიკამ, ფაქტობრივად, გაანულა აზერბაიჯანის და აშშ-ის ურთიერთობები, – ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა ბაქოს ფორუმზე განაცხადა. აზერბაიჯანის პრეზიდენტის თქმით, აშშ-ის მიერ აზერბაიჯანისთვის სანქციების დაწესებამ ქვეყანაში დიდი იმედგაცრუება გამოიწვია. „ჩვენ ავაშენეთ ეს ურთიერთობები ათწლეულების განმავლობაში. ჩვენ ვიყავით აშშ-ის სანდო, ახლო პარტნიორები და ისინი იყვნენ ჩვენი. როცა სჭირდებოდათ, მათთან ვიყავით. როდესაც საქმე ერაყს ეხებოდა, ჩვენ […]

რა ეღირება დოლარი და ევრო 14 მარტს

Admin Tamuna
0
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7775 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7775 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7775 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0000 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.0186 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი 3.0297 კურსი ლარს შეადგენდა. […]

2023 წელსა და 2024 წლის დასაწყისში ეკონომიკური ზრდის გაგრძელების მიუხედავად, საქართველოში ბიზნესი მრავალი გამოწვევის წინაშეა – ევროკავშირის ანგარიში

Admin Tamuna
0
ევროკავშირის მიერ ახლად გამოქვეყნებულ საქართველოს 2024 წლის ბიზნეს გარემოს ანგარიშის თანახმად, 2023 წლის განმავლობაში და 2024 წლის დასაწყისში ეკონომიკური ზრდის გაგრძელების მიუხედავად, საქართველოში ბიზნესი მრავალი გამოწვევის წინაშე დგას, რაც ძირითადად პოლიტიკური არასტაბილურობისა და სამუშაო ძალის დეფიციტით არის გამოწვეული. ანგარიშში ასახულ ძირითად მიგნებებზე ინფორმაციას საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ავრცელებს. მათი ცნობით, 200-მდე ევროპული კავშირების მქონე კომპანიასთან ჩატარებული კვლევის […]

ჩეხეთის პარლამენტი ფაქტობრივად იგნორირებას უკეთებს საქართველოს 1,2 მლნ მოქალაქის არჩევანს – ზაალ ანჯაფარიძე

Admin Tamuna
0
საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობებში კიდევ ერთი სოლი ჩაარჭო, ამჯერად ჩეხეთის სენატის აშკარად პროვოკაციულმა რეზოლუციამ „საქართველოში კრიზისზე და მის ზეგავლენაზე ჩეხეთის რესპუბლიკისთვის“, – წერს ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში. მისივე თქმით, აღნიშნული განცხადებით, რომელიც თავიდან ბოლომდე ცრუ ნარატივებსა და ტენდენციურ აღქმებზეა აგებული, ჩეხეთის პარლამენტი ფაქტობრივად იგნორირებას უკეთებს და აფურთხებს საქართველოს 1,2 მლნ მოქალაქის არჩევანს, უხეშად ერევა […]

ნარკოლოგიური შემოწმება ყველა დეპუტატს გავლილი აქვს – შალვა პაპუაშვილი

Admin Tamuna
0
ეს [ნარკოლოგიური შემოწმება] ყველა დეპუტატს გავლილი აქვს – სხვათა შორის არ ვიცი, ოპოზიციის ის წევრები, რომლებიც პარლამენტში არ შემოვიდნენ, მათ თუ ჩააბარეს ნარკოტესტი, – ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი „ლელო – ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, საბა ბუაძის განცხადებას, რომელმაც „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს მოუწოდა, რომ „სავალდებულო ნარკოშემოწმების წესში ცვლილებების შეტანის ნაცვლად, თავად გაიარონ ნარკოშემოწმება […]

საქართველო სამაგალითო პარტნიორი იყო აშშ-სთვის, ამის საპასუხოდ, გარკვეული პოლიტიკური ჯგუფები ამერიკაში თუ ევროკავშირში, ჩვენგან ითხოვდნენ ესკალაციას, თავზეხელაღებულ ქცევას, რაც პირდაპირი ბილეთი იყო ხელახალი ომისკენ – შალვა პაპუაშვილი

Admin Tamuna
0
საქართველო სამაგალითო პარტნიორი იყო ამერიკის შეერთებული შტატებისთვის არა მხოლოდ ამ რეგიონში, არამედ მსოფლიო მასშტაბით, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა მედიასთან. მისი თქმით, ამის საპასუხოდ, აშშ-დან, თუ ევროკავშირიდან საქართველოსგან ითხოვდნენ ისეთი ნაბიჯების გადადგმას, რაც ჩვენს ქვეყანას კიდევ ერთ ომს მოუტანდა. „გავყევით ყველა ომში, სადაც გაყოლა შეგვეძლო. ვიყავით ერაყში, ავღანეთში, გადავასწარით ნატოს წევრ თითქმის ყველა […]

ჩვენ თუ ვიტყვით, რომ „გლობალური ომის“ პარტია შესუსტდა, აქ იქნება ტესტი ჩაბარებული აშშ-ს დღევანდელი პრეზიდენტის მხრიდან – გურამ მაჭარაშვილი

Admin Tamuna
0
„დიფ სთეითის“ შესუსტება საქართველოზე პირდაპირ აისახება, – ასეთია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივნის გურამ მაჭარაშვილის შეფასება. მისი თქმით, საქართველო ერთგვარი ტესტია და თუ კი ჩვენი ქვეყანა იტყვის, რომ „გლობალური ომის“ პარტიის გავლენები შესუსტდა, ეს ნიშნავს, რომ „დიფ სთეითის“ დამარცხების პროცესში დონალდ ტრამპმა და მისმა ადმინისტრაციამ წარმატებას მიაღწიეს. „ერთგვარი ტესტი იქნება საქართველო. იმიტომ, რომ ჩვენ ვიყავით პირველი […]

წარმოუდგენელია თანამდებობის პირმა ბიუჯეტიდან დააფინანსო შვილების სწავლა ან მეგობარი გოგონებისთვის საჩუქრები იყიდო-კახა კალაძე სააკაშვილზე

Editor Dali
0
პირადი კეთილდღეობისთვის არა ბიუჯეტის ფული, არამედ საკუთარი დანაზოგი უნდა გამოიყენო, – ასე გამოეხმაურა დედაქალაქის მერი კახა კალაძე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისთვის დიდი რაოდენობით საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმეზე გამოტანილ განაჩენს. „ძალიან ცუდია, როდესაც თანამდებობის პირი (არ აქვს მნიშვნელობა ვის რა თანამდებობა უკავია), ხარჯავს ხალხის ფულს თავისი პირადი კეთილდღეობისთვის. წარმოუდგენელია, რომ აიღო და ბიუჯეტიდან დააფინანსო, მაგალითად, […]

ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოს ბიზნესგარემოსთან დაკავშირებით ევროკავშირის ანგარიშს აქვეყნებს

Editor Dali
0
საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოს ბიზნესგარემოსთან დაკავშირებით ევროკავშირის 2024 წლის ანგარიშს აქვეყნებს. ვროკავშირის წარმომადგენლობის ცნობით, 200-მდე ევროპული კავშირების მქონე კომპანიასთან ჩატარებული კვლევის თანახმად, ბიზნესის წინაშე დგას პრობლემები, რომლებმაც შეიძლება, ხელი შეუშალოს გრძელვადიან ეკონომიკურ სტაბილურობას. ეკონომიკურ ზრდას პოლიტიკური, სამუშაო ძალისა და სტრუქტურული ბარიერები ემუქრება. 2023 წლის განმავლობაში და 2024 წლის დასაწყისში, ეკონომიკური ზრდის გაგრძელების მიუხედავად, საქართველოში ბიზნესი […]