ჩვენ ვიცოდით არა მხოლოდ ის, თუ როგორ იწყება ასეთი ომები, არამედ ისიც, თუ როგორ მთავრდება-შალვა პაპუაშვილი

Editor Dali
0
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში NATO-ს გენერალური მდივნის განცხადებას ეხმიანება, რომელიც ომის დასრულების შემდეგ დასავლეთის რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზებას შეეხება. როგორ პაპუაშვილი აღნიშნავს, მათ იცოდნენ არა მხოლოდ ის, თუ როგორ იწყება ასეთი ომები, არამედ ისიც, თუ როგორ მთავრდება. „ჩვენ ვიცოდით არა მხოლოდ ის, თუ როგორ იწყება ასეთი ომები, არამედ ისიც, თუ როგორ მთავრდება. ისიც […]

15 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

Admin Tamuna
0
ვერძი სასიამოვნო შეხვედრები და ნაცნობობა გელოდებათ. დღეს მარტივად გამოგივათ ყველაფერი. გახსოვდეთ, დასვენება აუცილებელია. კურო თამამად შეუდექით საკითხების მოგვარებას. სასურველია, თავი შეიკავოთ გაწყვეტილი ურთიერთობების აღდგენისგან. აუცილებლობის შემთხვევაში, კარგად გათვალეთ შედეგები. ტყუპები ოჯახური და საყოფაცხოვრებო საქმეები თქვენი ყურადღების ცენტრში იქნება. მოულოდნელი სტუმრიანობა შეიძლება დამღლელი და გამაღიზიანებელი იყოს. გაუფრთხილდით ნერვულ სისტემას და შეეცადეთ, ქალაქგარეთ გახვიდეთ. კირჩხიბი მშვიდად აკეთეთ […]

რუსეთმა უნდა მიიღოს 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტა, უკრაინაში რუსული აგრესია უნდა დასრულდეს – ემანუელ მაკრონი

Admin Tamuna
0
რუსეთმა უნდა მიიღოს 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტა, უკრაინაში რუსული აგრესია უნდა დასრულდეს, ასევე უნდა დასრულდეს გამჭიანურებელი განცხადებები, – ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი X-ის საკუთარ გვერდზე წერს. „სამშაბათს ჯიდაში შეერთებულ შტატებსა და უკრაინას შორის შეხვედრაზე მიღწეული პროგრესის შემდეგ დღეს ვესაუბრე უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის და შემდგომ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ კირ სტარმერს. რუსეთმა ახლა უნდა მიიღოს ამერიკულ-უკრაინული წინადადება […]

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” განცხადებით, კახეთის გზატკეცილზე მდებარე პარტიის ცენტრალური ოფისი გაიყიდა

Admin Tamuna
0
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” ცენტრალური ოფისის გაყიდვასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ახლა მნიშვნელოვანია, „ნაციონალური მოძრაობის” ოფისი იყოს დედაქალაქის ცენტრალურ ლოკაციაზე, სადაც ყველა ამომრჩევლისთვის, წევრისა თუ პოტენციური მხარდამჭერისთვის ხელმისაწვდომი იქნება. „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ გადაწყვეტილებით, გაიყიდა კახეთის გზატკეცილზე მდებარე პარტიის ცენტრალური ოფისი. აღნიშნული ოფისი, რომელიც 2010 წელს აშენდა, მომსწრეა მრავალი ქარტეხილისა და […]

ევროვიზია 2025-ზე საქართველოს მარიამ შენგელია წარადგენს

Admin Tamuna
0
ევროვიზია 2025-ზე საქართველოს მომღერალი მარიამ შენგელია წარმოადგენს. ევროვიზიის ოფიციალურ იუთუბ გვერდზე გამოქვეყნდა სიმღერა, რომლითაც საქართველო კონკურსზე წარდგება. სიმღერა Freedom (თავისუფლება) ქეთი გაბისიანმა დაწერა, ხოლო ტექსტი ბუკა კარტოზიას ეკუთვნის. მუსიკალური კლიპი კახა ბუხრაშვილმა გადაიღო, კოსტუმის დიზაინზე იზა ნადარეიშვილმა, კლიპის მხატვრობაზე კი შაკო პოპიაშვილმა და ნინო წულაიამ იმუშავეს. ვიდეორგოლში ასევე მონაწილეობა მიიღეს სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლ […]

„დიდი შვიდეული“ რუსეთს მოუწოდებს, ცეცხლის შეწყვეტას დათანხმდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, ახალი სანქციებით ემუქრება – Reuters

Admin Tamuna
0
„დიდი შვიდეულის“ ქვეყნები რუსეთს მოუწოდებენ, მიჰყვეს უკრაინის მაგალითს და დათანხმდეს ცეცხლის შეწყვეტას, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, მოსკოვს ახალი სანქციების დაწესებით ემუქრებიან, – ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. „დიდი შვიდეულის“ წევრებმა მოუწოდეს რუსეთს, ნაცვალგების საფუძველზე იმოქმედოს ცეცხლის შეწყვეტაზე თანაბარი პირობებით დათანხმებითა და მისი სრული განხორციელებით“, – აღნიშნულია „დიდი შვიდეულის“ ქვეყნების კანადაში გამართული შეხვედრის ფარგლებში შემუშავებული განცხადების საბოლოო პროექტში, რომლის შინაარსიც Reuters-სთვის […]

ელჩმა მაკა ბოჭორიშვილს გააცნო პრეზიდენტ ტრამპისა და მარკო რუბიოს მთავარი პრიორიტეტები – აშშ-ის საელჩო

Admin Tamuna
0
საქართველოში აშშ-ის საელჩო ელჩ რობინ დანიგანისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილის შეხვედრის შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს. „დღეს ელჩი დანიგანი შეხვდა საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილს და გააცნო პრეზიდენტ ტრამპისა და სახელმწიფო მდივან რუბიოს მთავარი პრიორიტეტები, ასევე, ის ნაბიჯები, რომელიც საქართველოს შეუძლია გადადგას, რათა აჩვენოს ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობის გაუმჯობესებისადმი სერიოზული დამოკიდებულება”, – აღნიშნავს საელჩო. […]

რა ეღირება დოლარი და ევრო 15 მარტს

Editor Dali
0
აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7755 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7755 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7775 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0020 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.0267 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი 3.0186 კურსი ლარს შეადგენდა. შესაბამისად, […]

“მზად არის ვლადიმერ პუტინი ცეცხლის შესაწყვეტად თუ იგი დროს აჭიანურებს?”-BBC

Editor Dali
0
ბრიტანული სამაუწყებლო კომპანიის „ბიბისის“ (BBC) ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულია სტატია სათაურით: “მზად არის ვლადიმერ პუტინი ცეცხლის შესაწყვეტად თუ იგი დროს აჭიანურებს?” (ავტორები – ლაურა გოცი, პოლ კირბი). კრემლის მიერ ჩამოთვლილი „ნიუანსები“ იმას მიანიშნებს, რომ რუსეთი, საბოლოო ჯამში, ცეცხლის შეწყვეტის ამერიკულ-უკრაინულ ვერსიას საეჭვოა დათანხმდეს: „მშვიდობა, რასაკვირველია, გვინდა, მაგრამ მხოლოდ ჩვენი პირობების გათვალისწინებით“, – ნათქვამია პუბლიკაციაში. გთავაზობთ სტატიის ტექსტს მცირე შემოკლებით: რუსეთი მზადაა საომარი […]

“რას გააკეთებს დონალდ ტრამპი, თუ რუსეთი უარს იტყვის ცეცხლის შეწყვეტაზე?”-The Daily Telegraph-ი

Editor Dali
0
ბრიტანულ გაზეთ „დეილი ტელეგრაფში“ (The Daily Telegraph) დაბეჭდილია სტატია სათაურით „რას გააკეთებს დონალდ ტრამპი, თუ რუსეთი უარს იტყვის ცეცხლის შეწყვეტაზე?“ (ავტორი – მემფის ბერკერი). თეთრი სახლი კრემლს ჯერ თაფლაკვერს შესთავაზებს, რომ დათანხმდეს და თუ უარს იტყვის, მაშინ მათრახს გამოიყენებს. რა იგულისხმება თაფლაკვერში და რა – მათრახში? გთავაზობთ პუბლიკაციის შემოკლებულ ვარიანტს: აშშ-სა და უკრაინის დელეგაციებს შორის ჯიდაში გამართული მოლაპარაკების შედეგი სახეზეა – კიევი დაჰყაბულდა ვაშინგტონის […]

თიბისი „კანის ლომების“ ახალგაზრდული ფესტივალის მხარდამჭერია

Editor Dali
0
თიბისი, შემოქმედებითი ინდუსტრიის განვითარებისა და გაძლიერების მიზნით, უკვე მე-8 წელია, რაც  კანის ლომების ადგილობრივი ახალგაზრდული ფესტივალის მხარდამჭერია. საქართველოში „კანის ლომების“ ახალგაზრდული ფესტივალი 2015 წლიდან ტარდება და თიბისი, როგორც მისი პარტნიორი, მარკეტერის კატეგორიას წარადგენს. ამ დროის განმავლობაში კონკურსში მონაწილეობა ასობით ნიჭიერმა და შემოქმედებითმა ახალგაზრდამ მიიღო. 2024 წელს, კანის ლომებზე, საქართველოდან კანში გამგზავრებული ექვსი გუნდიდან ორმა ჯილდოს […]

ისწავლე ხელოვნური ინტელექტი თიბისი ტექსკოლაში

Editor Dali
0
ოთხი წარმატებული სეზონის და 2500-ზე მეტი კურსდამთავრებულის შემდეგ, თიბისი ტექსკოლაში უფროსკლასელების მიღება განახლდა. ტექსკოლაში 2025 წლის მთავარი სიახლე, ახალი კურსი – შესავალი ხელოვნურ ინტელექტში. სამ თვიანი კურსის ფარგლებში მონაწილეები გაეცნობიან ხელოვნური ინტელექტის ფუნდამენტურ კონცეფციებს, განავითარებენ საჭირო უნარ-ჩვევებს და შეძლებენ მათ გამოყენებას რეალურ სამყაროში არსებული პრობლემების გადასაჭრელად. კურსი მიზნად ისახავს გაზარდოს ხელოვნური ინტელექტის ინტერესი რეალურ პროექტებზე […]