რა ეღირება დოლარი და ევრო 18 მარტს

Admin Tamuna
0
აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7759 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7759 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7755 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0004 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.0277 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი 3.0267 კურსი ლარს შეადგენდა. შესაბამისად, […]

პროკურატურა ფონდების დაყადაღებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

Admin Tamuna
0
საქართველოს პროკურატურა რამდენიმე ფონდის დაყადებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. უწყების ცნობით, ე.წ. „ფონდები“, შეგროვებული ფინანსების ძირითად ნაწილს ახმარენ ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და მასში მონაწილეობის ფაქტზე ბრალდებულ პირთა და მათი ოჯახის წევრთა ფინანსურ უზრუნველყოფას და ამით გარდა ძალადობრივი ქმედების დაფინანსებისა ქმნიან მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით უკანონო ქმედებებში პირთა ჩართვის წამახალისებელ საფუძვლებს. პროკურატურის ინფორმაციით, სასამართლოს განჩინების საფუძველზე 2025 […]

ისტორიაში ჩაიწერება, რომ საქართველოს მე-5 პრეზიდენტმა არ შეიწყალა მე-3 პრეზიდენტი, რომელმაც ევროპის დროშა პირველად აღმართა – თინა ბოკუჩავა

Admin Tamuna
0
ისტორიის ფურცლებზე აუცილებლად დაიწერება, რომ საქართველოს მე-5 პრეზიდენტმა, რომელმაც რუსული საოკუპაციო რეჟიმისთვის ევროპის დროშით წინააღმდეგობა სცადა, არ შეიწყალა მე-3 პრეზიდენტი, რომელმაც ევროპის დროშა საქართველოში პირველად აღმართა – ივანიშვილის რუსულ რეჟიმთან ერთად, დღეს სალომე ზურაბიშვილიც იზიარებს პასუხისმგებლობას ამ ისტორიულ უსამართლობაზე, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინათინ ბოკუჩავამ, პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რითაც საზღვრის უკანონოდ […]

სააკაშვილის განაჩენის ფონზე, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ საქართველოში შემოპარებამდე, ბრიუსელში შეხვდა ევროკომისიის და ევროპარლამენტის წარმომადგენლებს – შალვა პაპუაშვილი

Admin Tamuna
0
სააკაშვილის განაჩენის ფონზე, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ საქართველოში შემოპარებამდე, ბრიუსელში შეხვდა ევროკომისიის და ევროპარლამენტის წარმომადგენლებს. ეს იმ დროს, როცა მას უკვე მისჯილი ჰქონდა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, – წერს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი „ფეისბუქის“ გვერდზე. როგორც პაპუაშვილი აღნიშნავს, სააკაშვილის საქართველოში შემოპარება დაგეგმა და განახორციელა უკრაინის სამხედრო დაზვერვამ. ,,სააკაშვილის განაჩენის ფონზე, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ […]

ყველა დამნაშავემ, ვისაც ღალატი აქვს ჩადენილი ქვეყნის წინაშე, პასუხი უნდა აგოს – კახა კალაძე

Admin Tamuna
0
თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით,მნიშვნელოვანია, გამოიძიონ, თუ ვისი მითითებით მოქმედებდა 2008 წელს ქვეყნის მაშინდელი ხელისუფლება. ამასთან დაკავშირებით მან სისხლის სამართლის კოდექსში სამშობლოს ღალატის მუხლის, დაბრუნებასთან დაკავშირებით განაცხადა, რომელიც 2007 წელს გაუქმდა. მისი თქმით, ყველა დამნაშავემ, ვისაც ღალატი აქვს ჩადენილი ქვეყნის წინაშე, პასუხი უნდა აგოს. „ის, რაც 2008 წელს მოხდა, ძალიან მძიმეა ჩვენი ქვეყნისთვის. აღნიშნული ჭრილობები […]

სატელევიზიო და რადიო მაუწყებლებთან დაკავშირებული რეგულაციები ინტერნეტმედიასა და სოციალურ ქსელებში განთავსებულ ინფორმაციებზეც გავრცელდება

Admin Tamuna
0
სატელევიზიო და რადიო მაუწყებლებთან დაკავშირებული რეგულაციები, რომლის ამოქმედებას “ქართული ოცნების“ უმრავლესობა გეგმავს, ინტერნეტმედიასა და სხვადასხვა სოციალურ პლატფორმაზე განთავსებულ ინფორმაციაზეც გავრცელდება. ამასთან დაკავშირებით “მაუწყებლობის შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებები კორექტირდება. პროექტის სახეცვლილი ვარიანტი პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ წარადგინა. გორდულაძის ინფორმაციით, კანონპროექტით განიმარტება თუ რა არის ინტერნეტმომსახურება. ინტერნეტმომსახურების […]

“არსებობს მხოლოდ სამი ქვეყანა, რომლებსაც დიდი ბრიტანეთი სრულიად ენდობა. აშშ მათ შორის არ არის”-The Daily Telegraph-ი

Editor Dali
0
 „არსებობს მხოლოდ სამი ქვეყანა, რომლებსაც დიდი ბრიტანეთი სრულიად ენდობა. აშშ მათ შორის არ არის“ – ამ სათაურითაა გამოქვეყნებული სტატია ბრიტანულ გაზეთ „დეილი ტელეგრაფში“ (The Daily Telegraph) დენიელ ჰენანის ავტორობით. პუბლიკაციაში განხილულია ბრიტანეთისა და აშშ-ის მოკავშირეობის შესუსტების ტენდენცია და ახალი სამხედრო-პოლიტიკური და ეკონომიკური ალიანსის შექმნის იდეა, ამერიკის შეერთებული შტატების გარეშე.  გთავაზობთ სტატიას მცირე შემოკლებით: 1939 წლის 3 სექტემბერს, როცა დიდმა ბრიტანეთმა […]

ე.წ. საზღვრის კვეთის საქმეზე სასამართლომ მიხეილ სააკაშვილს 12 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა

Editor Dali
0
თბილისის საქალაქო სასამართლომ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დამნაშავედ ცნო. სააკაშვილს სასჯელის ზომად ოთხი წელი და ექვსი თვე განესაზღვრა, თუმცა, მოსამართლემ განაჩენთა ერთობლიობით სააკაშვილს სასჯელის ვადად 12 წლითა და ექვსი თვით პატიმრობა მიუსაჯა. გადაწყვეტილება მოსამართლე მიხეილ ჯინჯოლიამ მიიღო. „სასამართლომ დაადგინა, რომ მიხეილ სააკაშვილი ცნობილ იქნეს დამნაშავედ სსკ-ის 344-ე მუხლის პირველი […]

“რუსეთი კურსკის ოლქში უკრაინის რისკიანი სამხედრო ოპერაციის ლიკვიდაციას ახდენს: კიევის უკან დახევა სამომავლო სამშვიდობო მოლაპარაკებისათვის კოზირის დაკარგვას”-The Wall Street Journal

Editor Dali
0
ამერიკულ გაზეთ „უოლ სთრით ჯორნელში“ (The Wall Street Journal) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით: „რუსეთი კურსკის ოლქში უკრაინის რისკიანი სამხედრო ოპერაციის ლიკვიდაციას ახდენს: კიევის უკან დახევა სამომავლო სამშვიდობო მოლაპარაკებისათვის კოზირის დაკარგვას ნიშნავს“ (ავტორები – ჯეიმს მარსონი და იანა ლიტვინენკო). გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით: გასულ კვირაში რუსეთ-უკრაინის ომის ფრონტზე სიტუაცია მკვეთრად შეიცვალა: კიევის გაბედული სამხედრო გამბიტი, რომელიც მან 2024 წლის აგვისტოში განახორციელა, თავის დასასრულთან მივიდა – ისევე სწრაფად, […]

“დიფ სთეითს” “ვეთინგზე” რომ არ დავთანხმდით, სწორედ ამიტომ ვერ შეძლეს სასამართლოს ხელით არჩევნების შედეგები გაეუქმებინათ, თორემ, დღეს, კარგ შემთხვევაში, ქაოსში ჩაძირულები ვიქნებოდით და ცუდ შემთხვევაში – ომში -სოზარ სუბარი

Editor Dali
0
„დიფ სთეითმა“ რუმინეთის სასამართლოში იმ ადამიანების შეყვანა მოახერხა, რომლებიც მის მიერ იყვნენ მართულები. იმავეს გაკეთება საქართველოში იმიტომ ვერ მოახერხეს, რომ ჩვენ ძალიან მკაცრად დავდექით, რათა ჩვენი სასამართლოს დამოუკიდებლობა დაგვეცვა“, – განაცხადა მედიასთან „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ და პარლამენტის ვიცე-სპიკერმა სოზარ სუბარმა. მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლება „დიფ სთეითს“ „ვეთინგზე“ რომ არ დათანხმდა, სწორედ ამიტომ ვერ შეძლეს მათ […]

ეროვნული სატყეო სააგენტო ტყის ხანძრების პრევენციისთვის მოქალაქეებს მოუწოდებს დაიცვან უსაფრთხოების წესები და დაემორჩილონ ტყეში გადაადგილების და ქცევის დადგენილ რეგულაციებს

Editor Dali
0
ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, კახეთის, ქვემო ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის რეგიონებში ტყის ხანძრის რამდენიმე ფაქტი დაფიქსირდა. ინფორმაციას ეროვნული სატყეო სააგენტო ავრცელებს. ხანძრის კერისგაჩენის შესაძლო მიზეზად ადამიანთა დაუდევრობა განიხილება. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო და ეროვნული სატყეო სააგენტო მოუწოდებს მოსახლეობას, დაიცვან უსაფრთხოების წესები – დაემორჩილონ ტყეში გადაადგილების და ქცევის დადგენილ რეგულაციებს. ნებისმიერი დაუდევრობა და უსაფრთხოების ნორმების […]

“კურსკის შვერილის ოპერაცია – უკრაინის ყველაზე ძვირადღირებული შეცდომა”-The Daily Telegraph

Editor Dali
0
ბრიტანულ „დეილი ტელეგრაფში“ (The Daily Telegraph) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „კურსკის შვერილის ოპერაცია – უკრაინის ყველაზე ძვირადღირებული შეცდომა“ (ავტორი – რიჩარდ კემპი, სამხედრო მიმომხილველი, გადამდგარი პოლკოვნიკი). „2023 წლის კონტრშეტევის კრახის შემდეგ დასავლეთის იმედები, რომ უკრაინა რუსეთზე გამარჯვებას შეძლებდა, მკვეთრად შემცირდა. ვოლოდიმირ ზელენსკიმ, რევანშის მიზნით, კურსკის ოლქის ოკუპაცია განიზრახა და ამით კიდევ ერთხელ შეცდა“, – ასეთია პუბლიკაციის დედააზრი. გთავაზობთ სტატიას შემოკლებით: რა თქმა […]