„ნაციონალურ მოძრაობაში“ აცხადებენ, რომ ყაზახეთში ლევან ვარშალომიძე დააკავეს

„ნაციონალური მოძრაობაში“ აცხადებენ, რომ მათი ინფორმაციით, ლევან ვარშალომიძე დააკავეს ყაზახეთში, როდესაც ის აეროპორტის მეშვეობით საზღვარს კვეთდა. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ლევან ბეჟაშვილის თქმით, სავარაუდოდ საქმე ეხება რუსეთიდან გაგზავნილ ინფორმაციას სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით, რომელიც უკავშირდება უკრაინის ხელისუფლებასთან ვარშალომიძის პოლიტიკურ საკონსულტაციო საქმიანობას. ლევან ბეჟაშვილი ამბობს, რომ რუსეთის მხრიდან სისხლის სამართლებრივი საქმე ყოველგვარ საფუძველს არის მოკლებული. „ჩვენი ინფორმაციით, […]

არჩევანი მარტივია: სახელმწიფოს შენარჩუნებასა და ევროპულ ოჯახში გაწევრიანებას ან სახელმწიფოს დაკარგვასა და რუსეთის იმპერიაში დაბრუნებას შორის – ბადრი ჯაფარიძე

ევროკავშირს სურს ქართველი ხალხი იხილოს ევროკავშირში, ამას „ქართული ოცნება“ ყველა შესაძლო ხერხით ხელს უშლის, ცდილობს, რომ ისე დააშოროს საქართველო ევროკავშირს, ვეღარასდროს აიხდინოს ქართველმა ხალხმა ოცნება, რომელიც თაობებს ჰქონდათ – დავბრუნებულიყავით ევროპულ ოჯახში , – ამის შესახებ „ლელო -ძლიერი საქართველოს“ ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.   მისივე თქმით, ევროკავშირი ზრუნავს იმაზე, რომ იზარალოს არა ქართველმა ხალხმა, […]

 საარჩევნო ადმინისტრაციის წინააღმდეგ მორიგ კამპანიას ენმ-ს და „გახარია საქართველოსთვის“ წარმომადგენლები ააქტიურებენ -ცესკო

Editor Dali
0
საარჩევნო ადმინისტრაციის წინააღმდეგ მორიგი კამპანია აქტიურდება. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ და „გახარია საქართველოსთვის“ წარმომადგენლები კვლავ ცდილობენ, საზოგადოებაში დაამკვიდრონ მოსაზრება, რომ არჩევნები რეალურ შედეგს არ ასახავს და კონკრეტული ადამიანები შედეგებს საკუთარი სურვილის შესაბამისად წერენ, – ამის შესახებ ნათქვამია ცესკო-ს განცხადებაში. ცესკო-ს განცხადებით, აღნიშნული ტიპის განცხადებები პირდაპირ მიუთითებს საარჩევნო საკითხების შესახებ ბრალდების ავტორთა ცოდნის ნაკლებობაზე. „საარჩევნო საკითხებში და […]

რა ეღირება დოლარი და ევრო 19 მარტს

Editor Dali
0
აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7865 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7865 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7759 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0106 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.0470 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი 3.0277 კურსი ლარს შეადგენდა. შესაბამისად, […]

დიდი ვარაუდით, ჩეხეთში შემოდგომაზე ეროვნული და პატრიოტი კაცი, ანდრეი ბაბიში მოიგებს არჩევნებს. შესაბამისად, მიდგომაც შეიცვლება-გიორგი გამსახურდია

Editor Dali
0
გიორგი გამსახურდია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ. „დიდი ვარაუდით, ჩეხეთში შემოდგომაზე ეროვნული და პატრიოტი კაცი, ანდრეი ბაბიში მოიგებს არჩევნებს. შესაბამისად, მიდგომაც შეიცვლება. უბრალოდ მაინც ვერ ვხვდები, ჩეხეთის პოლიტიკურ ხელმძღვანელობას, თუნდაც მეორე მსოფლიო ომის დროს, რატომ ჰქონდათ სიმპათიები რეჟიმებთან? პრინციპში მიშაც და „ნაცებიც“ ნაცისტური ანარეკლია პოლიტიკურად, აბა რა ჯანდაბაა…“, – წერს გამსახურდია facebook- ზე.

ღაზის სექტორში ისრაელის იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 404-მდე გაიზარდა

Editor Dali
0
ღაზის სექტორში ისრაელის იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 404-მდე გაიზარდა. ინფორმაციას ამის შესახებ „ჰამასის“ მიერ კონტროლირებად ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ. უწყების ცნობით, საავადმყოფოში სხვადასხვა სახის დაზიანებებით 660 ადამიანი მიიყვანეს. ნანგრევების ქვეშ მყოფი ადამიანების ამოყვანა კი ამ დრომდე გრძელდება. როგორც ცნობილია, იერიშების შედეგად დაღუპულია „ჰამასის“ ოთხი მაღალჩინოსანი, მათ შორის, მაჰმუდ აბუ ვაფა, „ჰამასის“ მიერ კონტროლირებადი შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელის […]

ამ მომენტიდან ჰანტერ ბაიდენი აღარ მიიღებს საიდუმლო სამსახურის დაცვას, სიიდან მოხდება ეშლი ბაიდენის ამოღებაც -დონალდ ტრამპი

Editor Dali
0
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა მისი წინამორბედის ჯო ბაიდენის შვილებს – ჰანტერ და ეშლი ბაიდენებს საიდუმლო სამსახურის დაცვა მოუხსნა. ამის შესახებ დონალდ ტრამპმა თავის სოციალურ ქსელში დაწერა. „ჰანტერ ბაიდენი სარგებლობდა საიდუმლო სამსახურის დაცვით დიდი ხნის განმავლობაში, ყველაფერი გადახდილი იყო შეერთებული შტატების გადასახადის გადამხდელების მიერ. ამისთვის სულ 18 ადამიანი იყო, რაც სასაცილოა! ის ამჟამად ისვენებს სამხრეთ აფრიკაში, სადაც […]

“მიშისტები” სალომე ზურაბიშვილზე გაბრაზებული არიან, რადგან სააკაშვილი არ შეიწყალა, ზურაბიშვილს გაჰყვნენ, თუმცა პარლამენტის გარეთ დარჩნენ, აქციებმაც ვერაფერი შეცვალა-ლევან მაჭავარიანი

Editor Dali
0
საქართველოს როგორც სჭირდება ევროპა და ამერიკა, არანაკლებ სჭირდება ევროპას და ამერიკას საქართველო ჩვენი ადგილმდებარეობიდან გამომდინარე. შესაბამისად, თუ რამე გაუგებრობებია, ეს არის დროებითი, რომელიც ძალიან მალე აღმოიფხვრება, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ლევან მაჭავარიანმა განაცხადა. მაჭავარიანმა კომენტარი გააკეთა სალომე ზურაბიშვილისადმი ჯო ბაიდენის წერილთან დაკავშირებით, რომელიც საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გაავრცელა. „ის, რომ გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებით პრეტენზია მოდის, ჩვენ […]

რუსეთ-უკრაინის ომმა ძალთა ბალანსი ცაშიც კი შეცვალა – რას წერს Mainichi Shimbun

Admin Tamuna
0
ევროპული ავიაკომპანიებისათვის ევროკავშირსა და ჩინეთს შორის ავიარეისები კატასტროფულად წამგებიანი გახდა, – წერს იაპონური გაზეთი „მაინიჩი შიმბუნი“ (Mainichi Shimbun//毎日新聞) სტატიაში სათაურით „რუსეთ-უკრაინის ომმა ძალთა ბალანსი ცაშიც შეცვალა… ჩინეთის სასარგებლოდ“ (ავტორი – იუსუკე მაცუკურა). „მოსკოვმა ანტირუსულ სანქციებს უპასუხა და ევროპელებს რუსეთის საჰაერო სივრცით სარგებლობა აუკრძალა. სამაგიეროდ, ჩინური ავიაკომპანიები, რომლებიც თავისუფლად სარგებლობენ რუსეთის ტერიტორიაზე გამავალი უმოკლესი მარშრუტებით, თავიანთ […]

ნებისმიერი ფონდი უნდა იყოს გამჭვირვალე, როცა ის პირდაპირაა ჩართული პოლიტიკური პროცესების განვითარებაში – გია ვოლსკი

Admin Tamuna
0
ვფიქრობ, ნებისმიერი ფონდი უნდა იყოს გამჭვირვალე, სრული ინფორმაცია უნდა ჰქონდეს საზოგადოებას, რას და რისთვის აკეთებს – როდესაც ფონდი პირდაპირ არის ჩართული გარკვეული პოლიტიკური პროცესების განვითარებაში, მით უმეტეს, თუ ეს საქმე არის იმ სცენარის ნაწილი, რასაც რევოლუცია ჰქვია, რასაკვირველია, იგი დამატებით ყურადღებას იმსახურებს, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან განაცხადა. მისი თქმით, ფონდების […]

თიბისი Global Trade Review-ს ჯილდოს ფინალისტია ნომინაციაში – აღმოსავლეთ ევროპაში საუკეთესო ბანკი ვაჭრობის დაფინანსებაში

Admin Tamuna
0
თიბისი ვაჭრობის დაფინანსების ინდუსტრიაში წამყვანი საერთაშორისო მედია კომპანიის – Global Trade Review-ის ვაჭრობის ლიდერების ჯილდოს ფინალისტია. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ქართული ბანკი აღნიშნულ ჯილდოზეა წარდგენილი.    აღმოსავლეთ ევროპაში ვაჭრობის დაფინანსებაში საუკეთესო ბანკის ნომინაციის ფინალში, თიბისი ისეთ საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებთან ერთადაა ნომინირებული, როგორებიც არიან: Raiffeisen Bank International, Ukrgasbank და UniCredit.   ჯილდოს ფინალისტები ის ფინანსური ინსტიტუტები არიან, […]

„დაფნა“ — მინიმალისტური კაფე თბილისისა და ბათუმში, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით განვითარდა

Admin Tamuna
0
„დაფნა“ ეს არის მინიმალისტურ კონცეფციაზე დაფუძნებული კაფე, სადაც არატრადიციულ გარემოში ქართული სამზარეულოა მოქცეული. მისი ისტორია 2017 წლიდან იწყება და დღემდე ქალაქში, გამორჩეულ თავშეყრის ადგილად რჩება. აქ შეხვდებით მუდმივ მომხმარებლებს, ნებისმიერი ასაკის ადამიანს, სამეგობროებს, რომლებსაც უკვე ტრადიციად ექცათ დროის “დაფნაში” გატარება. გარდა გემრიელი საჭმლის შეთავაზებისა, „დაფნა“ ქმნის სასიამოვნო და მყუდრო გარემოს.   ბუნებრივია, ამ ყველაფერს თან […]