საქართველო მუდმივად ცდილობდა გადაექცია შავი ზღვა ევროკავშირთან გამაერთიანებელ ხიდად და დღეს ჩვენ გვაქვს რეალური შესაძლებლობები ამ მიზნის მისაღწევად – მაკა ბოჭორიშვილი

Admin Tamuna
0
საქართველო მუდმივად ცდილობდა გადაექცია შავი ზღვა ევროკავშირთან გამაერთიანებელ ხიდად. დღეს ჩვენ გვაქვს რეალური შესაძლებლობები ამ მიზნის მისაღწევად, მაგრამ ეს აქტიურ მუშაობასა და ინვესტიციებს მოითხოვს. ჩვენ შეგვიძლია ერთად განვახორციელოთ მასშტაბური პროექტები, რომლებიც სარგებელს მოუტანს ევროპას, – განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა თავისი გამოსვლისას პანელურ დისკუსიაზე „კონკურენცია და თანამშრომლობა მომავლის უზრუნველსაყოფად”, რომელიც მაღალი დონის საერთაშორისო […]

ის, რასაც „კაგებემაც“ კი ვერ მიაღწია: რა ხდება „ამერიკის ხმისა“ და „რადიო თავისუფლების“ ირგვლივ – BBC

Admin Tamuna
0
ბრიტანული სამაუწყებლო კომპანიის „ბიბისის“ (BBC) ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულია სარედაქციო სტატია სათაურით „ის, რასაც „კაგებემაც“ კი ვერ მიაღწია“: რა ხდება „ამერიკის ხმისა“ და „რადიო თავისუფლების“ ირგვლივ“, რომელშიც გაანალიზებულია სიტუაცია ორი ამერიკული მასობრივი ინფორმაციის საშუალების – რადიოსადგურების შესაძლო დახურვასთან დაკავშირებით. გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით: რადიოსადგურები „თავისუფლება“ და ამერიკის ხმა“ დახურვის საფრთხის წინაშე დადგნენ მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა დონალდ […]

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

Admin Tamuna
0
18 მარტს ქუთაისში +19 გრადუსი და წვიმიანი დღეა მოსალოდნელი, ღამით კი +10 გრადუსი იქნება. ოზურგეთში წვიმიანი ამინდია ნავარაუდევი. დღისით +20 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი 10. ბათუმშიც წვიმაა მოსალოდნელი, დღისით ჰაერი +20 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +9 გრადუსი დაფიქსირდება. ნალექიანი დღეა ფოთშიც. დღისით 22 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +11 გრადუსია მოსალოდნელი. ზუგდიდშიც ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი. დღისით […]

18 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი ამ დღეს უმჯობესია ზედმეტი აქტიურობისგან თავი შეიკავოთ. აუცილებელი არ არის, რომ ყველგან და ყოველთვის საკუთარი სიმართლე ამტკიცოთ — შეიძლება ძლიერ წინააღმდეგობას წააწყდეთ, ამიტომ ფრთხილად უნდა იმოქმედოთ. გირჩევთ, კონტაქტები მინიმუმამდე შეამციროთ და ისეთი საქმეებით დაკავდეთ, რომლებიც განმარტოებას მოითხოვს. დაფიქრდეთ, რომელი შეცდომები გიშლით ხელს წინსვლაში და მათი გამოსწორება სცადეთ. რჩევა: უმჯობესია დღეს ჩრდილში დარჩეთ – ამ […]

ტრამპის ადმინისტრაცია განიხილავს ყირიმის რუსეთის ტერიტორიად აღიარებას ომის დასრულების შესახებ ნებისმიერი სამომავლო შეთანხმების ფარგლებში

ტრამპის ადმინისტრაცია განიხილავს ყირიმის რუსეთის ტერიტორიად აღიარებას ომის დასრულების შესახებ ნებისმიერი სამომავლო შეთანხმების ფარგლებში. ინფორმაციას ამის შესახებ ამერიკული გამოცემა SEMAFOR-ი წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს. წყაროების ინფორმაციით, აშშ-ის ადმინისტრაციის ოფიციალურმა პირებმა ასევე განიხილეს შესაძლებლობა, აშშ-მა მოუწოდოს გაეროს, ყირიმი რუსეთის ტერიტორიად აღიაროს. „ასეთი მოთხოვნა ტრამპის ადმინისტრაციას ვლადიმირ პუტინის პოზიციასთან დააკავშირებდა, რომელიც დიდი ხანია ყირიმს თავისი ქვეყნის ტერიტორიად მიიჩნევს“, – წერს […]

ლევან ხაბეიშვილი – ხელისუფლებამ გახარიას პარტიას სხვადასხვა ეთერში ოპოზიციისა და „ნაციონალური მოძრაობის“ სალანძღავად ფული და სხვა პრივილეგიები შესთავაზა

ხელისუფლებამ გახარიას პარტიას ეთერებში ოპოზიციისა და „ნაციონალური მოძრაობის“ სალანძღავად ფული შესთავაზა, – ამის შესახებ „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან ხაბეიშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა. მისი თქმით, „ქართულ ოცნებას“ ყოფილი პრემიერის გუნდთან კონტაქტი აქვს. ხაბეიშვილი პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრებს კონკრეტულ კითხვებზე პასუხების გაცემისკენ მოუწოდებს. „ჩემი აზრით, ან ოპოზიციონერი ხარ, ან ბიძინას ტიტუშკა ხარ. მე მგონია, რომ ბიძინას პარლამენტზე უარს რომ არ ამბობ, დაფინანსებაზე უარს რომ არ […]

მარტვილში, სოფელ სალხინოში ძლიერი ხანძარია

მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ სალხინოში ძლიერი ხანძარია. ცეცხლი ეკალ-ბარდს უკიდია. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ადგილზე მეხანძრე-მაშველები მუშაობენ და მიმდინარეობს ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები

სამშვიდობო შეთანხმებასთან ასე ახლოს არასდროს ვყოფილვართ – თეთრი სახლის პრესმდივანი

ჩვენ არასდროს ვყოფილვართ სამშვიდობო შეთანხმებასთან ისე ახლოს, როგორც ამ მომენტში, – აცხადებს თეთრი სახლის პრესმდივანი რუსეთ-უკრაინის ომზე საუბრისას. კაროლინ ლევიტმა აღნიშნა, რომ ტრამპს ამ საკითხის მოგვარება სურს. “პრეზიდენტი მტკიცედ არის განწყობილი, რომ ეს საკითხი მოაგვაროს”, – აღნიშნა თეთრი სახლის პრესმდივანმა. კითხვაზე, განიხილავს თუ არა აშშ-ის პრეზიდენტი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას, თუ ხვალ მისი სატელეფონო საუბარი პუტინთან კარგად […]

თეთრი სახლის პრესმდივანი, კაროლინ ლევიტი ფრანგი ევროპარლამენტარის, რაფაელ გლუკსმანის განცხადებას გამოეხმაურა

თეთრი სახლის პრესმდივანი, კაროლინ ლევიტი ფრანგი ევროპარლამენტარის, რაფაელ გლუკსმანის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც განაცხადა, რომ „ამერიკამ თავისუფლების ქანდაკება უნდა დააბრუნოს, რადგან ის აღარ არის დემოკრატიული ღირებულებების ერთგული“. „ჩემი რჩევა ამ დაბალი დონის ფრანგი პოლიტიკოსისთვის იქნება იმის შეხსენება, რომ მხოლოდ აშშ-ის დამსახურებაა, რომ ფრანგები ახლა გერმანულად არ საუბრობენ. ამიტომ ისინი ძალიან მადლიერნი უნდა იყვნენ“, – აღნიშნა თეთრი […]

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩქვალერში ხანძარია

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩქვალერში, ლეშამუგეს უბანში, ხანძარს ებრძვიან. ადგილზე იმყოფება წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი ვანო ბურდული, რომელმაც საქართველოს პირველ არხს განუცხადა, რომ ლეშამუგეს უბანში ხანძარმა დააზიანა ელექტროსადენები და ცეცხლი ძალიან ახლოს არის საკომუნიკაციო ანძებთან. თუმცა, მისივე თქმით ადგილობრივ მეხანძრე-მაშველებს ზუგდიდის ბრიგადებიც შეუერთდნენ. რაც შეეხება დასახლებულ პუნქტს, როგორც ვანო ბურდული ამბობს, მოსახლეობამდე ერთ კმ-ზე მეტია. მისივე […]

ნარკოდანაშაულთან მიმართებაში სავალდებულო მკურნალობა სავალდებულო იქნება, თუმცა „განსაკუთრებულ შემთხვევებში“- მამუკა მდინარაძე

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, სისხლის სამართლის კოდექსში ნარკოდანაშაულთან მიმართებაში სავალდებულო მკურნალობა სავალდებულო იქნება, თუმცა „განსაკუთრებულ შემთხვევებში“. მისივე თქმით, ის რომ ადამიანს ესაჭიროება სავალდებულო მკურნალობა, ამასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მოსამართლე მიიღებს. „ჩვენ შევჯერდით, რომ სისხლის სამართლის კოდექსში სასჯელის სახით შემოვიდეს სავალდებულო მკურნალობა, თუმცა ეს იქნება განსაკუთრებულ შემთხვევაში და ეს იქნება სისხლის სამართლებრივი სასჯელის კატეგორია. ეს […]

„ენბისი ნიუსის“ კვლევა – 2004 წლის შემდეგ ყველაზე მეტი ამერიკელი ფიქრობს, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდება

2004 წლის შემდეგ ყველაზე მეტი ამერიკელი ფიქრობს, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდება. ასეთია „ენბისი ნიუსის“ მიერ ჩატარებული კვლევა. გამოკითხვის თანახმად, რესპონდენტთა 44% მიიჩნევს, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდება. მედიასაშუალების ცნობით, ეს 2004 წლიდან ყველაზე მაღალი მაჩვენებელია მიუხედავად იმისა, რომ მოსახლოების უმეტესობა – გამოკითხულთა 54% ფიქრობს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება. რაც შეეხება ტრამპის რეიტინგს, მისი პრეზიდენტობის […]