თიბისი ტექსკოლის მე-5 სეზონზე მთელი საქართველოდან 1553 უფროსკლასელი დარეგისტრირდა

Editor Dali
0
გაზაფხულის სემესტრზე, თიბისი ტექსკოლაში, უფროსკლასელები, როგორც საქართველოს 12 რეგიონიდან, ასევე, წელს პირველად საზღვარგარეთ მცხოვრები ემიგრანტი მოსწავლეებიც დარეგისტრირდნენ. კონკურსის საფუძველზე 1553 რეგისტრირებულიდან, შერჩეული 600 მოსწავლე 3 თვის განმავლობაში სრულიად უფასოდ შეისწავლის – ვებგვერდების აწყობას, UI/UX დიზაინს, ხელოვნურ ინტელექტს, ვებგვერდების პროგრამირებას და მობილური აპლიკაციების შექმნას, გრაფიკულ დიზაინსა და სოციალურ მედია მარკეტინგს. მე-9 დან მე-12 კლასის ჩათვლით ტექნოლოგიური […]

2008 წლის ომის დროს პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა, „რა წარმატებას აღწევს ქართული ჯარი“, „დავიბრუნეთ ეს სოფელი“, „ეს სიმაღლე ავიღეთ“ – სოზარ სუბარი

Admin Tamuna
0
„ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრი, „ქართული ოცნების“ დეპუტატი სოზარ სუბარი დაინტერესდა, განიხილეს თუ არა, 2008 წლის აგვისტოს მოვლენების შემსწავლელი დროებითი კომისიის ფარგლებში, ომის მიმდინარეობისას, პირდაპირ ეთერში თანამდებობის პირების მიერ გაკეთებული განცხადებები, რომელიც სუბარის თქმით, „მოწინააღმდეგის ცეცხლის პირდაპირი კორექტირება“ იყო. როგორ სუბარმა კომისიის სხდომაზე აღნიშნა, ომის დროს მოწინააღმდეგეს ინფორმაცია პირდაპირ ეთერში […]

ომი მიხეილ სააკაშვილის უდიდესი ავანტიურა გახლდათ – მიხეილ ქარელი

Admin Tamuna
0
ომი მიხეილ სააკაშვილის ერთ-ერთი უდიდესი ავანტიურა გახლდათ – ის ფსიქიკურად საშიში ადამიანია, ფსიქიკურად ავადმყოფია და მიმაჩნია, რომ დღესაც საშიშია. გულწრფელად გეტყვით, ყოველთვის მქონდა იმის განცდა, რომ სადღაც შორს, წინა ცხოვრებაში, ჰიტლერის თანაშემწე ვიყავი,- ამის შესახებ შიდა ქართლში პრეზიდენტის ყოფილმა რწმუნებულმა, მიხეილ ქარელმა პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე, სატელეფონო ჩართვისას განაცხადა. აღსანიშნავია, რომ სხდომაზე განსახილველი საკითხია 2004-2008 […]

პრემია „ელისო“ ნამუშევრების მიღებას იწყებს

Admin Tamuna
0
ნატო ვაჩნაძის ფონდი და თიბისი წარმოგიდგენთ პრემია „ელისოს“, რომელიც წელს, 14 ივნისს, უკვე მეორედ გაიმართება. ნამუშევრების მიღება 25 მარტიდან დაიწყო და ეს პროცესი 15 აპრილამდე გაგრძელდება. ამის შემდეგ, ქართველი და საერთაშორისო კინემატოგრაფისტებისგან შემდგარი ჟიური გამარჯვებულების გამოსავლენად მუშაობას შეუდგება. კონკურსში მონაწილეობის მსურველებს რეგისტრაციის გავლა შეუძლიათ ბმულზე – https://filmfreeway.com/ElisoAwards წლევანდელ დაჯილდოებაზე, ფონდის გადაწყვეტილებით, გაიზარდა ნომინაციების რაოდენობა და […]

თბილისის მერია დედაქალაქის შემოსასვლელსა და გასასვლელში არსებულ აბრებს განაახლებს

Admin Tamuna
0
თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახური დედაქალაქის შემოსასვლელსა და გასასვლელში არსებული აბრების განახლების მიზნით, კონკურსს გამოაცხადებს. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.   კახა კალაძემ არქიტექტურის სამსახურის უფროსს დაავალა, რომ დაიწყონ შესაბამისი პროცედურები, რათა საკონკურსო წინადადებები მიიღონ.   „თბილისის შემოსასვლელსა და გასასვლელში არსებული აბრები დიდი ხანია მოძველებულია, რაც ლამაზი ნამდვილად არაა. დედაქალაქის საზღვრების აღმნიშვნელი […]

პაატა დავითაია განმარტავს მიზეზებს, რის გამოც, „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე მივიდა

Admin Tamuna
0
2008 წელს, როდესაც საბრძოლო მოქმედებები მორჩა, ძალიან სერიოზულ დონეზე იდგა საკითხი, რამდენიმე მიმართულებით დაწყებულიყო ამ საკითხის გამორკვევა. პირველ რიგში, ეს იყო იმდროინდელი ოპოზიციის მოთხოვნა, რომელიც იმყოფებოდა პარლამენტში. მე მაშინ უმცირესობის ლიდერის მოადგილის თანამდებობას ვიკავებდი, – ამის შესახებ „ევროპელი დემოკრატების“ თავმჯდომარე პაატა დავითაიამ, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განაცხადა. დავითაიამ, რომელიც თავად ხელმძღვანელობდა 2008 წლის აგვისტოს […]

„ლუმიერსი“ – ქართული საკონდიტრო, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით განვითარდა

Admin Tamuna
0
ალბათ, მომხმარებლების უმეტეს ნაწილს ნაყინისა და დარიჩინის ტკბილი სურნელის სინთეზზე „ლუმიერსი“ ახსენდება. უფრო კონკრეტულად კი, ამ საკონდიტროს ერთადერთი პროდუქტი — “ტრდელნიკი”. ეს უკანასკნელი ჩეხურ და უნგრულ ტრადიციულ დესერტს წარმოადგენს. ემილ კურბანოვს სწორედ ჩეხეთში მოგზაურობისას გაუჩნდა იდეა, საქართველოში საკუთარი საკონდიტრო გაეხსნა. იდეის განხორციელება მარტივი პროცესი არ ყოფილა. როგორც ემილი აღნიშნავს, პირველ რიგში, უნიკალური გემოების შემუშავებაზე დაიწყო […]

რუსეთი და უკრაინა შავ ზღვაზე ცეცხლის შეწყვეტაში შეთანხმდნენ, მაგრამ უცნობია მისი ძალაში შესვლის დრო – The New York Times

Admin Tamuna
0
„თეთრი სახლის პრეს-სამსახურის ცნობით, ერ-რიადში რუსეთმა და უკრაინამ მიაღწიეს შეთანხმებას შავ ზღვაზე საომარი მოქმედებების შეწყვეტის თაობაზე, ასევე განიხილეს დეტალები, რომლებიც ერთმანეთის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე დარტყმების შეწყვეტას ეხება. ეს პირველი მნიშვნელოვანი ნაბიჯია ცეცხლის სრული შეწყვეტის გზაზე, რომელსაც დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ცდილობს. თუმცა აქვე უნდა ითქვას ისიც, რომ გრძელვადიანი მშვიდობის დასამყარებლად ეს ძალისხმევა არასაკმარისია. გაურკვეველი რჩება აგრეთვე ის, […]

ვფიქრობ, რუსეთს სურს, ომი დასრულდეს, მაგრამ შესაძლოა, ფეხს ითრევს – დონალდ ტრამპი

Admin Tamuna
0
ვფიქრობ, რუსეთს სურს, ომი დასრულდეს, მაგრამ შესაძლოა, ფეხს ითრევენ, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა Newsmax-თან ინტერვიუში განაცხადა. „ვფიქრობ, რუსეთს სურს, რომ ომი დასრულდეს, მაგრამ შესაძლოა, ისინი ფეხს ითრევენ. ვფიქრობ, რუსეთს სურს, რომ ეს დასრულდეს და ვფიქრობ, ზელენსკის სურს, რომ ეს დასრულდეს“, – აღნიშნა ტრამპმა. მისი თქმით, ორივე მხარე კვირაში, საშუალოდ, 2 500 ჯარისკაცს […]

ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური რუსეთს ეკუთვნის, მისი გადაცემა უკრაინისთვის შეუძლებელია – რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო

Admin Tamuna
0
რუსეთს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური უკვე რუსეთის საკუთრებაა და მისი გადაცემა უკრაინისთვის შეუძლებელია. „რუსეთის ატომური მრეწველობის წიაღში ელექტროსადგურის დაბრუნება დიდი ხნის წინ შემდგარი ფაქტია, რომელიც საერთაშორისო საზოგადოებამ მხოლოდ უნდა აღიაროს. ზაპოროჟიეს ელექტროსადგურის გადაცემა უკრაინისთვის, ან სხვა რომელიმე ქვეყნისთვის შეუძლებელია“, – ნათქვამია განცხადებაში. რუსეთის საგარეო უწყებაში აგრეთვე განმარტეს, რომ შეუძლებელია ატომური ელექტროსადგურის მართვა სხვა […]

26 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

Editor Dali
-1
ვერძი ვერძებს შესაძლებლობა ექნებათ, საკუთარ ფინანსურ მდგომარეობას გადახედონ. შესაძლოა, რაღაც შეგეშალათ ან უბრალოდ ვერ ამჩნევდით, სად მიდიოდა თქვენი ფული. ახლა შესანიშნავი დროა ხარჯების შესწავლისა და შემოსავლის ახალი გზების ძიებისთვის. უმჯობესია, სპონტანურ შოპინგს მოერიდოთ, რადგან მოგვიანებით ინანებთ. რჩევა: გააანალიზეთ თქვენი ხარჯები და ეცადეთ, საკუთარი რესურსები უფრო გონივრულად მართოთ. კურო თუ ბოლო დროს პარტნიორთან უთანხმოება გქონდათ, ამ […]

მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს წამმზომი ჩაურთეს, ერთი წლით ციხეში დაიჭერენ? დაიჭირონ, წულუკიანის ფეხის ბაკუნზე არავინ არსად მისვლას არ აპირებს-ალეკო ელისაშვილი

Editor Dali
0
წულუკიანის ფეხის ბაკუნზე არავინ არსად მისვლას არ აპირებს, მით უმეტეს ჩვენი კოალიციის ლიდერები, – ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა ბადრი ჯაფარიძისა და მამუკა ხაზარაძის პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაში დაბარების შესახებ საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, „ქართულ ოცნებას“ საგამოძიებო კომისია „ძლიერი საქართველოს“ შესაშინებლად და რეპრესიების იარაღად ჭირდება. „პროკურატურა თუ მოგვადგება, მოგვადგეს. მომდგრები არ არიან? […]