ქართული სამზარეულოს მრავალფეროვნება – რას წერს გერმანული გამოცემა საქართველოზე

Admin Tamuna
0
„სუფრა – ასე ჰქვია ქართულ მოლხენა-დროსტარებას, რომელიც სტუმართმოყვარეობისა და მხიარულების განსახიერებას წარმოადგენს. რომელი კერძებს მიირთმევენ ქართველები სტუმრებთან ერთად? ჩვენი კორესპონდენტი შეეცადა ქართული სუფრის დიდებულება ეჩვენებინა და დარწმუნდებით, რომ ეს მართლაც კარგად გამოუვიდა“, – ასე იწყება გერმანულ გაზეთ „ფრანკფურტერ ალგემაინე ცაითუნგში“ (Frankfurter Allgemeine Zeitung) გამოქვეყნებული სტატია სათაურით „ქართული სამზარეულოს მრავალფეროვნება“ (ავტორი – მაიკე ფონ გალენი). გთავაზობთ […]

საერთაშორისო ფარმაცევტულმა კომპანია GM PHARMA-მ საქართველოს უნივერსიტეტთან და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმები გააფორმა

Editor Dali
0
ფარმაცევტული წარმოება მაღალტექნოლოგიური, უკიდურესად კომპლექსური და ინოვაციებით დატვირთული პროცესია. ამავე დროს ის აეროკოსმოსური ინდუსტრიის შემდეგ ყველაზე რეგულირებადი და კონტროლირებადი დარგია, სადაც შეცდომის დაშვება არ შეიძლება. საქართველოში არსებობს სწორედ ასეთი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ეროვნული წარმოება, რაც ქვეყნის პრესტიჟს უსვამს ხაზს. GM PHARMA-ს საწარმო თბილისში ყველაზე დიდი ფარმაცევტული წარმოებაა სამხრეთ კავკასიის რეგიონში, სადაც უახლესი ტექნოლოგიების საშუალებით ხორციელდება მედიკამენტების მყარი […]

თურქეთის დემოკრატიას დაცვა ესაჭიროება: რითი ჰგავს რეჯეფ ერდოღანი ვლადიმერ პუტინს – The Daily Telegraph

Admin Tamuna
0
ბრიტანული გაზეთის „დეილი ტელეგრაფის“ (The Daily Telegraph) 25 მარტის ნომერში გამოქვეყნებულია სარედაქციო სტატია სათაურით „თურქეთის დემოკრატიას დაცვა ესაჭიროება: რითი ჰგავს რეჯეფ ერდოღანი ვლადიმერ პუტინს“. პუბლიკაციაში განხილულია თურქეთში ამ დღეებში მიმდინარე მნიშვნელოვანი პოლიტიკური პროცესის – სახალხო გამოსვლებისა და მიტინგების მიზეზები. გთავაზობთ სტატიას მცირე შემოკლებით: თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ ერდოღანი რეგულარულად აწყდება გამოწვევებს თავისი ავტოკრატული მმართველობის გამო, მაგრამ […]

საქართველოს აეროპორტების გაერთიანებას ახალი ხელმძღვანელი ჰყავს

Admin Tamuna
0
საქართველოს აეროპორტების გაერთიანებას ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს. ლევან მოსეშვილი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილმა საქართველოს აეროპორტების გაერთიანების თანამშრომლებს წარუდგინა. მინისტრის მოადგილემ განაცხადა, რომ ლევან მოსეშვილს აქვს სამოქალაქო ავიაციის ინდუსტრიაში, მათ შორის, კერძო სექტორში საქმიანობის მრავალწლიანი გამოცდილება. მარიამ ქვრივიშვილის თქმით, მისი ცოდნა და გამოცდილება მნიშვნელოვნად გააძლიერებს როგორც საქართველოს აეროპორტების გაერთიანებას, ისე მთლიანად სამოქალაქო […]

კორუფციის აღქმების მსოფლიო რეიტინგში საქართველო ევროპის საუკეთესო ოცეულშია

Admin Tamuna
0
ოქსფორდის უნივერსიტეტის კეთილდღეობის კვლევის ცენტრმა გაეროს მდგრადი განვითარების გადაწყვეტილებების ქსელთან და საერთაშორისო შემფასებელ კვლევით ორგანიზაცია გელაპთან პარტნიორობით მსოფლიო ბედნიერების ანგარიშის ფარგლებში კორუფციის აღქმების მსოფლიო რეიტინგი გამოაქვეყნა. კვლევის ფარგლებში, განხორციელდა კორუფციის აღქმის შეფასება მსოფლიო გამოკითხვის საფუძველზე: „რამდენად არის გავრცელებული კორუფცია ხელისუფლებაში? და რამდენად არის გავრცელებული კორუფცია ბიზნესში? კორუფციისგან თავისუფლებით საქართველო 50 საუკეთესო ქვეყნასა და ტერიტორიას შორის დასახელდა, სახელმწიფოებს შორის […]

მზად ვართ მეგობრობისთვის, მაგრამ არა ქვეყნის ინტერესების დათმობის ხარჯზე – კახა კალაძე

Admin Tamuna
0
აშშ-ს ჰყავს ახალი ადმინისტრაცია, ახალი პრეზიდენტი, რომელიც ამერიკელმა ხალხმა აირჩია და ჩვენ ძალიან დიდი იმედი გვაქვს და ძალიან ვგულშემატკივრობთ პრეზიდენტს ტრამპს, რომ ის მოახერხებს Deep state-ის დამარცხებას. რა თქმა უნდა, როგორც კი ამას შეძლებს, ეს საქართველოზეც აისახება, – განაცხადა თბილისის მერმა და „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ გადაცემა „ღამის კურიერში“ სტუმრობისას. როგორც კალაძემ […]

თიბისი კონცეპტი და Coaching Lab გიწვევთ ტრენინგ პროგრამაზე „გუნდური ქოუჩინგი – ფუნდამენტი“

Admin Tamuna
0
თიბისი კონცეპტის და Coaching Lab-ის პარტნიორობის ფარგლებში, 27-29 მარტს გიწვევთ ტრენინგ პროგრამაზე დასასწრებად – „გუნდური ქოუჩინგი – ფუნდამენტი“. „გუნდური ქოუჩინგი – ფუნდამენტი“ ეფუძნება გუნდის განვითარების დინამიკის და გუნდურობის შესახებ ცოდნას, საუკეთესო პრაქტიკას და მიდგომებს. კურსის მიზანია მონაწილეები დაეუფლონ გუნდური ქოუჩის კომპეტენციებს, გააცნობიერონ გუნდებთან მუშაობის პროცესი, მიიღონ ცოდნა გუნდური ქოუჩინგის ფორმატის შესახებ და გამოიყენონ ეს ცოდნა […]

დღეს, პარლამენტში შექმნილი „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი“ დროებითი საგამოძიებო კომისიის მეოთხე სხდომა გაიმართება

Admin Tamuna
0
დღეს, პარლამენტში შექმნილი „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი“ დროებითი საგამოძიებო კომისიის მეოთხე სხდომა გაიმართება. სხდომის დღის წესრიგის მთავარი საკითხია ბიზნესზე ზემოქმედების ერთ-ერთი საქმის განხილვა, რომელიც შპს „მაგნატსა“ და მის მფლობელს, ჯემალ ლეონიძეს უკავშირდება. როგორც ლეონიძის ჩვენებიდან ირკვევა, საქმის მთავარ მოქმედ პირთა შორის არიან „თბს ბანკის“ მფლობელები, ახლა უკვე პარტია […]

„რუსთაველის გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოები მომავალი წლისთვის დაიწყება” – კახა კალაძე

„რუსთაველის გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოები მომავალი წლისთვის დაიწყება, დაგეგმილზე გაცილებით მეტი დროა საჭირო, რათა კომუნიკაციები მოწესრიგდეს“, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს გადაცემა „ღამის კურიერის“ ეთერში განაცხადა. „რაც შეეხება რუსთაველის გამზირს, სიახლეები გვაქვს იმასთან დაკავშირებით, რომ გარკვეული კვლევები ჩავატარეთ და საკმაოდ მასშტაბური მიწისქვეშა სამუშაოები იქნება განსახორციელებელი. რუსთაველის გამზირზე მიწის ქვემოთ არის კოლექტორი, რომელიც ავარიულ […]

კახა კალაძე: თანამშრომლებთან მიმართებით გადაწყვეტილება არასდროს მიგვიღია პოლიტიკურ ნიადაგზე

2017 წლიდან მერი ვარ. ვერავინ მოიყვანს ერთ მაგალითს მაინც, რომ მე რომელიმე თანამშრომლისთვის მეთხოვოს ჩემს მიმართ ან პარტიის მიმართ მხარდაჭერა“, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა გადაცემა „ღამის კურიერში“ სტუმრობისას ისაუბრა. კახა კალაძემ კიდევ ერთხელ გააკეთა კომენტარი თბილისის მერიაში განხორციელებული რეორგანიზაციის შესახებ და აღნიშნა, რომ რეორგანიზაცია გაცილებით ადრე იყო დაგეგმილი და ამას პოლიტიკასთან კავშირი არ აქვს. […]

გერმანიამ დამატებითი აკრძალვები შემოიღო იმ ქართველი ოფიციალური პირების ქვეყანაში შესვლაზე, რომლებიც პასუხისმგებლები არიან დარბევებზე

გერმანიამ დამატებითი აკრძალვები შემოიღო იმ ქართველი ოფიციალური პირების ქვეყანაში შესვლაზე, რომლებიც პასუხისმგებლები არიან დარბევებზე, – ამის შესახებ გერმანიის საგარეო უწყების განცხადებაშია ნათქვამი. „დაახლოებით სამი თვის განმავლობაში ქართველი ხალხი საპროტესტო აქციებს მართავს ევროკავშირში მომავლის მხარდასაჭერად და საქართველოს ხელმძღვანელობის კურსის წინააღმდეგ. ისინი კვლავ არიან დაშინების, დაკავებებისა და ძალადობის წინაშე. დღეს გერმანიამ შემოიღო დამატებითი აკრძალვები იმ ქართველი ოფიციალური პირების ქვეყანაში შესვლასთან […]

25 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი ხელსაყრელი დღეა რთულ ამოცანებთან გასამკლავებლად და გადადებული საქმეების დასასრულებლად. პოზიტიური განწყობა, საქმის გარდა, პირად ურთიერთობებშიც დაგეხმარებათ. დღის მეორე ნახევარში სასიამოვნო სიურპრიზი და საბედისწერო შეხვედრა გელით. კურო მიუხედავად იმისა, რომ დასვენების დღეა, დილიდან სამუშაო განწყობას და აქტიურობის სურვილს გრძნობთ. მშვენიერია, ადრე დაწყებული პროექტების დასრულება სახლის პირობებშიც შესაძლებელია. ეცადეთ, თქვენი ჰობისთვისაც დრო გამონახოთ, რადგან ის შეიძლება […]