„+28, +30 გრადუსამდე გათბება“ – უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი
0
0
როგორი ამინდი იქნება მომდევნო დღეებში – ამის შესახებ მეტეოროლოგი კობა ფარტენაძე სოციალურ ქსელში წერს. „პარასკევს და შაბათ-კვირას, საქართველოში მოსალოდნელია გაზაფხულისთვის დამახასიათებელი ანტიციკლონური ამინდის პირობები. ატმოსფერული მაღალი წნევა მოწმენდილი და მზიანი ამინდის საწინდარი გახდება, ტემპერატურის მნიშვნელოვანი მომატებით. კონკრეტულად, შაბათს მაქსიმალური ტემპერატურა – ქვეყნის დაბლობსა და ბარში +28, +30 გრადუსს მიაღწევს“, – განმარტავს ფარტენაძე.