მოსალოდნელია ტემპერატურის დაკლება-6 გრადუსამდე – გარემოს ეროვნული სააგენტოს გაფრთხილება

Admin Tamuna
0
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას, ხვალ, საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს. „13 აპრილს, ღამისა და დილის საათებში, შიდა ქართლში მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის დაკლება -2, -4, ხოლო ქვეყნის მთიან რაიონებში -4, -6 გრადუსამდე. უარყოფითმა ტემპერატურამ შესაძლებელია ყვავილობის ფაზაში მყოფი ხეხილის და საშემოდგომო ხორბლის ნათესების დაზიანება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო)“, – ნათქვამია ინფორმაციაში. 

12 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

Admin Tamuna
0
ვერძი დღეს წარმატება გელით ნებისმიერ სფეროში. ახალი საქმის დაწყება ფინანსური სარგებლის მომტანი იქნება. შესაძლებელია ძველი პრობლემების მოგვარება და სიტუაციის თქვენს სასარგებლოდ შეცვლა. კურო საინტერესო მოვლენებით დატვირთული დღეა. რთული საქმის დასრულების შესაძლებლობა გეძლევათ. დროა, იფიქროთ საკუთარ ჯანმრთელობაზე. ტყუპები საინტერესო იდეების განხორციელების შესაძლებლობა მოგეცემათ. ეცადეთ, ყურადღება მხოლოდ მნიშვნელოვან საკითხებზე გაამახვილოთ. თავი შორს დაიჭირეთ შურიანი ადამიანებისგან. კირჩხიბი ექსპერიმენტებისთვის […]

„საზოგადოებრივი მაუწყებელი” ვასილ ივანოვ-ჩიქოვანისა და ნინო ზაუტაშვილის გათავისუფლებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

Admin Tamuna
0
მიღებული გადაწყვეტილება არის სამართლიანი, მიუკერძოებელი და სამართლებრივად დასაბუთებული. საზოგადოებრივი მაუწყებელი მიჰყვება შესაბამისი კანონმდებლობით განსაზღვრულ პროცესს, – ამის შესახებ განცხადებას „საზოგადოებრივი მაუწყებელი” ავრცელებს, რითაც ტელეწამყვანების ვასილ ივანოვ-ჩიქოვანისა და ნინო ზაუტაშვილის გათავისუფლებას ეხმაურება. განცხადების თანახმად, საჯარო სივრცეში გავრცელებული განცხადებებით, ზემოაღნიშნულ თანამშრომელთა ნაწილმა სრულად ამოწურა დამსაქმებელთან საქმიანი და კონსტრუქციული ურთიერთობის რესურსი, რაც შეუძლებელს ხდის ნორმალურ თანამშრომლობას. „რამდენიმე თვის განმავლობაში […]

დონალდ ტრამპმა პირდაპირ უწოდა რუსეთ-უკრაინის ომს ე.წ. „პროქსი” ომი, რაც ნიშნავს მარიონეტულ ომს – პრემიერი

Admin Tamuna
0
გარდა ტაკერ კარლსონისა, ასეთი განცხადება გააკეთა უშუალოდ დონალდ ტრამპმა, მან პირდაპირ უწოდა რუსეთ-უკრაინის ომს ე.წ. „პროქსი” ომი, რაც ნიშნავს მარიონეტულ ომს, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც ამერიკელი ჟურნალისტის, ტაკერ კარლსონის განცხადებას შეეხებოდა ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ რუსეთის წინააღმდეგ „პროქსი ომის” წარმოებასთან დაკავშირებით. მთავრობის მეთაურის თქმით, დონალდ ტრამპმა პირდაპირ განაცხადა, რომ […]

ანტალიის დიპლომატიის ფორუმს გამოვიყენებთ იმისთვის, რომ მაქსიმალურად გავაღრმავოთ პარტნიორობა მეგობარ ქვეყნებთან – ირაკლი კობახიძე

Admin Tamuna
0
ირაკლი კობახიძე – ანტალიის დიპლომატიის ფორუმს გამოვიყენებთ იმისთვის, რომ მაქსიმალურად გავაღრმავოთ პარტნიორობა მეგობარ ქვეყნებთან მადლობას გადავუხდი ჩვენს თურქ მეგობრებს მოწვევისთვის და შესაძლებლობებისთვის, მონაწილეობა მივიღოთ ანტალიის დიპლომატიის ფორუმში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ანტალიაში ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა.  როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, მონაწილეობა მიიღო პანელურ დისკუსიაში, სადაც საინტერესო თემაზე გაიმართა მსჯელობა.  „ვესწრებით ანტალიის დიპლომატიის ფორუმს. ეს არის […]

პარლამენტის ახალი რეგლამენტის ამოქმედების შედეგად, რამდენიმე საპარლამენტო ინსტრუმენტი გაუქმდება

Admin Tamuna
0
პარლამენტის ახალი რეგლამენტის ამოქმედების შედეგად, რამდენიმე საპარლამენტო ინსტრუმენტი გაუქმდება. უქმდება „მინისტრის საათი“, რა ფორმატშიც მთავრობის წევრები წელიწადში ერთხელ პარლამენტის წინაშე გაწეული მუშაობის ანგარიშით გამოდიოდნენ და დეპუტატების შეკითხვებს პასუხობენ. საპარლამენტო უმრავლესობის შეფასებით, პრაქტიკამ აჩვენა, რომ „მინისტრის საათი“ საპარლამენტო კონტროლის არაეფექტიანი მექანიზმი იყო. მათივე განმარტებით, „მინისტრის საათის“ სანაცვლოდ, ახალი რეგლამენტით ინტერპელაციების გამართვის ინტენსივობა გაიზრდება და პარლამენტის წევრებს […]

დაპირება იყო, რომ ოპოზიცია ქედსაც მოხრის, თავსაც დახრის და ყურსაც მოიჭრის, თუ შერჩეული იქნება არა „ქართული ოცნება“, არამედ მათი ალტერნატივა რადიკალური ოპოზიციის სახით- გიორგი ვოლსკი

Editor Dali
0
პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის განცხადებით, დაპირება იყო, რომ ოპოზიცია ქედსაც მოხრის, თავსაც დახრის და ყურსაც მოიჭრის, თუ შერჩეული იქნება არა „ქართული ოცნება“, არამედ მათი ალტერნატივა რადიკალური ოპოზიციის სახით. გია ვოლსკი ჟურნალისტებთან საუბარში ევროსაბჭოს მიერ მიღებულ რეზოლუციას გამოეხმაურა. „საქართველო ევროპული ქვეყანაა, რომელიც ბოლო 13 წლის განმავლობაში, პოზიტიური ტენდენციების განვითარებით, მსოფლიოს ათეულშია და მას, რომ ისეთი […]

რა ეღირება დოლარი და ევრო 12 აპრილს

Editor Dali
0
აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7558 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7558 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7573 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0015 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.1259 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი 3.0518 კურსი ლარს შეადგენდა. შესაბამისად, […]

სააკაშვილო, ლედი აფრასიძე არის შენი განაჩენიც და სასჯელიც, ეს ბავშვები გადარჩნენ და აგრძელებენ ქვეყნისთვის სიცოცხლეს -თეა წულუკიანი

Editor Dali
0
სააკაშვილო, ლედი აფრასიძე არის შენი განაჩენიც და სასჯელიც, ეს ბავშვები გადარჩნენ და აგრძელებენ ქვეყნისთვის სიცოცხლეს, – ასე მიმართა „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის“ თავმჯდომარე თეა წულუკიანმა საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს. როგორც თეა წულუკიანმა განაცხადა, ეს ბავშვები ააშენებენ უკეთეს საქართველოს, რომლის ნგრევასაც სააკაშვილი თავის მინისტრებთან ერთად […]

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ბრიუსელში, „რამშტაინის ფორმატის“ მორიგ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

Editor Dali
0
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ბელგიის სამეფოში იმყოფება. ირაკლი ჩიქოვანმა ბრიუსელში, ნატოს შტაბბინაში „რამშტაინის ფორმატში“ გამართულ რიგით 27-ე უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. შეხვედრას დაესწრნენ ალიანსის წევრი და პარტნიორი ქვეყნების თავდაცვის უწყებების ხელმძღვანელები და უმაღლესი რანგის ოფიციალური პირები. საერთაშორისო ჯგუფის შეხვედრა გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სახელმწიფო მდივანმა, ჯონ ჰილიმ და გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, ბორის პისტორიუსმა გახსნეს. […]

გიორგი ბარამიძემ მეზობლის ქალებისთვის გაბედა ეთქვა, სვანებმა კარგი კუბდარის გამოცხობა იცით და იქნებ გაგვიმასპინძლდეთო – წინ სახლი იწვოდა, სადაც ევგენი აფრასიძე იყო და გვერდით ომეხ აფრასიძის ცხედარი იყო დაცხრილული -ლედი აფრასიძე

Editor Dali
0
“ნაციონალური მოძრაობის” რეჟიმის მიერ დაზარალებულმა ლედი აფრასიძემ, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, 2004 წლის 24 მარტს მის ოჯახში ჩატარებული ფართომასშტაბიანი სპეცოპერაციის დეტალები გაიხსენა, კერძოდ კი, იმდროინდელ შინაგან საქმეთა მინისტრ, გიორგი ბარამიძის შესახებ ისაუბრა. როგორც ლედი აფრასიძემ აღნიშნა, ბარამიძემ იმ დროს, როდესაც მის წინ სახლში ევგენი აფრასიძე იწვოდა, ხოლო გვერდით, დაცხრილული ომეხ აფრასიძის ცხედარი იყო, აფრასიძეების […]

 ადეიშვილმა და მერაბიშვილმა საზოგადოებას ამცნეს, რომ აფრასიძეების ეზოში იპოვეს რვა გვამი, თუმცა მალე დადასტურდა, რომ ძვლები, რაც იქ აღმოაჩინეს, მე-19 საუკუნის ნეშტები იყო -ლედი აფრასიძე

Editor Dali
0
ჩვენი სახლიდან დაახლოებით ერთ კილომეტრში იყო მე-19 საუკუნის საგვარეულო სასაფლაო, რომელიც გათხარეს, იქიდან აიღეს ძვლების ფრაგმენტები და წაიღეს ექსპერტიზაზე, – ამის შესახებ სვანეთში, 2004 წელს ჩატარებული სპეცოპერაციის დროს დაღუპული ევგენი აფრასიძის შვილიშვილმა, ლედი აფრასიძემ „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის“ სხდომაზე განაცხადა. ლედი აფრასიძის თქმით, ძვლების ექსპერტიზაზე გადაგზავნის […]