სპეცოპერაციის შემკვეთმა სააკაშვილმა და ხელმძღვანელმა ბარამიძემ კარგად იცოდნენ, რომ იმ სახლში, სადაც ყველა მხრიდან წვიმასავით შემოდიოდა ტყვიები, პატარა ბავშვები ვიყავით -ლედი აფრასიძე

Editor Dali
0
ფანჯრებიდან, კარებიდან ყველა მხრიდან წვიმასავით შემოდიოდა ტყვიები, სწორედ იმ სახლში, სადაც პატარა ბავშვები ვიყავით. ძალიან კარგად იცოდნენ სპეცოპერაციის შემკვეთმა სააკაშვილმა და ხელმძღვანელმა ბარამიძემ, რომ იმ სახლში, იმ დროს, ვიყავით პატარა ბავშვები, –  ამის შესახებ სვანეთში, 2004 წელს ჩატარებული სპეცოპერაციის დროს დაღუპული ევგენი აფრასიძის შვილიშვილმა, ლედი აფრასიძემ „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის […]

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა: აშშ-ის ტარიფები: ლარის კურსზე უფრო ნეიტრალური, ხოლო ზრდაზე ზომიერად უარყოფითი

Editor Dali
0
გასული კვირის განმავლობაში, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ დაწესებული ტარიფები ერთ-ერთ ყველაზე განხილვად საერთაშორისო თემად იქცა. სატარიფო პოლიტიკის მრავალჯერადი ცვლილების პარალელურად, გლობალურ ბაზრებზე გაურკვევლობის დონე მნიშვნელოვნად არის მომატებული. მიუხედავად ამ სირთულეებისა, ჩვენც, როგორც სხვა ეკონომისტები მსოფლიოს მასშტაბით, მოსალოდნელი ეფექტების შეფასებას შევეცდებით. ტარიფების დაწესება, თავისთავად, გასაკვირი არავისთვის ყოფილა – 10-20%-იანი უნივერსალური ტარიფი და შედარებით მაღალი გადასახადი […]

ბავშვები რამდენადაც ხმამაღლა ჰკიოდნენ, მით მეტი ტყვია მოდიოდა, ბოლოს იმ სახლის დაბომბვა დაიწყეს, სადაც ბავშვები იყვნენ, არავის მოერიდნენ, სულ ერთი იყო მათთვის, ვის მოხვდებოდა -დოდო აფრასიძე

Editor Dali
0
ჯერ კარგად გათენებულიც არ იყო, დაიწყო სროლები. როგორც სეტყვა, ისე მოდიოდა ტყვიები. საერთოდ არავის მოერიდნენ, არც დიდს, არც პატარას, არც ქალს და არც კაცს, – ამის შესახებ 2004 წელს ჩატარებული სპეცოპერაციის დროს დაღუპული ომეხ აფრასიძის დედამ, დოდო აფრასიძემ „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის“ სხდომაზე განაცხადა. დოდო […]

 “რატომ აყენებს დონალდ ტრამპი სავაჭრო დარტყმას ჩინეთს და რა შეიძლება მოხდეს შემდეგ”-BBC

Editor Dali
0
„ბრძოლა ჩინეთთან – „მსოფლიოს ფაბრიკასთან“, რომელმაც ამერიკელ მუშებს მომავალი წაართვა – დონალდ ტრამპის საყვარელ სასაუბრო თემას წარმოადგენს, ჯერ კიდევ მისი პირველი პრეზიდენტობის საარჩევნო კამპანიიდან მოყოლებული“, – წერს ჯონ სადვორტი, “ბიბისის” (BBC) კორესპონდენტი ვაშინგტონში, რომელიც ცხრა წელი ცხოვრობდა პეკინში „ბიბისის“ კორესპონდენტად, ანალიტიკურ სტატიაში სათაურით: „რატომ აყენებს დონალდ ტრამპი სავაჭრო დარტყმას ჩინეთს და რა შეიძლება მოხდეს შემდეგ“.  გთავაზობთ პუბლიკაციას […]

“საქართველოს დარღვევების გამო ჯერ-ჯერობით PACE-ში დაბრუნება არ შეუძლია”-Deutsche Welle

Editor Dali
0
„თუ საქართველო ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში (PACE) დაბრუნებას გადაწყვეტს, მისი დელეგაციის უფლებამოსილების რატიფიცირება არ მოხდება – იმის გამო, რომ თბილისი უარს ამბობს ასამბლეის რეკომენდაციების შესრულებაზე ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური სიტუაციის გასაუმჯობესებლად“, – ნათქვამია გერმანული რადიოს „დოიჩე ველეს“ (Deutsche Welle) მიერ გამოქვეყნებულ მასალაში სათაურით „საქართველოს დარღვევების გამო ჯერ-ჯერობით PACE-ში დაბრუნება არ შეუძლია“ (ავტორი – ვიქტორია ვლასენკო). მასში მიმოხილული და კომენტირებულია ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) […]

 გვწამს, დიპლომატია უფრო პოზიტიური ინსტრუმენტია ეროვნული ინტერესების დასაცავად, ვიდრე უხეში პოლიტიკური ინტერესები, მოთმინებით ველოდებით მშვიდობის დადგომას, როცა დიპლომატია მეტ ძალას შეიძენს -ირაკლი კობახიძე

Editor Dali
0
გვწამს, რომ დიპლომატია უფრო პოზიტიური ინსტრუმენტია ეროვნული ინტერესების დასაცავად, ვიდრე უხეში პოლიტიკური ინტერესები, ამიტომ, მოთმინებით ველოდებით მშვიდობის დადგომას, როცა დიპლომატია მეტ ძალას შეიძენს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ანტალიის დიპლომატიის ფორუმის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაზე – „პარტნიორობა მულტიპოლარულ ეპოქაში“ განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ამჟამად პოლიტიკური ინტერესებია წარმმართველი, დიპლომატიის ინსტრუმენტების ნაცვლად და როგორც […]

თიბისი Microsoft-ის საერთაშორისო AI აქსელერაციის მხარდამჭერია – სტარტაპებისთვის რეგისტრაცია დაიწყო

Editor Dali
0
თიბისი უერთდება საერთაშორისო მასშტაბის ინოვაციურ ინიციატივას და Microsoft-ის პარტნიორი ხდება AI Fintech & Insurtech Accelerator პროგრამაში, რომელიც ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის ტექნოლოგიური ეკოსისტემისთვის ახალ შესაძლებლობებს ქმნის. პროგრამაში, რომელიც Microsoft-ისა და NVIDIA-ს თანაორგანიზებით ტარდება, რეგისტრაცია ქართულ სტარტაპებსაც შეუძლიათ. აქსელერატორის მიზანია შეარჩიოს რეგიონის 15–20 საუკეთესო Fintech და Insurtech სტარტაპი ან Scaleup-ი, რომლებიც ხელოვნური ინტელექტის დახმარებით ქმნიან ინოვაციურ […]

2 წლის შემდეგ დაიჭირეს ბაშალეიშვილი, 2 წელი მკვლელი პოლიციელი ჩვეულებრივად მუშაობდა -სოსო რობაქიძე

Editor Dali
0
„ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის მიერ მოკლული ბუტა რობაქიძის მამა, სოსო რობაქიძე პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, სადაც ერთ-ერთ საკითხად მისი შვილის, ამირან (ბუტა) რობაქიძის სიცოცხლის უფლების შელახვის ფაქტები განიხილება, აცხადებს, რომ ტყვიის გავარდნის საქმე ნაცების მიერ არის გაყალბებული. როგორც მან აღნიშნა, ბუტა რობაქიძის მკვლელი პოლიციელი ორი წელი ჩვეულებრივად მუშაობდა და მხოლოდ ამის შემდეგ დაიბარეს და უთხრეს, […]

ოქრუაშვილი სასამართლოში მოწმედ როცა იყო დაბარებული, მეუბნება, სოსო, ხომ იცი შენი შვილის მკვლელი, მოგცემ იარაღს და მოკალიო -სოსო რობაქიძე

Editor Dali
0
ოქრუაშვილმა რაც გააკეთა, ყველამ იცის. ოქრუაშვილი სასამართლოში მეუბნება, სოსო, ხომ იცი შენი შვილის მკვლელი, აგერ მოგცემ იარაღს და მოკალიო. ამას რომ გეტყვის ყოფილი გენერალური პროკურორი, ყოფილი თავდაცვის მინისტრი, ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი, წარმოგიდგენიათ, ვინ ჰყავდა მიშას, – ამის შესახებ ბუტა რობაქიძის მამამ, სოსო რობაქიძემ საქართველოს პარლამენტში „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის […]

თიბისი კონცეპტის მრავალფეროვანი სააღდგომო შეთავაზებები

Editor Dali
0
თიბისი კონცეპტმა ერთგულ მომხმარებელს სააღდგომოდ, ტრადიციულად, მათზე მორგებული და მრავალფეროვანი შეთავაზებები მოუმზადა. სააღდგომო შეთავაზებების კვირეული 12 აპრილს დაიწყება და ყველა კატეგორიას   გააერთიანებს:   17 აპრილის ჩათვლით, Agrohub-ის ნებისმიერ ფილიალში, თიბისი კონცეპტის Visa ბარათით 500 ლარის დახარჯვის შემთხვევაში, ჯამში მაქსიმუმ 100 ლარს დაიბრუნებთ. 12-13 და 19-20 აპრილს კი, სააღდგომო შეთავაზებებით სარგებლობა Gastronome-ის ნებისმიერ ფილიალში შეგეძლებათ, სადაც […]

14 წლის გოგონას მიმართ ჩადენილი პედოფილიის და გარყვნილი ქმედების ფაქტზე, 45 წლის მამაკაცი დააკავეს

Editor Dali
0
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, 14 წლის გოგონას მიმართ ჩადენილი პედოფილიის და გარყვნილი ქმედების ფაქტზე, 45 წლის მამაკაცი დააკავეს. ინფორმაციას სპეციალური საგამოძიებო სამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, Facebook-ის ყალბი გვერდების გამოყენებით, 14 წლამდე ასაკის ბავშვებს უკავშირდებოდა. ბრალდებული მათ არასრულწლოვანი ბიჭის ან გოგოს სახელით ეცნობოდა, შედიოდა ბავშვებთან კომუნიკაციაში, რის შემდეგაც სექსუალური შინაარსის საკითხებზე იწყებდა საუბარს […]

სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე მხილებულია ერთი პირი

Editor Dali
0
დღგ-ს ყალბი დეკლარაციების დამზადება-გამოყენებით სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი 640 ათასამდე ლარის თაღლითურად მითვისებისთვის ერთი პირი მხილებულია. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დღგ-ს ყალბი დეკლარაციების დამზადება-გამოყენების გზით, სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო ერთი პირის მიმართ. დადგენილია, რომ აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედებით, ბრალდებული მოტყუებით […]