რა ეღირება დოლარი და ევრო 15 აპრილს

Admin Tamuna
0
აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7545 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7545 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7558 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0013 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.1363 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი 3.1259 კურსი ლარს შეადგენდა. შესაბამისად, […]

თიბისის და დიდი ბრიტანეთის საელჩოს განათლების ერთობლივი პროგრამები კიბერუსაფრთხოებში

Admin Tamuna
0
თიბისიმ, საქართველოში დიდი ბრიტანეთის საელჩოსთან პარტნიორობით კიბერუსაფრთხოების მიმართულებით განათლების არაერთი პროექტი განახორციელა. კიბერუსაფრთხოების პროგრამები მიზნად ისახავდა საქართველოში ინფორმაციული უსაფრთხოების სფეროში ცნობიერების ამაღლებას და მონაწილეების პროფესიონალური უნარ-ჩვევებით აღჭურვას.  ბრიტანეთის საელჩოს მხარდაჭერით, თიბისი IT აკადემიამ, WIC ინიციატივის ფარგლებში ორი მნიშვნელოვანი პროექტი განახორციელა:  TBCxWIC – Cybersecurity & SOC Fundamentals — პროექტი მიზნად ისახავდა ახალი შესაძლებლობების შექმნას ქალებისთვის, რომელთაც […]

რუსეთის საზაფხულო შეტევა „მარცხისთვის არის განწირული“ – კრემლს უკრაინის ახალი ტერიტორიის დასაპყრობად ძალა არ შესწევს – The Daily Telegraph

Admin Tamuna
0
ბრიტანულ გაზეთ „დეილი ტელეგრაფში“ (The Daily Telegraph) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „რუსეთის საზაფხულო შეტევა „მარცხისთვის არის განწირული“: კრემლს უკრაინის ახალი ტერიტორიის დასაპყრობად ძალა არ შესწევს“ (ავტორი – ვერითი ბოუმანი, საკუთარი კორეპონდენტი კიევში). როგორც პუბლიკაციაშია ხაზგასმული, რუსეთის არმიას უამრავი პრობლემა აქვს, მისი ბრძოლისუნარიანობა დაეცა და, შესაბამისად, კრემლის გეგმები უკრაინის ახალი ტერიტორიების დასაპყრობად ვერ განხორციელდება. გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე […]

როგორც „ნაცები“ იყენებენ მაკო გომურს, ზუსტად ისე იყენებთ თქვენ – ისეთი შთაბეჭდილება მაქვს, რომ „ნაცების“ კომისიაში ვარ მოსული – გახარია

Admin Tamuna
0
ისეთი შთაბეჭდილება მაქვს, რომ „ნაცების“ კომისიაში ვარ მოსული – არ ჩამოგეყვანათ გავრილოვი, სავარძელში არ ჩაგესვათ და დამთავრდებოდა ყველაფერი! – ამის შესახებ შს ყოფილმა მინისტრმა, პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერმა, გიორგი გახარიამ, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განაცხადა. მისივე თქმით, მაკო გომურს ზუსტად ისე იყენებენ კომისიაზე, როგორც მას „ნაციონალური მოძრაობა“ იყენებს. „ამ გეგმაში უნდა ჩაგეწერათ, თუ ეს […]

ამერიკულ-რუსული ვაჭრობა-გარიგება მხოლოდ იწყება, წინ ბევრი საინტერესო მოვლენაა მოსალოდნელი – Le Figaro

Admin Tamuna
0
„რუსეთ-უკრაინის ომის შეწყვეტის გაჭიანურების მიზეზთა ძიებაში ყურადღება უნდა მიექცეს აშშ-რუსეთის მოლაპარაკებების მიმდინარეობას, რომლებიც პერსპექტივასთან არის დაკავშირებული. ჯერ-ჯერობით ისე ჩანს, რომ პრეზიდენტებს შორის სატელეფონო ზარები, მათი სპეციალური წარმომადგენლების აქეთ-იქით სიარული და საუდის არაბეთის ქალაქებში გამართული შეხვედრა-მოლაპარაკებები სასურველ ეფექტს და შედეგებს არ იძლევა, მაგრამ სამომავლო იმედს ნამდვილად აქვს საფუძველი“ – წერს ფრანგული გაზეთ „ფიგარო“ (Le Figaro) სტატიაში, […]

ცრემლსადენი გაზის გამოყენების ბრძანება გავეცი მე, წყლის ჭავლის გამოყენების ბრძანება გავეცი მე, სპეციალური საშუალებების გამოყენების ბრძანება არც მე და არც ჩემს მოადგილეებს არ გაუციათ – გახარია

Admin Tamuna
0
სპეციალური საშუალებების გამოყენების ბრძანება არც მე და არც ჩემს მოადგილეებს არ გაუციათ, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა, პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერმა, გიორგი გახარიამ პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განაცხადა, რითაც 20 ივნისის მოვლენებზე კომისიის თავმჯდომარის, თეა წულუკიანის კითხვას უპასუხა. გახარიას განმარტებით, მან მხოლოდ ცრემლსადენის გაზის და წყლის ჭავლის გამოყენების ბრძანება გასცა. „ბრძანება სპეციალური […]

დააგროვე შენი მიზნებისთვის – თიბისის ანაბრების კამპანია

Admin Tamuna
0
თუ ფორმულა 1-ის გულშემატკივარი ხართ, თიბისის ახალი კამპანია, სწორედ, თქვენთვისაა! კამპანიის მიზანია, გაგიმარტივოთ თანხის დაგროვება, რათა მთელი მსოფლიოს მასშტაბით, სასურველ რბოლაზე დასწრება შეძლოთ. ანაბარი „ჩემი მიზანი“-ის დახმარებით, შესაძლებელია დაისახო კონკრეტული მიზანი და დაზოგო თანხა ეტაპობრივად. ის მარტივად მართვადია მობაილბანკით და მიზნის მიღწევაში მცირე, რეგულარული შენატანებით გეხმარება. კამპანიის ფარგლებში, მომხმარებლებს ექნებათ წვდომა სპეციალურად მომზადებულ ტურისტულ პაკეტებზე*, […]

თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამის ფარგლებში, აპრილის თვის ტრენინგებზე რეგისტრაცია დაიწყო

Admin Tamuna
0
თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, აპრილის თვეში, ხუთი სხვადასხვა თემატიკის შეხვედრა გაიმართება. ბიზნესების წარმომადგენლებს შესაძლებლობა ექნებათ, პროფესიონალი  ტრენერებისგან მათთვის საინტერესო საკითხებზე მიიღონ ამომწურავი ინფორმაცია და მიღებული ცოდნით, საკუთარი ბიზნესის განვითარებას შეუწყონ ხელი.  აპრილის თვის შეხვედრების განრიგი: პირველი ტრენინგი 14 და 16 აპრილს, ონლაინ ფორმატში ჩატარდება და ის შემდეგ თემატიკას დაეთმობა – „რატომ მუშაობს და რატომ არ მუშაობს […]

დემოკრატიის კონსოლიდაცია ბინძური მეთოდებით ვერ მოხდება – შალვა პაპუაშვილი

Admin Tamuna
0
დემოკრატიის კონსოლიდაცია ბინძური მეთოდებით ვერ მოხდება. არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც სიძულვილს ავრცელებენ და ძალადობას ახალისებენ, ვერ ჩაითვლებიან სამოქალაქო საზოგადოებად. ისინი ამახინჯებენ როგორც დასავლეთის, ისე დემოკრატიის იდეას, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, „როგორც აღმოჩნდა, მცირე ნაბიჯი ყოფილა სამოქალაქო საზოგადოებიდან არაცივილურ საზოგადოებამდე“. „ორი დღის წინ, გვიან ღამით, რადიკალური ოპოზიციის აგრესიული […]

დღეს თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობაა, გავუფრთხილდეთ ჩვენი თანამემამულეების თავდადებით შენარჩუნებულ მშობლიურ ენას – მიხეილ ყაველაშვილი

Admin Tamuna
0
ქართული ენა ჩვენი ერის თვითმყოფადობის, იდენტობისა და სახელმწიფოებრიობის ერთ-ერთი უმთავრესი საყრდენია, რომელსაც მრავალი საუკუნის განმავლობაში ჩვენი წინაპრები თავდადებით იცავდნენ და უფრთხილდებოდნენ, – წერს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი სოციალურ ქსელში. აღნიშნული პოსტით იგი დედაენის დღეს ეხმიანება. „1978 წლის 14 აპრილის მოვლენებიც სწორედ ამის ნათელი მაგალითია. ზუსტად 47 წლის წინ, რუსთაველის გამზირზე შეკრებილმა ათასობით ადამიანმა საკუთარი სიცოცხლის […]

14 აპრილი ქართული ენის დღეა

Admin Tamuna
0
14 აპრილს საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება. ეს დღე 1978 წლის მოვლენების აღსანიშნავად 1990 წლიდან დაწესდა. 1978 წლის 14 აპრილს თბილისში საქართველოს კომუნისტური პარტიის მიერ ქართული ენის კონსტიტუციური სტატუსის შეცვლის მცდელობის საპასუხოდ დემონსტრაციები ჩატარდა. 1978 წლის 14 აპრილს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან რუსთაველის გამზირისკენ 15 000-მდე ადამიანი დაიძრა. სტუდენტებსა და ინტელიგენციის წარმომადგენლებს სხვა მოქალაქეებიც შეუერთდნენ და რუსთაველის […]

14 აპრილს საქართველოს რამდენიმე რეგიონში თოვაა მოსალოდნელი – ამინდი ქალაქების მიხედვით

14 აპრილს საქართველოს უმეტეს ქალაქებში მოღრუბლული და წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი. მთაში კი სინოპტიკოსები თოვას პროგნოზირებენ.  ამინდის პროგნოზი ქალაქების მიხედვით: გაგრა +13 – მოღრუბლული სოხუმი +13 – უმეტესად ღრუბლიანი ზუგდიდი +14 – მოღრუბლული მესტია +8 – თოვლი ფოთი +12 – მოღრუბლული ბათუმი +11 – უმეტესად ღრუბლიანი ოზურგეთი +11 – უმეტესად ღრუბლიანი ქუთაისი +16 – მოღრუბლული ამბროლაური +14 […]