როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

Editor Dali
0
11 აპრილს, ქუთაისში დღისით +17 და ღამით 5 გრადუსია მოსალოდნელი, სინოპტიკოსები მზიან ამინდს ვარაუდობენ. მზიან ამინდს ელოდებიან ოზურგეთშიც, დღისით +17 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +6. ბათუმშიც მზიანი ამინდი იქნება, დღისით ჰაერი +15 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +5 გრადუსი დაფიქსირდება. მზიანი ამინდია ფოთშიც. დღისით +16 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +6 გრადუსია მოსალოდნელი. მზეა ზუგდიდშიც, დღისით ტემპერატურა […]

რამხელა უტიფრობაა, ვისაც ბერლინში, როგორც მოძალადეს ასამართლებ, იმას თბილისში მშვიდობიანი უწოდო -შალვა პაპუაშვილი (ვიდეო)

Editor Dali
0
რამხელა უტიფრობაა, ვისაც ბერლინში, როგორც მოძალადეს ასამართლებ, იმას თბილისში მშვიდობიანი უწოდო, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს. პაპუაშვილი თბილისსა და ბერლინში გადაღებულ ვიდეოებს აქვეყნებს. როგორც პაპუაშვილი აღნიშნავს, ბერლინში გადაღებულ ვიდეოში მამაკაცი პიროტექნიკას სახლს ესვრის, ხოლო თბილისში გადაღებულ ვიდეოში პიროტექნიკას პარლამენტის შენობას ესვრიან. „მარცხენა ვიდეოში ბერლინია, გასული წლის დეკემბერი. კაცმა, რომელმაც […]

ჩინეთი არ არის უკრაინის კრიზისის ინიციატორი და მონაწილე, ჩვენ ვართ მშვიდობიანი მოგვარების მხარდამჭერი, მოვუწოდებთ მხარეებს, თავი შეიკავონ უპასუხისმგებლო განცხადებებისგან -ჩინეთის საგარეო უწყება

Editor Dali
0
ჩინეთი ადასტურებს მხარდაჭერას უკრაინაში მშვიდობის დამყარების ძალისხმევის მიმართ და აცხადებს, რომ შესაბამისმა მხარეებმა თავი უნდა შეიკავონ უპასუხისმგებლო განცხადებებისგან. როგორც „როიტერი“ წერს, ამის შესახებ ჩინეთის საგარეო უწყებაში განაცხადეს. მანამდე უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინის დაზვერვას აქვს ინფორმაცია უკრაინაში რუსეთის მხარეს მებრძოლი ჩინეთის 155 მოქალაქის შესახებ. „მსურს, კიდევ ერთხელ გავიმეორო, რომ ჩინეთი არ არის უკრაინის კრიზისის […]

10 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

Editor Dali
0
ვერძი დღევანდელმა დღემ შეიძლება ფინანსურ საკითხებში მოულოდნელი ცვლილებები მოგიტანოთ. სავარაუდოდ ისეთ შეთავაზებას მიიღებთ, რომლის უარყოფა გაგიჭირდებათ, მაგრამ მაცდუნებელი ვარიანტების უკან შეიძლება დიდი რისკები იმალებოდეს. გამორიცხული არ არის, რომ ძველმა ვალებმა ან ვალდებულებებმა მოულოდნელად თავი შეგახსენოთ. რჩევა: სანამ ფულს დააბანდებთ, მოსალოდნელი შედეგი გათვალეთ. დაუფიქრებელი რისკის ფასად არაფერი ღირს. კურო ამ დღეს სახლისა და ოჯახური ატმოსფეროს მიმართ […]

ევროკავშირი არის ძალიან მკაცრი, მაგრამ ძალიან ჭკვიანი, მათ გადაწყვიტეს, უკან დაიხიონ, ვფიქრობ, ჭკვიანურად მოიქცნენ -დონალდ ტრამპი

Editor Dali
0
აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი გამოეხმაურა ევროკავშირის გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, ევროკავშირმა აშშ-ის წინააღმდეგ ტარიფების დაწესება 90 დღით შეაჩერა. ტრამპის შეფასებით, ევროკავშირი არის „ძალიან მკაცრი, მაგრამ ძალიან ჭკვიანი“. ევროკავშირზე საუბრისას აშშ-ის პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ მას შემდეგ, რაც ნახეს, როგორი საპასუხო ზომები მიიღო ტრამპმა ჩინეთის მიმართ, გადაწყვიტეს, „ცოტათი უკან დაიხიონ“ საპასუხო ზომების მიღებისას. „მათ გადაწყვიტეს, უკან დაიხიონ. ვფიქრობ, ძალიან ჭკვიანურად მოიქცნენ“, […]

უკვე 200 ჩინოვნიკია დასანქცირებული სხვადასხვა ქვეყნის მიერ, ცხადია, ეს პროცესი გაგრძელდება, ვიდრე ახალი არჩევნები არ დაინიშნება და პოლიტპატიმრები არ გათავისუფლდებიან -მამუკა ხაზარაძე

Editor Dali
0
უკვე 200 ჩინოვნიკია დასანქცირებული სხვადასხვა ქვეყნის მიერ, ცხადია, რომ ეს პროცესი გაგრძელდება, ვიდრე ახალი არჩევნები არ დაინიშნება და პოლიტპატიმრები არ გათავისუფლდებიან, – ამის შესახებ „ლელოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში წერს. „როდის მიხვდებიან ჩინოვნიკები, რომ ისინი ბიძინას პირად სამსახურში არიან, როგორც მისი უკანონო ბრძანებების შემსრულებლები და ამით პირდაპირ ანტისახელმწიფოებრივ საქმიანობას ეწევიან?! ივანიშვილს მათი ბედი საერთოდ […]

 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ბათუ ქუთელია იყო თავდაცვის მინისტრის მოადგილე, ხოლო სერგი კაპანაძე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე და ნუ ეცდებიან ქართულ ჯარს და ქართველ ჯარისკაცებს ამოაფარონ თავისი ბინძური საქმეები -სოზარ სუბარი

Editor Dali
0
ბათუ ქუთელია ის ადამიანია, რომელმაც „ჰიუმან რაითს ვოთჩს“ მისცა ჩვენება და ქართულ ჯარს დააბრალა კასეტური ბომბების გამოყენება, – განაცხადა 2003–2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შემსწავლელ საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, კომისიის მდივანმა, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა სოზარ სუბარმა. მისივე […]

ევროპელი ბიუროკრატები საქართველოში დამარცხდნენ -კახა კალაძე

Editor Dali
0
თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ევროპელი ბიუროკრატები, რომელთა სახეს დღეს რადიკალური ოპოზიცია წარმოადგენს, საქართველოში დამარცხდნენ და ამას ვერ ეგუებიან. ასე უპასუხა კალაძემ ჟურნალისტებს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ დღეს მიღებულ რეზოლუციასთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე. „იმ ბიუროკრატების სახეს, რომლებიც დღეს ემუქრებიან საქართველოს, ემუქრებიან საქართველოს მთავრობას, მათ ანარეკლს და რეალურ სახეს წარმოადგენს რადიკალური ოპოზიცია, ის რადიკალური დაჯგუფება, რომელიც […]

დიდი ბრიტანეთის მთავრობის მიერ დაწესებული სანქციებით, საქართველოს ხელისუფლების შანტაჟი გრძელდება -კახა კალაძე

Editor Dali
0
თბილისის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ დიდი ბრიტანეთის მთავრობის მიერ ოთხი ქართველი მაღალჩინოსნის, მათ შორის საქართველოს გენერალური პროკურორის დასანქცირება, საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ შანტაჟის გაგრძელებაზე მიუთითებს. „ჩვეულებრივად გრძელდება შანტაჟი და მუქარები. ამ ადამიანების დასანქცირება ბრიტანეთს მხრიდან  შანტაჟის გაგრძელებაზე მიუთითებს. ჩვენ ვმოქმედებთ მარტივად, ვიცავთ საკუთარ ქვეყანას და საკუთარ ხალხს, არავის ვაძლევთ იმის საშუალებას, რომ იბატონონ ჩვენს ქვეყანაზე, გამოიყენონ საქართველოს […]

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი სტამბოლში დღეს გამართულ რუსულ-ამერიკულ მოლაპარაკებებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

Editor Dali
0
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი დღეს სტამბოლში გამართულ რუსულ-ამერიკულ მოლაპარაკებებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. უწყების ცნობით, სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილის, სონატა კოულტერის ხელმძღვანელობით შეერთებული შტატების დელეგაცია შეხვდა რუსულ დელეგაციას, რომელსაც ელჩი ალექსანდრ დარჩიევი ხელმძღვანელობდა. როგორც სახელმწიფო დეპარტამენტი აღნიშნავს, სახელმწიფო მდივან რუბიოს რუს კოლეგასთან შეთანხმების შემდეგ კონსულტაციების მეორე რაუნდი იყო. პირველი რაუნდი 27 თებერვალს გაიმართა. „27 თებერვლის შეხვედრაზე ჩამოყალიბებული […]

სიტყვა დამოუკიდებლობა მხოლოდ რუსეთისგან დამოუკიდებლობას არ ნიშნავს, გაცილებით ფართოა, ყველა უცხო ქვეყანას თუ ძალას მოიცავს-მამუკა მდინარაძე

Editor Dali
0
სიტყვა დამოუკიდებლობა მხოლოდ რუსეთისგან დამოუკიდებლობას არ ნიშნავს, გაცილებით ფართოა, ყველა უცხო ქვეყანას თუ ძალას მოიცავს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში წერს. „9 აპრილი, 1989 წელი. იარაღი – ტანკი და ნიჩაბი. თავდასხმის ობიექტი – საქართველოს დამოუკიდებლობა; ადამიანების სიცოცხლე და თავისუფლება. 10 აპრილი, 2025 წელი. იარაღი – სანქცია. ობიექტი – საქართველოს დამოუკიდებლობა; ადამიანების […]

საპატრიარქო აქვეყნებს კვლევის ნაწილის ქართულ თარგმანს, რომელიც სოციალურ ქსელში თავის დროზე ილონ მასკმა გააზიარა

Editor Dali
0
საქართველოს საპატრიარქო აქვეყნებს კვლევის ნაწილის ქართულ თარგმანს, რომელიც თავის დროზე აშშ-ის სამთავრობო ეფექტიანობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ილონ მასკმა სოციალურ ქსელში გააზიარა. „ა.წ. 27 თებერვალს აშშ-ის მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ილონ მასკმა სოციალურ ქსელში გააზიარა ჟურნალ „მოსახლეობის ეკონომიკაში“ გამოქვეყნებული კვლევა, რომლის მიხედვითაც, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მიერ მესამე და მომდევნო შვილების ნათლობის ინიციატივამ საქართველოში შობადობის მაჩვენებელი გაზარდა. „მშვენიერი ახალი […]