რუსთავში, ტბაში მამისა და ორი მცირეწლოვანი შვილის ცხედარი იპოვეს

Admin Tamuna
0
რუსთავში, ტბაში სამი პირის ცხედარი იპოვეს. არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილები მამა და მცირეწლოვანი შვილები არიან, რომლებიც თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ხოდაშენში ცხოვრობდნენ. როგორც მათი თანასოფლელები აცხადებენ, მამაკაცსა და მის შვილებს ორი დღის განმავლობაში ეძებდნენ, სამართალდამცველებმა კი ისინი გუშინ, რუსთავში იპოვეს. არსებული ინფორმაციითვე, მამა შვილებთან ერთად, სავარაუდოდ, სათევზაოდ, გარდაბანში იყო წასული.

საქართველოს ეუთო-ს გენერალური მდივანი ეწვია

Admin Tamuna
0
საქართველოს ვიზიტით ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო) გენერალური მდივანი, ფერიდუნ სინირლიოღლუ ეწვია. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. მათი ცნობით, ეუთო-ს გენერალური მდივანი 22 აპრილს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, მაკა ბოჭორიშვილს შეხვდება, რის შემდეგაც მაკა ბოჭორიშვილი და ფერიდუნ სინირლიოღლუ პრესასთან ერთობლივ განცხადებას გააკეთებენ. „ასევე, დაგეგმილია ეუთო-ს გენერალური მდივნის შეხვედრა საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო […]

რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიალისთვის მზადების გამო იტალიის დედაქალაქის თავზე ფრენა აიკრძალა

Admin Tamuna
0
იტალიის ხელისუფლებამ რომის პაპის ფრანცისკეს დაკრძალვის ცერემონიალისთვის მზადების ფარგლებში რომის ცა დახურა. ინფორმაციას იტალიური მედია ავრცელებს. რომის პრეფექტის, ლამბერტო ჯანინის თქმით, ქალაქში უკვე მოქმედებს უსაფრთხოების გეგმა, რომელიც სულ უფრო და უფრო გაძლიერდება. „ჩვენ ფრენის აკრძალვის ზონა დავაწესეთ. ჩვენ ასეთი ტიპის საფრთხეებს მაქსიმალურ ყურადღებას ვუთმობთ“, – აღნიშნა რომის პრეფექტმა. ჯანინის თქმით, რომის ხელისუფლება უსაფრთხოების დეტალურ ზომებს მას […]

როგორი ამინდი იქნება 22 აპრილს საქართველოში – პროგნოზი ქალაქების მიხედვით

სინოპტიკოსების ცნობით,  22 აპრილს, საქართველოში ღრუბლიანი ამინდია მოსალოდნელი. ზოგან იწვიმებს. ყველაზე დაბალი ტემპერატურა იქნება გუდაურში, +6 გრადუსი. ამინდის პროგნოზი ქალაქების მიხედვით: გაგრა +22 – მზიანი სოხუმი +22 – უმეტესად მზიანი ზუგდიდი +25 – უმეტესად მზიანი მესტია +13 – წვიმა ფოთი +18 – უმეტესად ღრუბლიანი ბათუმი +19 – უმეტესად ღრუბლიანი ოზურგეთი +23- უმეტესად ღრუბლიანი ქუთაისი +26 […]

ვატიკანი რომის პაპის ანდერძს აქვეყნებს

რომის პაპმა ფრანცისკემ თავის ანდერძში გამოთქვა სურვილი, რომ ის დაკრძალონ რომის სანტა-მარია-მაჯორეს ბაზილიკაში და არა ვატიკანის წმინდა პეტრეს ბაზილიკაში. ინფორმაციას ამის შესახებ იტალიური მედია ავრცელებს. ვატიკანის მიერ გამოქვეყნებულ მის საბოლოო ანდერძში კონკრეტულად არის აღნიშნული, რომ ფრანცისკეს სურს, დაკრძალული იყოს „მიწაში, ყოველგვარი განსაკუთრებული მორთულობის გარეშე“. „აკლდამა უნდა იყოს მიწაში, მარტივი, ყოველგვარი განსაკუთრებული მორთულობის გარეშე და მხოლოდ ერთი […]

22 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერ­ძი საყ­ვა­რელ ადა­მი­ან­თან ურ­თი­ერ­თო­ბი­სას შე­საძ­ლოა უთან­ხმო­ე­ბის ნა­პერ­წკა­ლი გაჩ­ნდეს, ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია მისი ჩაქ­რო­ბა ად­რე­ულ ეტაპ­ზე, წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში შე­იძ­ლე­ბა გა­და­ი­ზარ­დოს დიდ და სრუ­ლი­ად არა­სა­ჭი­რო კონ­ფლიქ­ტის ცე­ცხლში. კურო   დღე გა­დამ­წყვე­ტი იქ­ნე­ბა იმ მნიშ­ვნე­ლო­ვან პრო­ექ­ტზე მუ­შა­ო­ბის­თვის, რო­მელ­ზეც ამ ბოლო დროს მუ­შა­ობთ: რაც უფრო მეტს მო­ა­ხერ­ხებთ დღეს, მით უფრო სწრა­ფად შეძ­ლებთ და­გეგ­მი­ლის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას. ტყუ­პი დღეს მთა­ვა­რია, არ შე­გე­შინ­დეთ დაბ­რკო­ლე­ბე­ბის, […]

ოფიციალური ვატიკანი: რომის პაპი ფრანცისკე ცერებრალური ინსულტისა და შემდგომი გულის უკმარისობის შედეგად გარდაიცვალა

რომის პაპი ფრანცისკე ცერებრალური ინსულტისა და შემდგომი გულის უკმარისობის შედეგად გარდაიცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ ოფიციალური ვატიკანი ავრცელებს. ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, ცერებრალურმა ინსულტმა კომა და შეუქცევადი გულის უკმარისობა გამოიწვია. რომის პაპმა ასევე განიცადა სუნთქვის უკმარისობის ეპიზოდები. მას ორმხრივი პნევმონია ჰქონდა, ასევე ტიპი 2 დიაბეტი და ჰიპერტენზია.

,,ევროკავშირის რეგლამენტით ასე ადვილი არ არის ამ საკითხის გადაწყვეტა”- გიორგი ვოლსკი

საქართველოში დესტაბილიზაციის განვითარებისთვის ვიზალიბერალიზაციის შეწყვეტა იქნებოდა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი, მაგრამ ევროკავშირის რეგლამენტით ასე ადვილი არ არის ამ საკითხის გადაწყვეტა, – განაცხადა რადიკალურ ოპოზიციაზე საუბრისას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ. მან კომენტარი გააკეთა რადიკალების მიერ ვიზალიბერალიზაციის შეწყვეტის შანტაჟის მიზნით გაკეთებულ განცხადებებზე. „მეხუთე კოლონა, რომელიც საქართველოში არსებობს – მათი ერთობლივი მიზანია, რომ საქართველოში შეირყეს სიტუაცია […]

ლონდონში 23 აპრილს გაიმართება შეხვედრა, ჩვენ მზად ვართ, განვაგრძოთ მუშაობა, რათა მივაღწიოთ უპირობო ცეცხლის შეწყვეტას – ზელენსკი

23 აპრილს უკრაინის, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთისა და აშშ-ის წარმომადგენლები ლონდონში შეხვედრას გამართავენ, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. ზელენსკის თქმით, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრთან, კირ სტარმერთან „დეტალური“ სატელეფონო საუბარი ჰქონდა. „ოთხშაბათს ჩვენი წარმომადგენლები ლონდონში იმუშავებენ. უკრაინა, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, შეერთებული შტატები. ჩვენ მზად ვართ, მაქსიმალურად კონსტრუქციულად განვაგრძოთ მუშაობა, რათა მივაღწიოთ უპირობო ცეცხლის შეწყვეტას, რასაც მოჰყვება […]

რომის პაპის გარდაცვალების მიზეზი, სავარაუდოდ, ინსულტი გახდა – იტალიური მედია

Admin Tamuna
0
რომის პაპის ფრანცისკეს გარდაცვალების სავარაუდო მიზეზი ინსულტი იყო. ინფორმაციას იტალიური მედია ავრცელებს. „რომის პაპის ფრანცისკეს გარდაცვალების სავარაუდო მიზეზი ინსულტი იყო. უახლოეს საათებში წმინდა საყდარი ოფიციალურ განცხადებას გაავრცელებს, სადაც გარდაცვალების ზუსტი მიზეზები იქნება დასახელებული“, – ნათქვამია ინფორმაციაში. ცნობისთვის, რომის პაპი 88 წლის ასაკში დღეს გარდაიცვალა. რამდენიმე კვირით ადრე, ვატიკანის პრესსამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რომის […]

პუტინმა ირანთან ყოვლისმომცველი პარტნიორობის შეთანხმების რატიფიცირების შესახებ კანონს ხელი მოაწერა

Admin Tamuna
0
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა კანონს ირანთან ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმების რატიფიცირების შესახებ, – ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. როგორც ცნობილია, შეთანხმებას ხელი 2025 წლის 17 იანვარს, ირანის პრეზიდენტის, მასუდ პეზეშკიანის მოსკოვში ვიზიტის დროს მოეწერა. დოკუმენტის თანახმად, მხარეები ისწრაფვიან ურთიერთობების გაღრმავებისა და გაფართოებისკენ ორმხრივი ინტერესის ყველა სფეროში, გააძლიერონ თანამშრომლობა უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში, მჭიდროდ კოორდინაცია გაუწიონ საქმიანობას […]

თანაგრძნობას ვუცხადებთ კათოლიკეებს საქართველოსა და მთელს მსოფლიოში რომის პაპის, ფრანცისკეს გარდაცვალების გამო –  ბიძინა ივანიშვილი

Admin Tamuna
0
თანაგრძნობას ვუცხადებთ კათოლიკეებს საქართველოსა და მთელს მსოფლიოში რომის პაპის, ფრანცისკეს გარდაცვალების გამო, – აღნიშნულია „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის განცხადებაში. „თანაგრძნობას ვუცხადებთ კათოლიკეებს საქართველოსა და მთელს მსოფლიოში რომის პაპის, ფრანცისკეს გარდაცვალების გამო. პაპი ფრანცისკე ყოველთვის მოწოდებული იყო მშვიდობისა და სიკეთის გავრცელებისკენ. როგორც იმედის, თანაგრძნობის, მშვიდობისა და ერთიანობის სიმბოლო, პაპი ფრანცისკე კვლავ მაგალითი იქნება მილიონობით […]