სიბიგა: მომდევნო დღეები გვიჩვენებს, არის თუ არა რუსეთი მშვიდობის მიმართ სერიოზულად განწყობილი

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრეი სიბიგამ განაცხადა, რომ ე.წ. „სააღდგომო ზავის“ ფონზე უკრაინა კვლავ ელოდება რუსეთის პასუხს 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის წინადადებაზე. ამის შესახებ მან X-ზე დაწერა.  სიბიგამ აღნიშნა, რომ 19-20 აპრილის განმავლობაში რუსეთმა მართლაც შეამცირა სამხედრო აქტივობა, მაგრამ  უკრაინის პოზიციებზე შეტევას აგრძელებს, რაზეც უკრაინა სარკისებურად რეაგირებს.   „თუმცა, მთავარი საკითხი ის არის, რომ გუშინ უკრაინამ შესთავაზა ცეცხლის […]

რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები 144-ე დღეა, რაც ქვეყანაში ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას და აქციაზე დაკავებულების გათავისუფლებას ითხოვენ. ამასთან, მოქალაქეების ნაწილი პარლამენტისკენ საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი შენობიდან მსვლელობით მიემართება.

აღდგომის დღესასწაულს ვულოცავ მთელ საქართველოს, ეს დღე ბოროტებაზე რწმენის გამარჯვების სიმბოლოა და მჯერა, ის კიდევ უფრო მეტ კეთილდღეობას მოგვიტანს -ალექსანდრე წულაძე

Editor Dali
-1
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი ალექსანდრე წულაძე საზოგადოებას აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ულოცავს. „აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ვულოცავ ჩვენს მასწავლებლებს, მოსწავლეებს, მშობლებს, სკოლების თანამშრომლებს, სტუდენტებს, პროფესორ-მასწავლებლებს, მეცნიერებსა და მთელ საქართველოს. ქრისტიანული სამყაროსთვის ეს დღე ბოროტებაზე რწმენის გამარჯვების სიმბოლოა და მჯერა, რომ ის კიდევ უფრო მეტ სიკეთესა და კეთილდღეობას მოგვიტანს. ყველას ვუსურვებ მხნეობასა და სულიერ სიმტკიცეს, ჩვენს […]

ირაკლი კობახიძე მართლმადიდებელ მოქალაქეებს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ულოცავს

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე მართლმადიდებელ მოქალაქეებს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ულოცავს. ირაკლი კობახიძე ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად წუხელ, სამების ტაძარში სააღდგომო ლიტურგიას დაესწრო.   “გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს”, – წერს კობახიძე სოციალურ ქსელში და იქვე აღნიშნავს: “სააღდგომო ლიტურგიას დავესწარი. საზეიმო წირვა, სამების საკათედრო ტაძარში, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს […]

ქრისტეს აღდგომა, როგორც სიცოცხლის სიკვდილზე გამარჯვების სიმბოლო, თითოეულ ჩვენგანს უდიდესი რწმენით გვავსებს, გილოცავთ ამ ბრწყინვალე დღესასწაულს-პრეზიდენტი

Editor Dali
0
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი მორწმუნეებს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ულოცავს. „დღეს სრულიად ქრისტიანული სამყაროსთვის უდიდეს დღესასწაულს, მაცხოვრის ბრწყინვალე აღდგომას ვზეიმობთ! ქრისტეს აღდგომა, როგორც სიცოცხლის სიკვდილზე გამარჯვებისა და სულიერი ამაღლების სიმბოლო, თითოეულ ჩვენგანს უდიდესი რწმენითა და მომავლის იმედით გვავსებს. ქრისტე აღდგა! გულითადად გილოცავთ ყველას ამ ბრწყინვალე დღესასწაულს. მშვიდობას, ბედნიერებასა და უკეთეს ხვალინდელ დღეს გისურვებთ. უფალი ფარავდეს სრულიად […]

მუდამ გახსოვდეთ, აღდგომა არის მარადიულობის იმედი და მწუხარების განქარვების დღე, აღდგომაა მტრობის დამარცხება, შურზე, ბოროტებაზე და სიკვდილზე გამარჯვება -ილია მეორე

Editor Dali
0
მუდამ გახსოვდეთ, აღდგომა არის მარადიულობის იმედი და მწუხარების განქარვების დღე, აღდგომაა მტრობის დამარცხება, შურზე, ბოროტებაზე და სიკვდილზე გამარჯვება; აღდგომაა პატიება, გამოსყიდვა და სიხარული; აღდგომაა სიყვარულის ზეიმი და შესაძლებლობა საუფლო სხეულში ყველას განახლებისა და ქრისტეში გაერთიანებისა, – ამის შესახებ აღნიშნულია უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის სააღდგომო ეპისტოლეში. როგორც ეპისტოლეშია […]

არსებულმა ვითარებამ ყველა მეტად უნდა დააფიქროს სიცოცხლის არსსა და მარადიულ ღირებულებებზე, სწრაფვა მარადიულობასთან სიახლოვისკენ მუდამ უნდა გვქონდეს, რაც, პირველ რიგში, ეკლესიის საშუალებით მიიღწევა -პატრიარქი

Editor Dali
0
მხოლოდ ეკლესია გვიცხადებს სიცოცხლის ნამდვილ მიზანს, გვახედებს ჩვენს სულში და სიკეთისა და ბოროტების გარჩევის ყველაზე ჭეშმარიტ და სწორ შესაძლებლობას გვთავაზობს, – ამის შესახებ აღნიშნულია უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის სააღდგომო ეპისტოლეში. როგორც ეპისტოლეშია ნათქვამი, არსებულმა ვითარებამ ყველა უფრო მეტად უნდა დააფიქროს სიცოცხლის არსზე და მარადიულ ღირებულებებზე. „დღეს […]

მსოფლიოში დაპირისპირებულობა, არასტაბილურობა, ომები საერთო რეალობად იქცა, მშვიდობის მოსურნეთა მონდომება დიდია, თუმცა შედეგის მიღწევა იოლად არ ხდება, ღმერთმა დალოცოს მშვიდობისმყოფელნი -ილია მეორე

Editor Dali
0
დღეს მსოფლიოში მრავალგვარი რთული პროცესი მიმდინარეობს, დროც, თითქოს, დაჩქარდა, მოვლენებიც და შეხედულებებიც სწრაფად იცვლება, დაპირისპირებულობა, არასტაბილურობა, ეკოლოგიური პრობლემები, მუდმივი სტრესი, ომები, ჩვენს საერთო რეალობად იქცა, მშვიდობის მოსურნეთა მონდომება დიდია, თუმცა შედეგის მიღწევა იოლად არ ხდება, – ამის შესახებ აღნიშნულია უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის სააღდგომო ეპისტოლეში. როგორც […]

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე

Editor Dali
0
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე: „სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ: ქრისტე აღდგა! აღდგეს ღმერთი, მიმოიფანტონ მისი მტრები და მისი მოძულენი ივლტოდნენ პირისგან მისისა; და როგორც ქრება კვამლი, – განქარდნენ … მართლები კი განიხარებენ და […]

მართლმადიდებელი სამყარო აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს

Editor Dali
0
მართლმადიდებელი სამყარო უფლის აღდგომის დღესასწაულს აღნიშნავს. საქართველოში მოქმედ ყველა მართლმადიდებელ ტაძარში ღამისთევის მსახურება შესრულდა. აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მთელ საქრისტიანოში უდიდესი მნიშვნელობის დღეა. ამ დღეს მაცხოვარი, რომელმაც საკუთარი ჯვარცმით კაცობრიობის ცოდვა გამოისყიდა, მკვდრეთით აღსდგა. მას შემდეგ ადამისა და მისი მოდგმისთვის სამოთხის ბჭე კვლავ გაიღო -ქრისტემ თვითონ აღმოიყვანა ჯოჯოხეთიდან ადამი და ევა, წინასწარ-მეტყველები, მამამთავრები, მართალთა სულები და […]

როგორი ამინდი იქნება 20 აპრილს, აღდგომის დღესასწაულზე

20 აპრილს, აღდგომის დღესასწაულზე, ქვეყნის მასშტაბით უმეტესად ღრუბლიანი ამინდია მოსალოდნელი, ზოგიერთ ქალაქში იწვიმებს. ტემპერატურა ქალაქების მიხედვით: გაგრა +18 – წვიმა სოხუმი +20 – მოღრუბლული ზუგდიდი +23 – უმეტესად მზიანი მესტია +12 – უმეტესად ღრუბლიანი ფოთი +19 – უმეტესად ღრუბლიანი ბათუმი +18 – უმეტესად ღრუბლიანი ოზურგეთი +21 უმეტესად მზიანი ქუთაისი +22 – უმეტესად ღრუბლიანი ამბროლაური +19 – უმეტესად ღრუბლიანი ახალციხე +20 – […]

20 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი ყურადღებით დააკვირდით პარტნიორებს, რომლებსაც სავარაუდოდ, იმაზე მეტად ენდობით, ვიდრე იმსახურებენ. მოვლენების მოულოდნელმა შემობრუნებამ შეიძლება, წამგებიან მდგომარეობაში ჩაგაყენოთ. კურო ძალიან კარგი დღეა პარტნიორთან ურთიერთობისთვის. თუ მოგზაურობას აპირებთ, ნუ გადადებთ – დღეს სასურველია აქტიური ოჯახური დასვენება. საღამოს მოსალოდნელია უსიამოვნო ამბები, რომელიც დაღლილობას და გაღიზიანებას გამოიწვევს, მაგრამ ეცადეთ, ემოციები აკონტროლოთ. წინ აქტიური სამუშაო კვირა გელით. მიმდინარე პრობლემებთან […]