საქართველოს მოქალაქისა და უცხოელის ფიქციური ქორწინება სისხლის სამართლის წესით დასჯადი ხდება

Editor Dali
0
მიგრაციული პროცესების მართვის ეფექტიანი მექანიზმების შექმნისა და სახელმწიფო უსაფრთხოების გაძლიერების მიზნით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ავტორობით მომზადდა „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების პროექტი და მისგან გამომდინარე საკანონმდებლო ცვლილებები.   შსს-ს ცნობით, მოქმედი სამართლებრივი ჩარჩო არ ითვალისწინებს უცხოელი სტუდენტის სწავლასთან დაკავშირებით დეტალურ რეგულაციებს. პრაქტიკაში არის შემთხვევები, როდესაც უცხო ქვეყნის მოქალაქე […]

8 ივნისის ამინდის პროგნოზი

დასავლეთ საქართველოში – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. ცვალებადი მიმართულების ქარი 8-13 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით +13, +18°, დღისით +24, +29°; მთაში ღამით +9, +14°, დღისით +23, +28°; მაღალმთაში ღამით +4, +9°, დღისით +20, +25°. აღმოსავლეთ საქართველოში – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, ღამით ზოგან შესაძლებელია ძლიერი და […]

პატრიარქი – თუ ადამიანი ინათლება რწმენით, სინანულით, ნათლობის შემდეგ გრძნობს არამიწიერ ნეტარებას – იმისთვის, რომ შევინარჩუნოთ მადლი ნათლისღებისა, უნდა ვიცხოვროთ ისე, როგორც მიგვითითებს ღმერთი

თუ ადამიანი ინათლება რწმენით, სინანულით, ნათლობის შემდეგ გრძნობს ხოლმე ენით გამოუთქმელ, არამიწიერ ნეტარებას. სწორედ ამას ნიშნავს „ქრისტეს შემოსვა“ – იმისთვის, რომ შევინარჩუნოთ ეს მადლი ნათლისღებისა, უნდა ვიცხოვროთ ისე, როგორც მიგვითითებს ღმერთი, – ამის შესახებ უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა შიო III -მ საყოველთაო ნათლობის შემდეგ ქადაგებისად განაცხადა. […]

,,გვსურს, გამოვეხმაუროთ ტელეკომპანია ,,ფორმულას” ეთერში გაჟღერებულ ცრუ და გადაუმოწმებელ ინფორმაციას”- შსს

გვსურს, გამოვეხმაუროთ ტელეკომპანია ,,ფორმულას” ეთერში გაჟღერებულ ცრუ და გადაუმოწმებელ ინფორმაციას, რომ თითქოს გორში მომხდარ ინციდენტში მონაწილე რამდენიმე პოლიციელმა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი გადაკვეთა და უცხოეთში იმყოფებიან.კატეგორიულად ვაცხადებთ, რომ გორში მომხდარი შემთხვევის დროს ადგილზე მყოფ არცერთ სამართალდამცველს ქვეყანა არ დაუტოვებია.საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ გადაცემაში ნახსენები პოლიციის თანამშრომელი, შოთა მარუაშვილი გორში მომხდარი ინციდენტის დროს და არც შემდეგ შემთხვევის […]

ქობულეთში 35 წლის მამაკაცი დენის დარტყმის შედეგად გარდაიცვალა

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ კვირიკეში 35 წლის მამაკაცი დენის დარტყმის შედეგად გარდაიცვალა. ადგილობრივების ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცის სადენებს ამონტაჟებდა, როდესაც დენმა დაარტყა და მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. როგორც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ,,ინტერპრესნიუსს” განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამთო-სამშენებლო ან სხვა სამუშაოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწევია.

7 ივნისის ამინდის პროგნოზი

  გარემოს ეროვნული სააგენტო ამინდის უახლეს პროგნოზს აქვეყნებს: 7  ივნისს საქართველოში მოსალოდნელი ამინდი  უახლოეს დღეებში მაღალი ტემპერატურის ფონზე საქართველოს ცალკეულ რაიონში მოსალოდნელია ხალმოკლე წვიმა და ელჭექი.  ქ. თბილისში ღამისა და საღამოს საათებში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა დღისით +27, +29 გრადუსი დაფიქსირდება.  სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): თბილი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. […]

“უკრაინისადმი დამოკიდებულება საქველმოქმედო საქმე არ არის: უკრაინას ჭირდება ევროპა, მაგრამ ევროპასაც ჭირდება უკრაინა”-The Economist

Editor Dali
0
 „უკრაინისადმი დამოკიდებულება საქველმოქმედო საქმე არ არის: უკრაინას ჭირდება ევროპა, მაგრამ ევროპასაც ჭირდება უკრაინა“, – ასეთი სათაურით არის გამოქვეყნებული ბრიტანული ყოველკვირეული ჟურნალის „ეკონომისტის“ (The  Economist) 6-12 ივნისის ნომერში სტატია, რომელშიც განხილულია უკრაინისა და ევროკავშირის ურთიერთდამოკიდებულების საკითხი: გაკეთებულია დასკვნა, რომ ევროკავშირმა უკრაინა თავის რიგებში რაც შეიძლება სწრაფად უნდა მიიღოს. გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით: ევროპა პოზიტიურ შეფასებას იმსახურებს: […]

კახა კალაძე – დარწმუნებული ვარ, ოპოზიციას საერთოდ არ აინტერესებს დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების ბედი

Editor Dali
0
თბილისის მერის, კახა კალაძის შეფასებით, ოპოზიციას, რეალურად, საერთოდ არ აინტერესებს დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების ბედი და აღნიშნული თემის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება სურდა. ამის შესახებ მერმა ჟურნალისტის შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განუცხადა, რომლის თანახმად, ბავშვების მშობლებლები პრემიერ-მინისტრთან შეხვედრისა და მიღწეული შეთანხმების შემდეგ ოპოზიციის მხრიდან ბულინგის მსხვერპლი გახდნენ. „ჩვენ ხომ ვიცით ამ ადამიანების დამოკიდებულება ყველა საკითხთან მიმართებით. […]

კახა კალაძე – ოთხმილიონიან ერთან, რომელიც ისტორიის ყველა მონაკვეთში თავის კვალს ტოვებს, თითის ქნევით საუბარი არ გამოვა, კონსტრუქციულ რეჟიმში დიალოგისთვის მზად ვართ

Editor Dali
0
დიალოგისთვის, მეგობრობისთვის, თანამშრომლობისთვის მზად ვართ, მაგრამ ეს უნდა მოხდეს კონსტრუქციულ რეჟიმში. თითის ქნევით რომ ვინმემ გვესაუბროს, ეს დამოკიდებულება ჩვენთვის მიუღებელია, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ სავიზო რეგულაციის ფარგლებში 11 ივნისს ევროკავშირში დაგეგმილ შეხვედრასთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა. როგორც კალაძემ აღნიშნა, საქართველოს ხელისუფლება მოქმედებს ქართველი ხალხისა და ქვეყნის ინტერესების მიხედვით. „ჩვენ დიალოგს მივესალმებით. მართალია, ჩვენ […]

“თურქეთ-სომხეთის “გაყინული” საზღვარი “დნობას” იწყებს: სამშვიდობო ძალისხმევა, რომელიც პატარა სასწაულად უნდა ჩაითვალოს დღევანდელ არეულ მსოფლიოში”-Financial Times

Editor Dali
0
ბრიტანული გაზეთის „ფაინენშელ თაიმსის“ (Financial Times) 3 ივნისის ნომერში გამოქვეყნებულია სტატია სათაურით: „თურქეთ-სომხეთის „გაყინული“ საზღვარი „დნობას“ იწყებს: სამშვიდობო ძალისხმევა, რომელიც პატარა სასწაულად უნდა ჩაითვალოს დღევანდელ არეულ მსოფლიოში“ (ავტორი – ჯონ-პოლ რათბონი). გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით: მაისის ბოლოს ყარსში – თურქეთის პროვინციულ ცენტრში – თოვლი მოვიდა, რაც დაემთხვა კიდეც მის დასახელებას – „ყარ“ თურქულად „თოვლს“ ნიშნავს. […]

მარჩინ როსოლოვსკი: საქართველო პოლონეთისთვის უნდა იყოს პარტნიორი, რომელთანაც ურთიერთობის შენარჩუნებაა საჭირო და არა ქვეყანა, რომელსაც უსაფრთხო დისტანციიდან უნდა არიგებდნენ ჭკუას

Editor Dali
0
სტაშიჩის ინსტიტუტის ფონდის საბჭოს წევრი მარჩინ როსოლოვსკი თავის სტატიაში ყურადღებას ამახვილებს „პრორუსული საქართველოს მითზე”. ის ხაზს უსვამს, რომ საქართველოს ტერიტორიები ოკუპირებულია რუსეთის მიერ და საზოგადოებას კარგად ახსოვს 2008 წლის აგვისტოს ომი. შესაბამისად, ავტორი ამბობს, რომ საქართველოს მხრიდან სიფრთხილის გამოჩენა და „მრავალვექტორული” პოლიტიკა არა ღალატი, არამედ გადარჩენის ინსტინქტია. „საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლების პრორუსულობაში დადანაშაულება პოლიტიკური გამარტივებაა, რომელიც […]

ირაკლი ქადაგიშვილი – ერთმანეთის მიმართ ბრალდებები აჩვენებს, რომ ოპოზიციის გაყრა და შეყრა ყოველთვის გარედან მოსული ინსტრუქციის შედეგი იყო, მათ შორის ერთობა არ არის, პოლიტიკაში პერსპექტივა არ აქვთ

Editor Dali
0
ოპოზიციაში არანაირი დიალოგი და ერთობა არ არის, – ამის შესახებ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.   მისივე თქმით, ერთმანეთის მიმართ ბრალდებები აჩვენებს, რომ მათი გაყრა და შეყრა ყოველთვის იყო გარედან მოსული ინსტრუქციის შედეგი და არა მათი შინაგანი დამოკიდებულება.   „მიუხედავად იმისა, რომ ყველა, გარკვეულწილად, ერთისა და იმავე იდეოლოგიისა და მიზნების მატარებელია, საბოლოო ჯამში, […]