საპროკურორო საბჭოს სხდომაზე გენერალური პროკურორობის კანდიდატად გიორგი გვარაკიძე დასახელდა
0
0
საპროკურორო საბჭოზე, საბჭოს პროკურორმა წევრმა შოთა ტყეშელაშვილმა გენერალური პროკურორობის კანდიდატად, საქართველოს გენერალური პროკურორის პირველი მოადგილე გიორგი გვარაკიძე წარადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურის პრესსამსახური ავრცელებს. როგორც უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, 18 ივნისს, საპროკურორო საბჭოს სხდომაზე გენერალური პროკურორობის კანდიდატთან გიორგი გვარაკიძესთან გასაუბრება გაიმართება, რის შემდეგაც საბჭოს წევრები კენჭს უყრიან დასახელებულ კანდიდატს. “გიორგი გვარაკიძემ, […]