ირანის პარლამენტი ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის ხელშეკრულებიდან გასვლის კანონპროექტს ამზადებს

Editor Dali
0
ირანის პარლამენტი ამზადებს ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის ხელშეკრულებიდან გასვლის კანონპროექტს. ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა განაცხადა. ამასთან, უწყების წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ თეირანი კვლავ რჩება მასობრივი განადგურების შეიარაღების განვითარების წინააღმდეგი. ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის ხელშეკრულება გაერო-ს განიარაღების საერთაშორისო კომიტეტმა შეიმუშავა, ის გენერალურმა ასამბლეამ 1968 წელს დაამტკიცა. ირანმა ხელშეკრულებას 1968 წელს მოაწერა ხელი, 1970 წელს კი, მისი რატიფიცირება […]

ჯერ ქუჩაში დაგვასისხლიანეს, მიგვათრიეს პოლიციის სამმართველოში და შემდეგ იქ ფეხით დადიოდნენ ჩვენზე, ბეისბოლის ხელკეტებით გვცემდნენ, სახეში გვაფურთხებდნენ- დაჩი ცაგურია

Editor Dali
0
„2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის“ სხდომაზე დაჩი ცაგურიას უსმენენ, რომელმაც 2009 წლის 15 ივნისის მოვლენები გაიხსენა. დაჩი ცაგურიას თქმით, 2009 წლის 15 ივნისი არის მისი ცხოვრების ყველაზე მძიმე დღე. „43 წლის ვარ და ასეთი მძიმე დღე უბრალოდ არ მქონია, არ ვიცი, ასეთი სასტიკი დღე არ ყოფილა […]

თიბისი კონცეპტი, Visa და Turkish Airlines ინოვაციურ სამოგზაურო ბარათს ქმნიან

Editor Dali
0
  ქვეყნის წამყვანი ფინანსური ინსტიტუტი – თიბისი, საერთაშორისო საგადახდო ქსელი -Visa და მსოფლიოში ერთ-ერთი წარმატებული ავიაკომპანია – Turkish Airlines უპრეცედენტო კოლაბორაციას იწყებენ. ბრენდების სამმხრივი თანამშრომლობით, მალე, საქართველოს ბაზრისთვის ინოვაციური პროდუქტი – სამოგზაურო ბარათი შეიქმნება, რომელიც თიბისი კონცეპტ 360-ის და თიბისი Wealth Management-ის მომხმარებლებს მოგზაურობის სრულიად ახალ გამოცდილებას შესთავაზებს. ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ბრენდების წარმომადგენლებმა ხელი 12 ივნისს, […]

17 ივნისიდან PSP -აფთიაქებში წნევის უფასო მონიტორინგის დღეები იწყება

Editor Dali
0
PSP-ს აფთიაქებში წნევის უფასო მონიტორინგის დღეები იწყება, რაც გულისხმობს მომხმარებლის სურვილის შემთხვევაში, შვეიცარიული კომპანიის „მიკროლაიფის“ უზუსტესი წნევის საზომი აპარატებით დიაგნოსტიკას. „მიკროლაიფის“ მოწყობილობების სიზუსტე, სანდოობა და ინოვაციური ტექნოლოგიები, საშუალებას იძლევა, აღმოვაჩინოთ სხვა დარღვევები და დროულად მივმართოთ ექიმს. ტონომეტრების მოდელების მრავალფეროვანი არჩევანი: მაჯის და მხრის, ავტომატური და ნახევრადავტომატური, PC კავშირით და სხვ. მარტივი და მოსახერხებელია სახლის პირობებში […]

წარმოშობით ქართველი ბლეიზ მეტრეველი ბრიტანეთის სადაზვერვო სამსახურს უხელმძღვანელებს 

Editor Dali
0
ისტორიაში პირველად, ბრიტანეთის სადაზვერვო სამსახურის, MI6-ის ხელმძღვანელი ქალი იქნება. წარმოშობით ქართველი ბლეიზ მეტრეველი ოფიციალურად თანამდებობას ოქტომბრიდან დაიკავებს და მოქმედ ხელმძღვანელს, რიჩარდ მურის ჩაანაცვლებს. მეტრეველი ორგანიზაციის მე-18 ხელმძღვანელი იქნება. აღნიშნულ გადაწყვეტილებას ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა ისტორიული უწოდა. სტარმერმა ასევე განაცხადა, რომ ბლეიზ მეტრეველი აღნიშნულ თანამდებობას იკავებს იმ დროს, როდესაც გაერთიანებული სამეფო მზარდი საფრთხეების წინაშე დგას მოწინააღმდეგეების მხრიდან. „მოუთმენლად ველოდები ამ სამუშაოს გაგრძელებას MI6-ის მამაც […]

გერმანიის საელჩომ სცენა დაუთმო ირაკლი ხვადაგიანს, ძნელია, წარმოიდგინო იმაზე მეტი ცინიზმი, ვიდრე წარსულის გააზრებაზე სასაუბროდ სააკაშვილის პროპაგანდისტის მიმდევრის მიყვანაა-შალვა პაპუაშვილი

Editor Dali
0
გერმანიის საელჩომ სცენა დაუთმო ირაკლი ხვადაგიანს. ძნელია, წარმოიდგინო იმაზე მეტი ცინიზმი, ვიდრე წარსულის გააზრებაზე სასაუბროდ სააკაშვილის პროპაგანდისტის და მისი ექსტრემისტული იდეების მიმდევრის მიყვანაა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს. როგორც პაპუაშვილი წერს, ამ ყველაფერს აორგანიზებს უცხოური საელჩო, რომელიც „სააკაშვილის რეჟიმის დანაშაულებს არ ხედავს“. „მომავალი აქვს მას, ვინც იცნობს საკუთარ წარსულს“ […]

16 ივნისიდან პეტრე-პავლობის მარხვა იწყება

16 ივნისს მარხვა იწყება, რომელიც პეტრე-პავლობის სახელით მოიხსენიება დიდმარხვასთან შედარებით ეს მარხვა მსუბუქია და თევზით არის ხსნილი (ოთხშაბათისა და პარასკევის გარდა). პეტრე-პავლობის მარხვის ხანგრძლივობა ცვალებადია და სულთმოფენობას უკავშირდება, რომელიც თავის მხრივ აღდგომის დღესასწაულზეა დამოკიდებული და აღდგომიდან 50-ე დღეს აღინიშნება. მარხვა კი სულთმოფენობიდან ერთ კვირაში იწყება. ამიტომ პეტრე-პავლობის მარხვის ხანგრძლივობა ყველაზე ცოტა 10 დღეა, ყველაზე ბევრი […]

16 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი ყველაფერი მოიმოქმედეთ იმისთვის, რომ წარმატებით გაუმლკავდეთ სირთულეებს და კონკურენტებსაც დაუმტკიცოთ, რომ ღირსეული ადამიანი ხართ. შესაძლოა, გაკვირდებიან, ამიტომ „სუფთად“ იმოქმედეთ. კურო დღეს, ნაყოფიერი იქნება შეხვედრები და მოლაპარაკებები, ნუ იზარმაცებთ და აუცილებლად შეასრულეთ დანაპირები, რათა არ დაგჭირდეთ სხვებთან მობოდიშება და თავის მართლება. ტყუპები აკვიატებულმა მიზნებმა და იდეებმა შესაძლოა, საფრთხე შეუქმნას თქვენს ავტორიტეტს, სასურველია, თავი ხელში აიყვანოთ […]

ტრამპმა ვეტო დაადო ისრაელის გეგმას, რომელიც ირანის უმაღლესი ლიდერის ლიკვიდაციას ითვალისწინებდა – Reuters

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი უახლოეს დღეებში ვეტოთი შეეწინააღმდეგა ისრაელის გეგმას, რომლის მიზანიც ირანის უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის ლიკვიდაცია იყო. ამის შესახებ სააგენტო Reuters-ს ორი ამერიკელი ოფიციალური პირი ანონიმურობის დაცვით ესაუბრა. „ირანელებს ჯერ ამერიკელი არ მოუკლავთ, არა? სანამ ეს არ მოხდება, ირანის პოლიტიკურ ხელმძღვანელობაზე დარტყმაზე საუბარიც არ არის,“ – განაცხადა ერთ-ერთმა წყარომ, რომელიც მოქმედი ადმინისტრაციის მაღალჩინოსანია. აშშ-ის წარმომადგენლები აცხადებენ, […]

ინდოეთში ვერტმფრენი ჩამოვარდა, დაიღუპა 7 ადამიანი

15 ივნისის დილას, ინდოეთში, უტარკჰანდის შტატში კერძო კომპანია Aryan Aviation-ის ვერტმფრენი ჩამოვარდა.   ავიაკატასტროფის მომენტში, ვერტმფრენის ბორტზე 7 ადამიანი იმყოფებოდა. შვიდივე მგზავრი დაიღუპა.   ვერტმფრენი ჩამოვარდნის სავარაუდო მიზეზად ამინდით გამოწვეული ცუდი ხილვადობა სახელდება.   ადგილობრივი ხელისუფლება ვერტმფრენების ტექნიკური მდგომარეობის კონტროლის გამკაცრებას აპირებს, ვინაიდან ბოლო პერიოდში უტარკჰანდის შტატში რამდენიმე მსგავსი შემთხვევა მოხდა.   12 ივნისს, ახმადაბადში […]

ირანი შეერთებულ შტატებთან ბირთვულ მოლაპარაკებებს იქამდე არ განაახლებს, სანამ ისრაელი ირანზე იერიშებს არ შეწყვეტს – ირანის პრეზიდენტი

ირანი შეერთებულ შტატებთან ბირთვულ მოლაპარაკებებს იქამდე არ განაახლებს, სანამ ისრაელი ირანზე იერიშებს არ შეწყვეტს, – განაცხადა ისლამური რესპუბლიკის პრეზიდენტმა ფრანგ კოლეგასთან სატელეფონო საუბრისას და შეერთებული შტატები ორმაგ სტანდარტებში დაადანაშაულა.   სატელეფონო საუბრის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში ემანუელ მაკრონმაც გაავრცელა.   „ირანის ბირთვული პროგრამა სერიოზულ შეშფოთებას იწვევს და ის მოლაპარაკებების გზით უნდა გადაწყდეს, ამიტომ მოვუწოდე პრეზიდენტ […]

თუ რაიმე ფორმით თავს დაგვესხმებით, აშშ-ის შეიარაღებული ძალების სრული ძალა ისეთი დონით დაგეცემათ, როგორიც მანამდე არავის უნახავს – დონალდ ტრამპი ირანს

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ მის ქვეყანას არაფერი აქვს საერთო ირანზე წუხელ განხორციელებულ თავდასხმასთან და ირანს აფრთხილებს, მისი ქვეყანა კონფლიქტში არ ჩართოს.   ამასთან, ტრამპი მიმართავს ირანს, რომ შესაძლებელია შეთანხმების მიღწევა და სისხლიანი კონფლიქტის დასრულება.   „აშშ-ს არაფერი აქვს საერთო წუხელ ირანზე განხორციელებულ თავდასხმასთან. თუ ირანი რაიმე ფორმით თავს დაგვესხმება, აშშ-ის შეიარაღებული ძალების სრული […]