„მოსალოდნელია ძლიერი წვიმა, ელჭექი და სეტყვა“ – 17 ივნისის ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 17 ივნისს, დასავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში ნარჩუნდება ძლიერი წვიმის და ელჭექის, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონში სეტყვის შესაძლებლობა. დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი იქროლებს. „მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა – გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო)“, – აღნიშნულია ინფორმაციაში

ავიაკომპანია Wizz Air-ი განცხადებას ავრცელებს

ავიაკომპანია Wizz Air-ი თელ-ავივისა და ამანის მიმართულებით 2025 წლის 15 სექტემბრამდე ყველა ავიარეისს წყვეტს – ამის შესახებ, კომპანია ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს. კომპანიის თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზი “ახლო აღმოსავლეთში უსაფრთხოების მდგომარეობის გამწვავებაა”. “Wizz Air-მა მიიღო გადაწყვეტილება, დაუყოვნებლივ შეაჩეროს ყველა რეისი თელ-ავივისა და ამანის მიმართულებით 2025 წლის 15 სექტემბრამდე. ასევე, ავიაკომპანია დროებით შეწყვეტს ისრაელის, ერაყის, ირანისა და […]

17 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი   სამყაროში, ყველაზე მთავარია, არ დავკარგოთ აწმყოს შეგრძნება, ნუ იცხოვრებთ ნურც წარსულით და ნურც მომავლით, დატკბით რეალობით, მიეცით საკუთარ თავს სიამოვნების მიღების საშუალება. კურო სამსახურის საქმეებში გართულს, არ დაგავიწყდეთ ოჯახის წევრებზე და თქვენთვის ძვირფას ადამიანებზე ზრუნვა, ახლა ისინი ამას ძალიან საჭიროებენ. ტყუპები იყავით ლაღი და პოზიტიური, ნუ გააფუჭებინებთ ხასიათს ირგვლივ მყოფთა წუწუნს. გადაწყვეტილებები დამოუკიდებლად […]

ირანი ისრაელის წინააღმდეგ „ყველაზე მასშტაბური და ინტენსიური სარაკეტო შეტევისთვის“ ემზადება – ირანის სახელმწიფო მედია

ირანის სახელმწიფო მედიის ცნობით, ირანი ისრაელის წინააღმდეგ „ყველაზე მასშტაბური და ინტენსიური სარაკეტო შეტევისთვის“ ემზადება. ბოლო დღეებში მხარეებს შორის ინტენსიური თავდასხმები მიმდინარეობს. ირანი აცხადებს, რომ ისრაელის აგრესიის შედეგად დაიღუპნენ მშვიდობიანი მოქალაქეები, მეცნიერები და სამხედრო ლიდერები, რაზეც პროპორციული პასუხით იმუქრება. თავის მხრივ, ისრაელიც აქტიურად აგრძელებს საპასუხო დარტყმებს ირანის სამხედრო და ბირთვულ ობიექტებზე. ირანის პრეზიდენტმა მასუდ პეზეშკიანმა თურქეთის […]

,,საგუშაგოს აღმართვასთან დაკავშირებით ინფორმაცია არ გაზიარებულა”- კახი კახიშვილი

ოფიციალური კორესპონდენცია ჩორჩანასთან საგუშაგოს აღმართვის საკითხზე, პრემიერ-მინისტრის ინფორმირებულობის მიზნით, მთავრობის ადმინისტრაციაში არცერთი უწყებიდან არ შემოსულა, – ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის ყოფილმა უფროსმა, კახი კახიშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, მთავრობის წევრებისა და პრემიერ-მინისტრისთვის ჩორჩანაში 2019 წელს საგუშაგოს აღმართვასთან დაკავშირებით ინფორმაცია გაზიარებული არ ყოფილა. „ოფიციალური კორესპონდენცია ამ საკითხთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრის ინფორმირებულობის მიზნით საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში არცერთი უწყებიდან არ […]

ნეთანიაჰუ ისრაელის მიერ ხამენეის ლიკვიდაციას არ გამორიცხავს

სატელევიზიო არხ ABC-სთან ინტერვიუში ბენიამინ ნეთანიაჰუმ ირანის უმაღლესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის ლიკვიდაცია არ გამორიცხა. “ჩვენ გვაქვს ნახევარსაუკუნოვანი კონფლიქტი, რომელსაც ეს რეჟიმი კვებავს, ატერორებს ყველას ახლო აღმოსავლეთში, დაბომბილი აქვს საუდის არაბეთის ნავთობის საბადოები, ყველგან ავრცელებს ტერორიზმსა და არეულობას”. – თქვა ნეთანიაჰუმ ABC-ის ეთერში. კითხვაზე აპირებს თუ არა ისრაელი მიზანში ამოიღოს ირანის ლიდერი, პრემიერმინისტრმა თქვა, რომ ისრაელი “აკეთებს […]

რა ეღირება დოლარი და ევრო 17 ივნისს

Admin Tamuna
0
აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7288 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7288 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7296 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0008 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.1602 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.1401 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, […]

ირანის უმაღლესი ლიდერი ქვეყნის შიგნით წინააღმდეგობას აწყდება – The Daily Telegraph

Admin Tamuna
0
„იმ დროს, როცა ირანში მკაცრი ანტიდასავლური პოლიტიკის გატარების მომხრეები აცხადებენ, რომ შურს იძიებენ ისრაელზე და მის მოკავშირეებზე, არის ნიშნები იმისა, რომ ღრმავდება განხეთქილება ხელისუფლებაში ექსტრემისტულ და ზომიერი პოზიციების მქონე პირებს შორის“, – ნათქვამია ბრიტანულ გაზეთ „დეილი ტელეგრაფში“ (The Daily Telegraph) გამოქვეყნებულ სტატიაში, რომლის სათაურია „ირანის უმაღლესი ლიდერი ქვეყნის შიგნით წინააღმდეგობას აწყდება: ზეწოლა აიათოლა ალი ჰამენეიზე […]

თიბისი IT აკადემიის ყველაზე მოთხოვნად კურსებზე რეგისტრაცია იწყება

Admin Tamuna
0
თიბისი IT აკადემია, ყველაზე მოთხოვნადი კურსების გავლას, უფასოდ სთავაზობს მათ, ვინც ფიქრობს რომ განათლებით საკუთარი ამბის შექმნა შეუძლია.  16 ივნისიდან, თიბისი IT აკადემიაში რეგისტრაცია იწყება ოთხ მოთხოვნად ტექნოლოგიურ მიმართულებაზე:  Backend Development (.NET)  iOS Development  DevOps Frontend Development (Angular) პროგრამები განკუთვნილია, როგორც დამწყები ენთუზიასტებისათვის, ისე გამოცდილი პროფესიონალებისთვის, რომლებსაც სურთ კომპეტენციების გაუმჯობესება თანამედროვე ტექნოლოგიებში. რეგისტრაციის პროცესი გაგრძელდება […]

როგორია, რომ უყურებ როგორ სცემენ შენ თვალწინ გამეტებით ჟურნალისტ გოგონას – მერაბ ჭიქაშვილი 2009 წლის 15 ივნისის დარბევაზე

Admin Tamuna
0
პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, სადაც 2009 წლის 15 ივნისის მშვიდობიანი აქციის დარბევისას ადამიანის უფლებების შელახვის ფაქტები განიხილება, ყოფილმა პოლიტპატიმარმა მერაბ ჭიქაშვილმა ისაუბრა და იმჟამინდელი თბილისის საპატრულო პოლიციის ყოფილი უფროსის, გიორგი გეგეჭკორის მიერ მისი დაკავებისა და ცემის ფაქტი გაიხსენა. როგორც მან აღნიშნა, მის თვალწინ სცემეს ჟურნალისტი გოგონა და შემდეგ ის პოლიციელი, რომელმაც ეს ჟურნალისტი დაიცვა. […]

შემოსავლების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე ირაკლი ბერაია დაინიშნა

Admin Tamuna
0
ლევან კაკავამ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსის თანამდებობა დატოვა და მის ნაცვლად ირაკლი ბერაია დაინიშნა. ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს. “ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე, “შემოსავლების სამსახურის შესახებ”, საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, ირაკლი ბერაია დაინიშნა. ამ დრომდე იგი ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს ხელმძღვანელობდა. ირაკლი ბერაია დაიბადა 1976 წლის 23 […]

“ირან-ისრაელის სამხედრო დაპირისპირება – მოვლენათა განვითარების ყველაზე უარესი სცენარები”-BBC 

Editor Dali
0
ბრიტანული სამაუწყებლო კომპანიის „ბიბისის“ (BBC) ვებ-საიტზე გამოქვეყნებულია ანალიტიკური სტატია სათაურით “ირან-ისრაელის სამხედრო დაპირისპირება: მოვლენათა განვითარების ყველაზე უარესი სცენარები” (ავტორი – ჯეიმს ლენდეილი), რომელშიც განხილულია კონფლიქტის პერსპექტივა და გაანალიზებულია მისი სავარაუდო სცენარები. გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით: ამჟამად ისრაელსა და ირანს შორის მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში მხოლოდ ორი სახელმწიფო მონაწილეობს. როგორც გაერომ, ასევე სხვა ქვეყნებმა დაპირისპირებულ მხარეებს თავშეკავებისაკენ მოუწოდეს, მაგრამ რა მოხდება, […]