ხაშურში მამაკაცი მოკლეს
0
0
ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ოსიაურში 60 წელს გადაცილებული მამაკაცი მოკლეს. როგორც ადგილობრივებმა განაცხადეს, მამაკაცი მხედველობადაქვეითებული იყო. ამ დროისთვის არსებული არაოფიციალური ვერსიით, არ გამორიცხავენ, რომ მომხდარი ოჯახის ერთ-ერთ წევრთან არსებულ კონფლიქტს უკავშირდებოდეს. მომხდარ ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.