ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია სახელწოდებით, “მედიის თავისუფლება საქართველოში, განსაკუთრებით მზია ამაღლობელის საქმე”

Editor Dali
0
324 ხმით ხმით 25-ის წინააღმდეგ, ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია სახელწოდებით, „მედიის თავისუფლება საქართველოში, განსაკუთრებით მზია ამაღლობელის საქმე“.  კენჭისყრაში მონაწილეობისგან თავი შეიკავა 87-მა წევრმა. რეზოლუციაში ნათქვამია, რომ მისი ხელმომწერები მოითხოვენ მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ და უპირობოდ გათავისუფლებას და მის წინააღმდეგ წაყენებული ყველა ბრალდების მოხსნას. ამასთან, რეზოლუციაში საუბარია, რომ დაუყოვნებლივ უნდა გაუქმდეს ყველა რეპრესიული კანონმდებლობა. „საქართველოს შესახებ  წინა რეზოლუციების გათვალისწინებით, […]

ოპოზიციას თავისი დანაშაულის რეპრესიად შეფუთვა სურს – კახა კალაძე

Editor Dali
0
“რადიკალურ ოპოზიციონერებს უნდათ, რომ ყველაფრის გაკეთება შეძლონ, სხვა დააზიანონ, რაღაც დააზიანონ, კანონი დაარღვიონ”, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა მედიასთან ისაუბრა. კახა კალაძე გამოეხმაურა ოპოზიციის ბრალდებას, რომელიც ხელისუფლებას რეპრესიებში ადანაშაულებს. მისი თქმით, პოლიტიკოსი ვალდებულია კანონი დაიცვას. “რეპრესიებზე საუბარი ჩვეულებრივი პოლიტიკური სპეკულაციაა. მათ აქვთ სურვილი, რომ თავიანთი დანაშაული რეპრესიად შეფუთონ. ანუ რა გამოდის, რომ თუ გაქვს პოლიტიკოსის […]

დავით ცინდელიანის და პაატა ქარდავას საქმეები იდენტურია, დადგენილია დამნაშავეც, აფხაზეთის კუდ-ის უფროსი, რომან შამათავა – სოზარ სუბარი

Admin Tamuna
0
დავით ცინდელიანი და პაატა ქარდავა გაიყვანეს, მოკლეს, მოაბეს ფეხზე ბეტონის ნაჭრები და ჩაძირეს ზღვაში, დადგენილია დამნაშავეც, რომელიც სასჯელს იხდის, ეს არის აფხაზეთის კუდ-ის უფროსი, რომან შამათავა, რომელმაც ეს ყველაფერი გააკეთა,- ამის შესახებ დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, კომისიის წევრმა სოზარ საუბარმა განაცხადა, სადაც დავით ცინდელიანის სიცოცხლის უფლების ხელყოფის საქმე განიხილება. ამასთან, კომისიის დღევანდელ სხდომაზე იკითხება დავით […]

თიბისი x ვერე – თამამი მიზნებისკენ, მთავარია გჯეროდეს

Admin Tamuna
0
თიბისი ქალთა საფეხბურთო კლუბ „ვერეს“ მხარდამჭერი გახდა. ეს არის პირველი ნაბიჯი, რომელსაც ბრენდი ქალთა სპორტის გაძლიერების გზაზე დგამს; სადაც თანადგომა, მხარდაჭერა და დაჯერების ძალა მთავარი ღირებულებებია. ქალთა საფეხბურთო კლუბი „ვერე“ 2022 წელს, თბილისში დაარსდა. 2023 წელს, გუნდმა სადებიუტო სეზონი ჩაატარა ლიგა 2-ში და ღირსეული ასპარეზობა15 გუნდს შორის მესამე ადგილზე დაასრულა. 2025 წლიდან, „ვერე“ უკვე საქართველოს […]

წაიყვანეს მანქანისკენ, არაფერი უჩვენებიათ. გამოგვყევით ქალაქის მთავარ სამმართველოშიო, ვჯდები მანქანაში და გასაღები ამოუცლიათ – გია ანსიანი დავით ცინდელიანის გატაცებაზე

Admin Tamuna
0
2003–2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, სადაც დავით ცინდელიანის სიცოცხლის უფლების ხელყოფის საქმე განიხილება, ხაიშის სატყეო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, გია ანსიანმა ისაუბრა. გია ანსიანის განცხადებით, დავით ცინდელიანი სამმა ახალგაზრდამ სხვა მანქანაში გადასვა და […]

ისრაელში, საქართველოს საელჩოს მიმდებარედ ჭურვის ჩამოგდების შედეგად საელჩოს შენობა არ დაზიანებულა და თანამშრომლების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება

Admin Tamuna
0
ისრაელში, საქართველოს საელჩოს მიმდებარედ ჭურვის ჩამოგდების შედეგად საელჩოს შენობა არ დაზიანებულა და თანამშრომლების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, – ინფორმაციას ისრაელში საქართველოს საელჩო ავრცელებს. „ისრაელის სახელმწიფოში საქართველოს საელჩო, ქვეყანაში არსებული უსაფრთხოების გარემოს გათვალისწინებით, განსაკუთრებულ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას. დღეს, იმ შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც საქართველოს საელჩო მდებარეობს, ჩამოვარდა ჭურვი. ინციდენტის შედეგად საქართველოს საელჩოს შენობა არ დაზიანებულა. დიპლომატიური […]

კრემლი ახლო აღმოსავლეთში კიდევ ერთ საკვანძო მოკავშირეს კარგავს – The Daily Telegraph

Admin Tamuna
0
ბრიტანული გაზეთის „დეილი ტელეგრაფის“ (The Daily Telegraph) 19 ივნისის ნომერში დაბეჭდილია სტატია სათაურით „პუტინი დღეს ისეთი მოწყვლადია როგორც არასდროს: კრემლი ახლო აღმოსავლეთში კიდევ ერთ საკვანძო მოკავშირეს კარგავს“ (ავტორი – კონ კოფლინი). პუბლიკაციაში განხილულია რუსეთის საგარეო პოლიტიკის მდგომარეობა ახლო აღმოსავლეთში, რომელიც კრემლისათვის ცუდი პერსპექტივის მომასწავებელია: რუსეთის ავტორიტეტი რეგიონში ეცემა. გთავაზობთ სტატიას მცირე შემოკლებით: ისრაელის ირანზე თავდასხმა […]

თიბისი კონცეპტის საზაფხულო შეთავაზება Visa სადებიტო ბარათების მფლობელებისთვის

Admin Tamuna
0
თიბისი კონცეპტმა Visa სადებიტო ბარათების მფლობელებს გამორჩეული საზაფხულო შეთავაზება მოუმზადა. 20 და 21 ივნისს, პარტნიორი ობიექტების ფიზიკურ მაღაზიებში შოპინგისას, მათ გადახდილი თანხის 30%, ჯამში მაქსიმუმ 200 ლარი, მომენტალურად დაუბრუნდებათ. შეთავაზება ვრცელდება როგორც ძველ, ისე ახალ Visa თიბისი კონცეპტ ბარათებსა და მათ ციფრულ ანალოგებზე: TBC Concept Visa Signature და Visa Platinum.   პარტნიორი ობიექტების ჩამონათვალი კი, […]

ისრაელში, ირანიდან ბალისტიკური რაკეტებით თავდასხმის გამო, საჰაერო განგაშის სირენების და აფეთქებების ხმები ისმის

Admin Tamuna
0
ისრაელის ტერიტორიაზე, ირანიდან ბალისტიკური რაკეტების გაშვების გამო, საჰაერო განგაშის სირენების ხმა ისმის, – ინფორმაციას The Times of Israel-ი ავრცელებს. გამოცემის ცნობით, განგაშის სიგნალი ვრცელდება ცენტრალურ, ჩრდილოეთ და სამხრეთ ისრაელში, ასევე იერუსალიმის ტერიტორიაზე. მშვიდობიან მოსახლეობას მიეცა მითითება, რომ შემდგომ შეტყობინებამდე თავშესაფრებში დარჩნენ. The Times of Israel-ის ცნობით, ისრაელის სამხრეთ ნაწილში ძლიერი აფეთქებების ხმები ისმის.

ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ მზადაა, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს

Editor Dali
0
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ მზადაა, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს. ამის შესახებ პუტინმა ჟურნალისტებთან საუბრის დროს აღნიშნა. პუტინის თქმით, შეხვედრისას მნიშვნელოვანია უკრაინის ხელისუფლების ლეგიტიმურობის საკითხი, რადგან უკრაინის კონსტიტუციით საპრეზიდენტო უფლებამოსილების გახანგრძლივების შესაძლებლობა არ არსებობს საომარი მდგომარეობის პირობებშიც კი. „რუსეთისთვის სულერთია, ვინ ატარებს მოლაპარაკებებს უკრაინის მხრიდან, მაგრამ დასასრულს დოკუმენტების ქვეშ უნდა იყოს ლეგიტიმური ხელისუფლების ხელმოწერა“, – უთხრა პუტინმა […]

,,ჩვენ ვხედავთ ბრიუსელის ზიზღს და სურვილს, მოიშოროს საქართველოს მთავრობა”- ტიერი მარიანი

ჩვენ ვხედავთ ბრიუსელის ზიზღს და სურვილს, მოიშოროს საქართველოს მთავრობა, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა ტიერი მარიანიმ ევროპარლამენტში დებატებისას განაცხადა. ტიერი მარიანის თქმით, ქართველებს არ სჭირდებათ არავის ჩარევა, არც მოსკოვის და არც ბრიუსელის. „მედიის თავისუფლება არ ნიშნავს ზედმეტ უფლებას და არც არის ალიბი უცხოური ჩარევისთვის. მოდით, ვნახოთ, რას აკეთებს პარლამენტი ამ დებატებში. ქალბატონ მზია ამაღლობელს ასამართლებენ, რადგან 12 […]

“5 ოქტომბერს, ბატონი ბიძინა შეძლებს თქვას, რომ “ნაცები” გაანადგურა”- ალექსანდრე რაქვიაშვილი

“გირჩის” ერთ-ერთი ლიდერის, ალექსანდრე რაქვიაშვილის თქმით, რამდენიმე თვეში “ნაციონალური მოძრაობა,” როგორც პარტია აღარ იარსებებს. ამის მიზეზებზე რაქვიაშვილმა “ღამის კურიერის” ეთერში ისაუბრა. “მე ბევრი სხვადასხვა ჯგუფისგან ველოდები დამატებით მხარდაჭერას, გარდა იმ 62 000-ისა, რომელმაც უკვე ხმა მოგვცა. წარმოიდგინეთ, რა სურათი დადგება 5 ოქტომბერს, თუ იგივე გაგრძელდა, რაც ახლა ხდება. 5 ოქტომბერს, ბატონი ბიძინა შეძლებს თქვას, რომ […]