თურქეთში, ნატო-ს ინჯირლიკის ბაზაზე განგაშის სიგნალების ხმა გაისმა

Editor Dali
0
დღეს, თურქეთში, ნატო-ს ინჯირლიკის ბაზაზე განგაშის სიგნალების ხმა გაისმა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. მედიის ცნობით, სირენების ხმებმა ადანის მცხოვრებლები ადგილობრივი დროით დილის 03:25 საათზე გააღვიძა და დაახლოებით ხუთი წუთის განმავლობაში ისმოდა. ამბობენ, რომ ბაზაზე განგაშის წითელი დონე გამოცხადდა. ინციდენტთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება ჯერ არ გამოქვეყნებულა თურქეთის ეროვნული თავდაცვის სამინისტრომ ორშაბათს განაცხადა, რომ ირანიდან თურქეთის საჰაერო სივრცეში […]

“დონალდ ტრამპის მიერ დაწყებული ომიდან მარტივი გამოსვლა შეუძლებელია: აშშ-ისრაელის შეტევების გაგრძელება კი ახლო აღმოსავლეთში კიდევ უფრო დიდ რყევებს გამოიწვევს”-Financial Times

Editor Dali
0
ბრიტანული გაზეთ “ფაინენშელ თაიმსში” (Financial Times) გამოქვეყნებულია სარედაქციო სტატია სათაურით: “დონალდ ტრამპის მიერ დაწყებული ომიდან მარტივი გამოსვლა შეუძლებელია: აშშ-ისრაელის შეტევების გაგრძელება კი ახლო აღმოსავლეთში კიდევ უფრო დიდ რყევებს გამოიწვევს”. მასალაში აღნიშნულია, რომ ომის გაგრძელებაც და მისი შეწყვეტაც აშშ-ის პრეზიდენტისათვის ერთნაირად დამაზარალებელია. გთავაზობთ პუბლიკაციის მოკლე შინაარსს: აშშ-ის პრეზიდენტმა მიანიშნა, რომ ირანთან ომის შესაწყვეტად ემზადება. მისმა ნათქვამმა […]

“მოსკოვის მექანიზმის” დასკვნით, ადამიანის უფლებებია ლგბტ პროპაგანდა, დემოკრატია კი, კოლექტიური “ნაცმოძრაობის” მმართველობა, საქართველომ უნდა დატოვოს ფარსად გადაქცეული საერთაშორისო ორგანიზაციები -“ერთიანი ნეიტრალური საქართველო”

Editor Dali
-1
ეუთო-ს „მოსკოვის მექანიზმის” ანგარიში კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ სრულ ფარსად გადაიქცა საერთაშორისო შეთანხმებები და გაერთიანებები, ფაქტია, აღარ არსებობს ის ღირებულებები, რასაც ოდესღაც დეკლარირებდნენ აღნიშნული ორგანიზაციები, – ამის შესახებ „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს” განცხადებაშია აღნიშნული. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, საერთო ჯამში, „მოსკოვის მექანიზმის” დასკვნა გვეუბნება, რომ ადამიანის უფლებები ეს არის – ლგბტ პროპაგანდა, ხოლო დემოკრატია – „კოლექტიური ნაცმოძრაობის” […]

აშშ-მა რუსული ნავთობის შეძენაზე სანქციები 11 აპრილამდე მოხსნა

Editor Dali
0
აშშ-მა რუსული ნავთობის შეძენაზე სანქციები 11 აპრილამდე მოხსნა. ამის შესახებ აშშ-ის სახაზინო მდივანმა, სკოტ ბესენტმა განაცხადა. აშშ-ის სახაზინო მდივანმა აღნიშნა, რომ ქვეყნებს მისცეს უფლება, შეიძინონ სანქცირებული რუსული ნავთობი და ნავთობპროდუქტები, რომლებიც ამჟამად გემებზეა დატვირთული. როგორც ბესენტმა განმარტა, ეს დროებითი ღონისძიებაა ომის დროს „გლობალურ ენერგეტიკულ ბაზრებზე სტაბილურობის ხელშეწყობის” მიზნით და მათი შეძენა 11 აპრილამდე იქნება შესაძლებელი. […]

უსამშობლო აგენტებმა მკაფიო პასუხები უნდა გასცენ კითხვებს, უნდა გაუქმდეს თუ არა ამერიკული ფარა, უნდა გაუქმდეს თუ არა გამჭვირვალობის კანონი? საზოგადოებას პასუხი გაეცით – კი ან არა -არჩილ გორდულაძე

Editor Dali
0
ჭირად ექცა „მოსკოვის რუსული მექანიზმის“ ანგარიში ოპოზიციას. თან ხარობენ, თან უხერხულობისგან შეგნებულად ერიდებიან იმ თემებს, რაზეც საზოგადოების რისხვა დაატყდებათ თავს, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძე წერს. მისი თქმით, უსამშობლო აგენტებმა მკაფიო პასუხები უნდა გასცენ კითხვებს, უნდა გაუქმდეს თუ არა ამერიკული ფარა, უნდა გაუქმდეს თუ არა გამჭვირვალობის კანონი? „ჭირად ექცა […]

კახეთში ახალგაზრდა კაცს თანხის გამოძალვის მიზნით, პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტო-ვიდეო მასალა სოციალურ ქსელში გაუვრცელეს, რის შემდეგაც მან თავი მოიკლა – დაკავებულია 2 პირი

Editor Dali
0
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის ლაგოდეხის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, 2006 წელს დაბადებული ნ.გ. და 2007 წელს დაბადებული ნ.მ. დააკავეს. მათ ბრალად ედებათ ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვა, ანგარებით პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფა და თვითმკვლელობამდე მიყვანა. შსს-ს ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ  ბრალდებულებმა გასული წლის ზაფხულში,   მამაკაცს – 1994 წელს დაბადებულ გ.გ.-ს, თანხის გამოძალვის მიზნით  პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტო-ვიდეო მასალა სოციალურ ქსელში […]

“მედია მოუწევს თავის წილი პასუხისმგებლობის აღება – კანონი არსებობს იმისთვის, რომ აღსრულდეს”-გოგა გულორდავა

Editor Dali
0
„ფაქტის ჯეროვანი სიზუსტე, სამართლიანობა, მიუკერძოებლობა, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა – ეს არ არის ქართული სტანდარტი, ეს არის საყოველთაოდ აღიარებული ევროპული, მათ შორის ბრიტანული, და აქ ხაზი მინდა გავუსვა იმას, რომ შინაარსობრივ ნაწილში ჩვენი კანონმდებლობა, სწორედ ბრიტანულ მოდელს ეფუძნება.” – ეს განცხადება კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარე გოგა გულორდავამ ტელეკომპანია იმედის ეთერში გააკეთა.   მისივე განცხადებით, სანქციები და სადამსჯელო […]

ეუთო-ს 24 წევრი ქვეყანა ერთობლივ განცხადებას ავრცელებს და მოუწოდებს საქართველოს, სრულად შეასრულოს ეუთო-ს “მოსკოვის მექანიზმის” რეკომენდაციები

Editor Dali
0
ეუთო-ს 24 წევრი ქვეყანა ერთობლივ განცხადებას ავრცელებს და მოუწოდებს საქართველოს, სრულად შეასრულოს ეუთო-ს „მოსკოვის მექანიზმის” რეკომენდაციები. ერთობლივი განცხადების ტექსტს ბრიტანეთის მთავრობა ავრცელებს. „მადლობას ვუხდით პროფესორ პატრიცია გრიჟებიკს, მოსკოვის მექანიზმის ერთადერთ მომხსენებელს, მისი ზუსტი, დამოუკიდებელი და პროფესიონალური მუშაობისთვის და დღეს მონაწილე სახელმწიფოებისთვის წარდგენილი ყოვლისმომცველი ანგარიშისთვის. ანგარიში იძლევა საქართველოში 2024 წლის გაზაფხულიდან განვითარებული მოვლენების დეტალურ და სანდო […]

ევროპარლამენტის ტრიბუნიდან გამოვთქვი შეშფოთება ევროკავშირ-საქართველოს ურთიერთობებში არსებული ვითარებით, საქართველოდან არანაირი მოთხოვნა ან მოწოდება არ ყოფილა-ნიკოლ ფაშინიანი

Editor Dali
0
საქართველოდან არანაირი მოთხოვნა ან მოწოდება არ ყოფილა, მაგრამ, მეორე მხრივ, ჩვენ გვაქვს საერთო დღის წესრიგი, რომელზეც ვმუშაობთ, – ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა ჟურნალისტებთან გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. სომხეთის მთავრობის ხელმძღვანელს კითხვა დაუსვეს, იყო თუ არა საქართველოდან მოთხოვნა, ევროპარლამენტში გამოსვლისას ეხსენებინა, რომ სომხეთის ევროკავშირში გაწევრიანების მთავარი დაბრკოლება ევროკავშირსა და საქართველოს შორის გაყინული პოლიტიკური დიალოგი იყო. […]

ეუთო-ს მოსკოვის მექანიზმის ანგარიშის თანახმად, საქართველოს ხელისუფლებას “ოჯახური ღირებულებების შესახებ” და “გამჭვირვალობის შესახებ” კანონების გაუქმებას სთხოვენ

Editor Dali
0
გამოქვეყნდა ეუთო-ს მოსკოვის მექანიზმის ანგარიში, რომელშიც საქართველოს ხელისუფლებას, სხვა საკითხებთან ერთად, საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ, რეკომენდაციები მიეცა. კერძოდ, მოსკოვის მექანიზმის ანგარიშის თანახმად, ხელისუფლებას სთხოვენ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” და „ოჯახური ღირებულებების შესახებ” კანონების გაუქმებას. ასევე, მოთხოვნილია „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტის” (FARA) , „ გრანტების შესახებ” კანონში უცხოურ გრანტებთან დაკავშირებული დებულებებისა და „მაუწყებლობის შესახებ” კანონში ბოლო დროს […]

საგარეო უწყება “მოსკოვის მექანიზმის” ფარგლებში შექმნილი ეუთო-ს ფაქტების დამდგენი მისიის ანგარიშთან დაკავშირებით ეუთო-ში მუდმივი წარმომადგენლის, ალექსანდრე მაისურაძის განცხადებას ავრცელებს

Editor Dali
0
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ეუთო-სა და ქალაქ ვენაში განლაგებულ საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის, ალექსანდრე მაისურაძის ვენაში სიტყვით გამოსვლის ტექსტს ავრცელებს, რომელიც მან „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში შექმნილი ეუთო-ს ფაქტების დამდგენი მისიის ანგარიშთან დაკავშირებით გააკეთა. როგორც ალექსანდრე მაისურაძემ აღნიშნა, საქართველოს მთავრობა გამოხატავს ღრმა შეშფოთებას „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში შექმნილი ეუთო-ს ფაქტების დამდგენი მისიის ანგარიშთან დაკავშირებით, რომელიც 2024 წლის გაზაფხულიდან საქართველოში […]

“გარწმუნებთ ყველას, რომ შურს ვიძიებთ ჩვენი მოწამეებისთვის”-მოჯტაბა ხამენეის პირველი მიმართვა

Editor Dali
0
ირანის სახელმწიფო ტელევიზია ახალი სულიერი ლიდერის, აიათოლა მოჯტაბა ხამენეის პირველ მიმართვას ავრცელებს. განცხადებაში, რომელიც ირანელ მოსახლეობას ტელეწამყვანმა წაუკითხა, მოჯტაბა ხამენეი აღნიშნავს, რომ ჰორმუზის სრუტეზე ბლოკადა უნდა შენარჩუნდეს. ამასთან, განცხადებაში ნათქვამია, რომ „ირანი შურს იძიებს ომში დაღუპული მოქალაქეებისთვის, განსაკუთრებით მინაბის გამო, სადაც ამერიკულ იერიშს სკოლასთან 168 ადამიანი, მათ შორის 110 ბავშვი ემსხვერპლა”. „ჩვენ ვუგზავნით გზავნილს რეგიონის […]