რა ეღირება დოლარი და ევრო 13 მარტს

Editor Dali
0
აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7321 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7321 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7300 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0021 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.1564 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.1695 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, […]

ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო

Editor Dali
-1
ევროპარლამენტმა „ელენე ხოშტარიას საქმისა და „ქართული ოცნების” რეჟიმის პოლიტიკური პატიმრების შესახებ” რეზოლუცია მიიღო. რეზოლუციას მხარი 438-მა დეპუტატმა დაუჭირა, 37 წინააღმდეგ იყო, 81-მა ევროპარლამენტარმა თავი შეიკავა. ევროპარლამენტი „მკაცრად გმობს ელენე ხოშტარიასა და ყველა სხვა პირის პოლიტიკურად მოტივირებულ დაკავებას, რომლებიც სამიზნეები გახდნენ სიტყვისა და შეკრების თავისუფლების ან მშვიდობიანი პროტესტის გამოხატვის გამო. ასევე, გმობს „ქართული ოცნების” რეჟიმის მიერ […]

თიბისის მხარდაჭერით “ევროპის გოგოების ინფორმატიკის ოლიმპიადაზე” შესარჩევი ტურის რეგისტრაცია დაიწყო

Editor Dali
0
საქართველოს ტექ ოლიმპიადების ჰაბის ფარგლებში, ევროპის გოგოების ოლიმპიადაზე ინფორმატიკაში (EGOI), საკვალიფიკაციო ტურზე მოსწავლე გოგოების რეგისტრაცია დაიწყო. ინიციატივა ხორციელდება თიბისის გენერალური მხარდაჭერით, რომელიც ტექნოლოგიური განათლების განვითარებასა და ახალგაზრდების შესაძლებლობების გაძლიერებას აქტიურად განაგრძობს. საქართველოს ტექ ოლიმპიადების ჰაბი უზრუნველყოფს საერთაშორისო ოლიმპიადებისთვის ეროვნული ნაკრების შერჩევას. შესარჩევი ეტაპის შედეგად დაკომპლექტდება ეროვნული ნაკრები, რომლის წევრებიც სპეციალურ გადამზადებას გაივლიან და შემდეგ საერთაშორისო EGOI ოლიმპიადაში, იტალიაში მიიღებენ მონაწილეობას. EGOI საერთაშორისო ოლიმპიადაა, რომელიც ინფორმატიკისა და ტექნოლოგიების სფეროში გოგოების ჩართულობის გაზრდას ისახავს მიზნად. ოლიმპიადა აერთიანებს 50-ზე მეტ ქვეყანას და ხელს უწყობს გენდერულ თანასწორობას STEM მიმართულებებში. მონაწილეები რთულ ალგორითმულ ამოცანებს ამოხსნიან, რაც მათ პროგრამირების, ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების განვითარებაში ეხმარება. საქართველოს ნაკრები აღნიშნულ ოლიმპიადაში 2026 წელს უკვე მეექვსედ იასპარეზებს. გასულ წლებში ქართველმა მონაწილეებმა მნიშვნელოვანი შედეგები აჩვენეს და ჯამში 2 ოქროს, 4 ვერცხლისა და 3 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს. საქართველოს ტექ ოლიმპიადების ჰაბი ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში (BTU) თიბისის გენერალური მხარდაჭერით დაფუძნდა. ჰაბის მიზანია ნიჭიერი მოსწავლეების აღმოჩენა, მათი განვითარება და საერთაშორისო ასპარეზისთვის მომზადება. ევროპის გოგოების ოლიმპიადის შესარჩევ ტურზე რეგისტრაცია ღიაა 21 მარტამდე. მთავარია გჯეროდეს საკუთარი მიზნების, ინტერესების და შესაძლებლობების – სწორედ ეს რწმენა ხდება პირველი ნაბიჯი წარმატებისკენ. თიბისის უფასო საგანმანათლებლო პროგრამებზე […]

6 წელზე მეტი წლოვანების ავტომობილების შემოყვანის აკრძალვა, ჩანაცვლდება შესაბამისი გაზრდილი აქციზის ტარიფით – ირაკლი კობახიძე

Editor Dali
0
ჩვენ შემოვიღეთ ახალი რეგულაციები ექვს წელზე მეტი წლოვანების ავტომობილების შემოყვანასთან დაკავშირებით და გვინდა, გარკვეული კორექტივები შევიტანოთ ამ გადაწყვეტილებაში. კერძოდ, შემოყვანის აკრძალვის ნაცვლად, შესაბამის ავტომობილებზე დაწესდება განბაჟების 4,5-ლარიანი ტარიფი, ანუ აქციზი იქნება შესაბამისი თანხით განსაზღვრული, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. პრემიერის თქმით, ექვს წელზე მეტი წლოვანების მანქანის შემოყვანისთვის დაწესდება განბაჟების […]

ირანის ომის პირველი ექვსი დღე აშშ-ს 11.3 მილიარდ დოლარზე მეტი დაუჯდა -“ნიუ იორკ თაიმსი”

Editor Dali
0
ირანის ომის პირველი ექვსი დღე აშშ-ს 11.3 მილიარდ დოლარზე მეტი დაუჯდა, – ამის შესახებ „ნიუ იორკ თაიმსი” იუწყება. გამოცემის ანონიმური წყაროს ცნობით, პენტაგონში, დახურულ ბრიფინგზე კონგრესის წევრებს უთხრეს, რომ ეს ციფრი არ მოიცავს დარტყმებისთვის მზადებასთან დაკავშირებულ ბევრ ხარჯს, რაც მიუთითებს, რომ პირველი კვირის საბოლოო დანახარჯი, შეიძლება, მნიშვნელოვნად გაიზარდოს. ამასთან, აშშ-ის თავდაცვის წარმომადგენლებმა კონგრესმენებს განუცხადეს, რომ […]

ირაკლი კობახიძე – ახლო აღმოსავლეთში განვითარებული მოვლენები შეგვახსენებს, რამდენად დიდია მშვიდობის მნიშვნელობა საფუძველთა საფუძველი ქვეყნის განვითარებისთვის

Editor Dali
0
ახლო აღმოსავლეთში განვითარებული მოვლენები შეგვახსენებს, რამდენად დიდია მშვიდობის მნიშვნელობა, საჭიროა მუდმივი ყურადღება, სიფრთხილე იმისათვის, რომ საქართველოში იყოს მყარად უზრუნველყოფილი მშვიდობა, მშვიდობა არის საფუძველთა საფუძველი ქვეყნის განვითარებისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისივე თქმით, ხელისუფლება მომავალშიც ყველაფერს გააკეთებს, რომ შეინარჩუნოს ქვეყანაში მშვიდობა და სტაბილურობა. „კიდევ ერთხელ უნდა გამოვეხმაუროთ ახლო აღმოსავლეთში განვითარებულ […]

ევროპარლამენტის გასაბჭოების პროცესი, ფაქტობრივად, დასრულებისკენ მიდის, ევროპარლამენტი დღეს სულ უფრო ახლოს არის საბჭოთა კავშირის სახალხო დეპუტატთა ყრილობასთან -შალვა პაპუაშვილი

Editor Dali
0
გუშინ რაც მოვისმინე, შინაარსითაც და ესთეტიკითაც იყო გამეორება საბჭოთა სახალხო დეპუტატთა ყრილობისა. ამას სხვას ვერაფერს დავარქმევთ. ფაქტობრივად, დასრულებისკენ მიდის ევროპარლამენტის გასაბჭოების პროცესი, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ევროპარლამენტში გამართულ დებატებთან დაკავშირებით განაცხადა. პაპუაშვილის თქმით, ქართველებმა უნდა იცოდნენ, რომ ევროპარლამენტი დღეს თავისი ღირებულებებით სულ უფრო ახლოს არის საბჭოთა კავშირის სახალხო დეპუტატთა ყრილობასთან. „ვისაც […]

“ჰეზბოლამ” ისრაელის მიმართულებით 200-მდე რაკეტა გაუშვა, დაშავებულია ორი ადამიანი

Editor Dali
0
შიიტურმა დაჯგუფება „ჰეზბოლამ“ ისრაელის მიმართულებით 200-მდე რაკეტა გაუშვა. თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა. ისრაელის მედიის თანახმად, პირველ ეტაპზე ლიბანიდან ისრაელის ჩრდილოეთ რაიონების მიმართულებით 100-მდე რაკეტა ისროლა, რამდენიმე საათის განმავლობაში კი კიდევ 100 რაკეტა. განგაშის სიგნალები ლიბანის საზღვრიდან 50 კილომეტრის რადიუსში მდებარე დასახლებებში ჩაირთო. გავრცელებული ცნობით, „ჰეზბოლას“ მიერ გაშვებულ ყველა რაკეტას ისრაელის საზღვარი არ გადაუკვეთავს. „ჰეზბოლამ“ ასევე […]

ყველა ჩემი განცხადება ეფუძნებოდა ღია წყაროებიდან მოპოვებულ ინფორმაციას -გივი თარგამაძე

Editor Dali
0
ვიპოვე ჩემი თავი, როგორც იქნა და წარმოვადგინე სუს-ში, – ამის შესახებ გივი თარგამაძემ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე შესვლამდე განაცხადა. როგორც თარგამაძემ აღნიშნა, სათქმელი ბევრი აქვს, მაგრამ არ იცის, მოუსმენენ თუ არა. ამასთან, თარგამაძე აცხადებს, რომ ყველა მისი განცხადება ეფუძნებოდა ღია წყაროებიდან მოპოვებულ ინფორმაციას და დასასაბუთებელი არაფერი აქვს. „არ მჭირდება არანაირი სასამართლო, მით უმეტეს, კიდევ დამატებით […]

მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 31 მოქალაქე დააკავეს

Editor Dali
0
უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სპეციალური საიმიგრაციო კონტროლის ღონისძიებები ჩაატარეს. კომპლექსური ღონისძიებების შედეგად დაკავებულია უცხო ქვეყნის 31 მოქალაქე, მათ შორის  – ინდოეთის, თურქეთის, უზბეკეთის, კენიის, პაკისტანის, ჩინეთის, ბელორუსის და ყაზახეთის მოქალაქეები. შსს-ს ცნობით, ჩატარებული ღონისძიებების ფარგლებში დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ გადამოწმდა კონკრეტული ლოკაციები და სხვადასხვა დანიშნულების ობიექტები, რაც მიზნად ისახავდა […]

12 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი ვერძ მამაკაცებს პაემანი ელით, რომელიც ორმხრივი კმაყოფილებით დასრულდება. მოუწყვეთ საკუთარ თავს და ახლობელ ადამიანებს პატარა წვეულება, მაგრამ ალკოჰოლურ სასმელს მოერიდეთ. ვერძ ქალებს საოჯახო საქმეები თავბრუს დაახვევთ. გამორიცხული არ არის, ბოლო დღეების გადაუჭრელი პრობლემებმა თავი შეგახსენოთ. ბავშვებთან ურთიერთობა განსაკუთრებულ სიხარულს მოგანიჭებთ. კურო კუროების სასიცოცხლო პოტენციალი იზრდება, რაც საშუალებას მოგცემთ, გეგმების განხორციელებას შეუდგეთ და ამ საქმეში […]

12 მარტის ამინდის პროგნოზი

თორმეტ მარტს, საქართველოში დათბება, უმეტეს რეგიონში, მოსალოდნელია თბილი და უნალექო ამინდი. დღისით, ყველაზე მაღალი ტემპერატურა, 19 გრადუსი, ოზურგეთში დაფიქსირდება, ხოლო ყველაზე დაბალი ტემპერატურა,-1 გრადუსი, გუდაურშია მოსალოდნელი. რაც შეეხება ამინდს ქალაქების მიხედვით, პროგნოზი ასეთია: სოხუმი +15 გრადუსი, ზუგდიდი +19 გრადუსი, მესტია +7 გრადუსი, ფოთი +15 გრადუსი, ბათუმი +13 გრადუსი, ოზურგეთი +16 გრადუსი, ქუთაისი +16 გრადუსი, ბორჯომი […]