რა ეღირება დოლარი და ევრო 19 ივლისს

Editor Dali
0
აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7118 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7118 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7121 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0003 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.1568 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.1425 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, […]

ბათუმში, ნინოშვილის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ ობიექტში სროლის შედეგად მოკლულია უცხო ქვეყნის მოქალაქე -შსს

Editor Dali
0
ბათუმში, ნინოშვილის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ ობიექტში სროლის შედეგად მოკლულია უცხო ქვეყნის მოქალაქე, – ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს. მათივე ცნობით, გამოძიება განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტებზე მიმდინარეობს. „შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ში შემოვიდა შეტყობინება ბათუმში, ნინოშვილის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ ობიექტში განხორციელებული სროლის თაობაზე. შეტყობინების მიღებისთანავე ადგილზე დაუყოვნებლივ […]

შანა უოთერსტოუნს ლაგოდეხის ბლუზ-ვილიჯის სცენაზე იხილავთ – თიბისის მხარდაჭერით საერთაშორისო ბლუზ ფესტივალი გრძელდება

Editor Dali
0
ლაგოდეხში ბლუზ-საღამოები გრძელდება და ზაფხულის ვიქენდების სასიამოვნოდ გასატარებლად, თიბისი კვლავ ბლუზ-ვილიჯში გეპატიჟებათ. გამორჩეული საღამო, რომელიც არ უნდა გამოტოვოთ – 19 ივლისს, ბლუზ-ვილიჯის სცენაზე ფესტივალის რეზიდენტი – განუმეორებელი შანა უოთერსტოუნი (Shanna Waterstown) დადგება – ჩიკაგოს სკოლის წარმომადგენელი, რომელიც გოსპელის ტრადიციებზე გაიზარდა; ბლუზისა და სოულის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული შემსრულებელი, ბენდთან ერთად თავის სამყაროში გამოგზაურებთ. თბილი, ძლიერი და […]

“ენჯეობი” და “ნაცები” გაჩუმებულები რომ არიან, გახარია თვალთხარია აღარ არის? გამოძიებას მის წინააღმდეგ ჩვენებას რატომ არ აძლევენ? თუ უცხოელმა პატრონებმა აუკრძალეს? -გურამ მაჭარაშვილი

Editor Dali
0
ე.წ. ენჯეობი და „ნაცები“ გაყუჩებულები და გაჩუმებულები რომ არიან, გახარია თვალთხარია აღარ არის? გამოძიებას გახარიას საწინააღმდეგო ჩვენებას რატომ არ აძლევენ? თუ უცხოელი პატრონების რიგებში ჩაეწერენ და იმათ აუკრძალეს, გახარიას თავს აღარ დაესხათო? – ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განუცხადა. მისი თქმით, საჯარო დონეზე გახარიას პასუხისმგებლობა უკვე გამოკვეთილია, რადგან თავად გამოკვეთა, როცა თქვა, რომ […]

თიბისი კონცეპტი, Visa და Turkish Airlines საქართველოში პირველ სამოგზაურო ბარათს ქმნიან

Editor Dali
0
Turkish Airlines-თან კოლაბორაციით, მალე, თიბისი კონცეპტი და Visa მომხმარებლებს კიდევ ერთ უნიკალურ პროდუქტს – Miles&Smiles ქობრენდ სამოგზაურო ბარათს შესთავაზებენ, რომელიც ექსკლუზიურად თიბისი კონცეპტ 360-ის და თიბისი Wealth Management-ის მომხმარებლებისთვის იქნება განკუთვნილი. ერთობლივი სამოგზაურო ბარათის გამოშვების შესახებ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ბრენდების წარმომადგენლებმა ხელი 12 ივნისს, სტამბოლში მოაწერეს, ბარათის ოფიციალური პრეზენტაცია კი, 17 ივლისს, თბილისში, თიბისი კონცეპტის სივრცეში […]

კონკრეტულმა ელჩებმა, დეგნანმა და დანიგანმა სერიოზული წვლილი შეიტანეს ქართულ-ამერიკული ურთიერთობების თვისებრივად გაუარესებაში -ირაკლი კობახიძე

Editor Dali
0
რობინ დანიგანი არის არა გადამდგარი, არამედ რეალურად გადაყენებული ელჩი. გადაყენებული ელჩი როდესაც ჭორებით საუბრობს, ეს არ არის თავისთავად სერიოზული, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა. ირაკლი კობახიძეს კითხვა დაუსვეს რობინ დანიგანის განცხადებასთან დაკავშირებით, რომ „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობამ მას გაუგზავნა პირადი წერილი ტრამპის ადმინისტრაციისთვის. რობინ დანიგანის თქმით, ეს წერილი „იყო მუქარის შემცველი, […]

შენ გიწევს რიგში დგომა, ან არ დგომა ვიზასთან დაკავშირებით, ეს ტექნიკური საკითხია, სტაბილურობა თუ არ გვექნა ქვეყანაში, გინდა უვიზოდ წადი, გინდა ვიზით, არავითარი მნიშვნელობა არ აქვს -ირაკლი კობახიძე

Editor Dali
0
შენ გიწევს რიგში დგომა, ან არდგომა ვიზასთან დაკავშირებით, ეს ტექნიკური საკითხია, სტაბილურობა თუ არ გვექნა ქვეყანაში, გინდა უვიზოდ წადი, გინდა ვიზით, არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, ჯორდანო ბრუნოს მსგავსად, უნდათ კოცონზე დაწვან საქართველოს ვიზალიბერალიზაცია, რადგან კაცი კაცია და ქალი ქალი. „გვთხოვენ ოჯახური ღირებულებების შესახებ კანონის გაუქმებას, […]

ირანის ელჩის განცხადება

Editor Dali
0
  საქართველოში ირანის ელჩი,  მაჰმუდ ადიბი განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „ჯორჯიან თაიმსი“ უცვლელად გთავაზობთ: „ისრაელის სიონისტური რეჟიმი ამერიკის შეერთებულ შტატებთან კოორდინაციითა და ხელშეწყობით, 2025 წლის 13 ივნისის დილას, შუა დიპლომატიურ პროცესში თავს დაესხა ირანის ისლამურ რესპუბლიკას.  აგრესიის განმავლობაში დაიბომბა სხვადასხვა ადგილები, მათ შორის მშვიდობიანი ბირთვული ცენტრები და ასევე  სამოქალაქო და არასამხედრო ობიექტები. თავდასხმების დროს არაერთი მშვიდობიანი […]

თიბისი უზბეკეთი ნეობანკინგის კატეგორიაში მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო ფინტექად დასახელდა

Editor Dali
0
თიბისი უზბეკეთი, ცენტრალური აზიის ციფრული საბანკო ეკოსისტემის ლიდერი და ლონდონის საფონდო ბირჟაზე დალისტული თიბისი ჯგუფის წევრი, CNBC-ისა და Statista-ს მიერ ნეობანკინგის კატეგორიაში მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო ფინტექ კომპანიად იქნა აღიარებული. თიბისი უზბეკეთი პირველი და ერთადერთი კომპანია, როგორც უზბეკეთიდან, ასევე ცენტრალური აზიის რეგიონიდან, რომელმაც ეს აღიარება მოიპოვა. CNBC-ისა და Statista-ს შედგენილი მსოფლიოს საუკეთესო ფინტექ კომპანიების სია ფინტექ […]

მთავარია, საზოგადოებამ არ დაკარგოს სიფხიზლე, სიფრთხილე, ჩვენი მხრიდან გაკეთდება ყველაფერი, რათა გაგრძელდეს ქვეყნის განვითარება ყველა მიმართულებით-ირაკლი კობახიძე

Editor Dali
0
ჩვენ ყველა ნაბიჯისთვის ვართ მზად, გარდა იმ ნაბიჯებისა, რომლებიც დაკავშირებულია საქართველოში მშვიდობისა და სტაბილურობის დარღვევასთან, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, საქართველოს მიმართ ევროპული ბიუროკრატიის მხრიდან წაყენებული ყველა პირობა პრაქტიკულად დაკავშირებულია საქართველოში მშვიდობისა და სტაბილურობის დარღვევასთან. „რაც შეეხება იმ პირობებს, რომლებსაც აყენებს ევროპული ბიუროკრატია […]

 ლამაზი სიტყვებით ამბობენ, რომ უკრაინა ევროკავშირის ფრონტის წინა ხაზია, მაგრამ საკუთარი სისხლის დაღვრა არ უნდათ, ბრიუსელის მითითებებით რომ გვემოქმედა, დანგრეული ქვეყანა ვიქნებოდით -შალვა პაპუაშვილი

Editor Dali
0
ჩვენ ვიმოქმედეთ საქართველოს ეროვნული ინტერესებით და არა ბრიუსელის მითითებებით, რომელსაც რომ ავყოლოდით, დღეს ეკონომიკურად და ფიზიკურად დანგრეული ქვეყანა ვიქნებოდით, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, საქართველოს ინტერესს საკუთარ ინტერესზე მაღლა არ დააყენებს. „ამ ცხრილებში მოცემულია საქართველოს და მოლდოვის ეკონომიკური ზრდის შედარება 2021-2024 წლებში. მაშინ, როცა 2021 წელს, მოლდოვა – […]

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი უცხო ქვეყნების არჩევნებთან დაკავშირებით საჯარო შეფასებებზე შეზღუდვებს აწესებს – The Wall Street Journal

Editor Dali
0
  ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი უცხო ქვეყნების არჩევნებთან დაკავშირებით საჯარო შეფასებებზე შეზღუდვებს აწესებს, ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა The Wall Street Journal ავრცელებს. მემორანდუმის თანახმად, ამერიკის შეერთებული შტატები თავს შეიკავებს სხვა ქვეყნების არჩევნების ლეგიტიმურობის, სამართლიანობისა და დემოკრატიულობის შესახებ კომენტარებისგან თუ არ იარსებებს მკაფიო და დამაჯერებელი საგარეო პოლიტიკური აუცილებლობა. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ არჩევნების შემდეგ სახელმწიფო დეპარტამენტის […]