უნდა გქონდეს კარგი ურთიერთობები არა მხოლოდ შენს მეზობლებთან, არამედ შენი მეზობლების მეზობლებთანაც, ამისთვის საჭიროა აქტიური დიპლომატია და სანდო პარტნიორის კარგი იმიჯი -ილამ ალიევი

Editor Dali
-1
მეზობლებთან კარგი ურთიერთობების გარეშე ტრანზიტული ქვეყანა ვერ გახდები, – ამის შესახებ ილჰამ ალიევმა შუშის გლობალური მედიაფორუმზე ზანგეზურის დერეფანთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვაზე პასუხად განაცხადა. მისივე თქმით, აზერბაიჯანი ცდილობს აჩვენოს, რომ სანდო პარტნიორია და მის სიტყვას ისეთივე ღირებულება აქვს, რაც ხელმოწერას. „დაკავშირებადობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია კარგი ურთიერთობები მეზობლებთან, რადგან ამის გარეშე ვერ გახდები ტრანზიტული ქვეყანა. შენ უნდა გქონდეს […]

“რუსეთი უკრაინის მოქალაქეების საქართველოს გავლით დეპორტაციას იარაღად იყენებს” – ანდრეი სიბიგა

Editor Dali
0
“რუსეთის უკრაინის მოქალაქეების საქართველოს გავლით დეპორტაციას იარაღად იყენებს. მათ [უკრაინის მოქალაქეების] პირდაპირ უკრაინის საზღვართან ტრანსპორტირებას ვთავაზობთ”,- ამის შესახებ სოციალურ ქსელში უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანდრეი საბიგა წერს. როგორც ის აღნიშნავს, რუსული მხარე უკრაინის მოქალაქეთა დეპორტაციისთვის საქართველოს საზღვარს იყენებს, რაც მათ ქვეყანაში დაბრუნებას ართულებს. საბიგას განცხადებით, ივნისის შემდეგ ათობით ასეთი შემთხვევა დაფიქსირდა. “ივნისის შემდეგ რუსეთმა საგრძნობლად […]

თიბისისა და VELI.store-ის 1-თვიანი პარტნიორობა დაიწყო – არ გამოტოვოთ განსაკუთრებული შეთავაზებები

Editor Dali
0
19 ივლისიდან 17 აგვისტოს ჩათვლით, თიბისის ერთგულ მომხმარებლებს VELI.store-ზე განსაკუთრებული შეთავაზებით შოპინგის შესაძლებლობა აქვთ. VELI.store-ის აპლიკაციაში ან ვებგვერდზე ახალი თიბისი ბარათით, ახალი თიბისი კონცეპტ ბარათებით ან ერთგული საკრედიტო ბარათით გადახდისას, დახარჯული თანხის 10%, ყოველ შენაძენზე მაქსიმუმ 100 ლარის დაბრუნებას შეძლებთ; თუმცა, თუ თიბისი კონცეპტის მომხმარებელი ხართ და ახალი თიბისი კონცეპტ ბარათებით ან ერთგული საკრედიტო ბარათით […]

საქართველო ვერ შეუერთდება ევროკავშირს, ვიდრე მისი ხელისუფლება არ შეცვლის ავტორიტარულ კურსს -ევროპარლამენტი

Editor Dali
0
საქართველო ვერ შეუერთდება ევროკავშირს, ვიდრე მისი ხელისუფლება არ შეცვლის ავტორიტარულ კურსს, – ამის შესახებ ევროპარლამენტი სოციალურ ქსელში წერს. როგორც ევროპარლამენტი აღნიშნავს, რომ საქართველოს გზა ევროკავშირისკენ ფაქტობრივად შეჩერებულია სამართლიანი არჩევნების ჩატარებამდე. „საქართველო ვერ შეუერთდება ევროკავშირს, ვიდრე მისი ხელისუფლება არ შეცვლის თავის ავტორიტარულ კურსს. ევროპარლამენტი ქართველი ხალხის გვერდით დგას. პარლამენტი არ აღიარებს საქართველოს ამჟამინდელ მთავრობას და აცხადებს, […]

ბათუმში, ერთ-ერთ რესტორანში თურქეთის მოქალაქის მკვლელობის საქმეზე, ასევე თურქეთის ორი მოქალაქე დააკავეს

Admin Tamuna
0
შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბათუმში მომხდარ მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით თურქეთის რესპუბლიკის ორი მოქალაქე: 2003 წელს დაბადებული ა.ე. და 1998 წელს დაბადებული მ.ჯ. დააკავეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. „ა.ე. – ეს ბრალად ედება განზრახ მკვლელობა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო-შეძენა-შენახვა ტარება. ხოლო მ.ჯ. განსაკუთრებით მძიმე […]

19 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

Admin Tamuna
0
ვერძი შესაძლოა, კოლეგების მხრიდან საყვედური დაიმსახუროთ, თავის მართლება მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება სწორი, თუ დარწმუნებული ხართ თქვენს სიმართლეში. კურო ჰორიზონტზე ახალი პერსპექტივები ჩნდება, რაც მთლიანად თქვენს ჩართულობასა და ძალისხმევას მოითხოვს. შეეცადეთ, ასეთ საქმეებზე სრულად იყოთ მობილიზებული. ტყუპები სასურველია, მეტი იმოძრაოთ, სამომავლოდ გადადეთ ის საქმეები, რომელიც ერთ ადგილზე ყოფნას მოითხოვს. მეტი ყურადღება დაუთმეთ თქვენთვის სასარგებლო და […]

პროკურატურამ, ორგანიზებული ჯგუფის მიერ სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების და ყალბი საგადასახადო და ოფიციალური დოკუმენტების დამზადება-გამოყენების ფაქტებზე 12 პირს ბრალდება წარუდგინა

Admin Tamuna
0
საქართველოს პროკურატურამ, ორგანიზებული ჯგუფის მიერ სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების და ყალბი საგადასახადო და ოფიციალური დოკუმენტების დამზადება-გამოყენების ფაქტებზე 12 პირს ბრალდება წარუდგინა. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ააიპ „სოფლის განვითარების სააგენტო” 2019 წლიდან მთავრობის შესაბამისი დადგენილების საფუძველზე, ფიზიკური პირების და ინდივიდუალური მეწარმეების სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შესაძენად თანადაფინანსებას ახორციელებდა. პროექტის მიხედვით, სახელმწიფო კისრულობდა ზემოაღნიშნული ტექნიკის შეძენის ღირებულების თანაგადახდას მაქსიმუმ 50%-ის ფარგლებში, არაუმეტეს 150 000 ლარისა. ხსენებული პროგრამით სარგებლობისთვის, ბენეფიციარს სააგენტოში უნდა წარედგინა ტექნიკის მიმწოდებლის მიერ გამოწერილი ინვოისი, თავისი თანამონაწილეობის თანხის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი, კერძო აუდიტორული დასკვნა ბენეფიციარის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების შესახებ, რის შემდეგაც სოფლის განვითარების სააგენტო, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შესაძენად გამიზნულ თანამონაწილეობის თანხას ურიცხავდა ბენეფიციარს. ხსენებული პროექტის ფარგლებში გამოყოფილი სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლების მიზნით, ბრალდებულებმა 2021 წლიდან ჩამოაყალიბეს შეთანხმებულად მოქმედი სტრუქტურული ფორმის მქონე დანაშაულებრივი ჯგუფი. ამ მიზნით, 2021-2024 წლების პერიოდში, ბრალდებულებმა თანადაფინანსების მისაღებად, სხვადასხვა ბენეფიციარის სახელით მრავალჯერადად მიმართეს ააიპ „სოფლის განვითარების სააგენტოს” და წარუდგინეს ყალბი ინვოისები, სასაქონლო ზედნადებები, ტექნიკის მიღება-ჩაბარების აქტები და აუდიტორული დასკვნები. წარდგენილი ყალბი დოკუმენტების საფუძველზე სააგენტომ ბრალდებულებს მათივე გამგებლობაში არსებულ საბანკო ანგარიშებზე სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შესაძენად გამოყოფილი თანადაფინანსების თანხა – 826 815 ლარი ჩაურიცხა. სინამდვილეში, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებს არანაირი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა არ შეუძენიათ, სააგენტოსგან მიღებულ დიდი ოდენობით თანხებს კი მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ და ურთიერთშორის გაინაწილეს. ორგანიზებული ჯგუფის თორმეტივე წევრი დაკავებულ იქნა სასამართლოს შესაბამისი განჩინების საფუძველზე. მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე, 210-ე და 362-ე მუხლებით (ორგანიზებული ჯგუფის მიერ, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი დიდი ოდენობით ნივთის დაუფლება მოტყუებით, ჯგუფურად ყალბი საგადასახადო დოკუმენტის დამზადება – გამოყენება და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება – გამოყენება) წარედგინათ. დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 7- დან 10 – წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურა დაკავებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში გრძელდება გამოძიება ზემოაღნიშნული პროგრამის ფარგლებში მსგავსი დანაშაულებრივი ქმედებების გამოვლენისა და ორგანიზებული ჯგუფის სხვა წევრების მხილების მიზნით.

თეა წულუკიანი ნანუკა ჟორჟოლიანს ცილისწამებისთვის უჩივის

Admin Tamuna
0
„ქართული ოცნების“ წევრი, თეა წულუკიანი ჟურნალისტ ნანუკა ჟორჟოლიანს ცილისწამებისთვის უჩივის. როგორც თეა წულუკიანის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, საქმე ეხება ნანუკა ჟორჟოლიანის მიერ გამოქვეყნებულ სიას, სახელწოდებით: “წულუკიანის მამის მიერ დახვრეტილი ხალხი”. როგორც წულუკიანი წერს, მის ოჯახს მსგავსი ბრალდებების იგნორირების უფლება აღარ რჩება. მისივე თქმით, სარჩელი დედამ, ძმამ და ძმისშვილმა ერთობლივად შეიტანეს. „დღეს, ჩვენს ჭაღებიან გოგონას (ნუ, […]

2026 წლის რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს საქართველო უმასპინძლებს

Admin Tamuna
0
მსოფლიო რაგბის ოფიციალური გადაწყვეტილებით, 2026 წლის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატი საქართველოში ჩატარდება. რაგბის ახალგაზრდა ტალანტებს თბილისისა და ქუთაისის სტადიონები უმასპინძლებენ. ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როცა საქართველო პრესტიჟული სარაგბო ტურნირის მასპინძელი იქნება. 2017 წელს, პირველად ვუმასპინძლეთ 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს, რომელმაც საქართველოშიც და საერთაშორისო ასპარეზზეც დიდი რეზონანსი გამოიწვია. 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატი კიდევ ერთი ფაქტით იქნება მნიშვნელოვანი – […]

ესტონეთი აცხადებს, რომ მშვიდობიანი მომიტინგეების დარბევაზე პასუხისმგებელი საქართველოს 19 მოქალაქე დაასანქცირა, მათ შორის არიან მარიამ ლაშხი, ირაკლი ქადაგიშვილი, თენგიზ შარმანაშვილი და სხვები

Admin Tamuna
0
ესტონეთმა საქართველოს ხელისუფლების 19 წარმომადგენელი დაასანქცირა. ინფორმაციას ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო მინისტრ მარგუს ცაჰკნას კომენტარსაც ავრცელებს, სადაც ქვეყნის პირველი დიპლომატი ამბობს, რომ დასანქცირებული პირები პასუხისმგებელნი არიან მშვიდობიანი მომიტინგეების დარბევაზე. სანქცირებულთა შორის არიან საქართველოს იუსტიციის მინისტრი, პაატა სალია, გენერალური პროკურორი, გიორგი გვარაკიძე, მოსამართლეები: ჯვებე ნაჭყებია, ირაკლი შვანგირაძე, ნინო გალუსტაშვილი, ნინო სახელაშვილი, საქართველოს […]

“ამერიკული იარაღის მიწოდება უკრაინისათვის: „ევროპელ მოკავშირეებზე აშშ-ის ზეწოლა ძლიერდება”-Die Tagesspiegel

Editor Dali
0
„ამერიკული იარაღის მიწოდება უკრაინისათვის: „ევროპელ მოკავშირეებზე აშშ-ის ზეწოლა ძლიერდება“ – ასეთი სათაური აქვს გერმანულ გაზეთ „ტაგესშპიგელში“ (Die Tagesspiegel) გამოქვეყნებულ ინტერვიუს პოლიტოლოგ ქრისტიან ლამერტთან – ბერლინისა და მაინის ფრანკფურტის უნივერსიტეტების პროფესორთან, რომელიც ჟურნალისტ ვიქტორია ბროინერთან საუბრობს დონალდ ტრამპის ულტიმატუმზე ვლადიმერ პუტინის მიმართ და უკრაინისადმი ამერიკული იარაღის მიწოდების შედეგებზე საუბრობს. გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით: – ჰერ ლამერტ, […]

უფლებების შემზღუდავი კანონების გაუქმებაზე ევროკავშირი აგვისტოს ბოლომდე ელოდება ინფორმაციას, საკითხი გადაუჭრელი თუ დარჩება, შესაძლოა, მოჰყვეს უვიზო რეჟიმის შეჩერება -ევროკავშირის წარმომადგენლობა

Editor Dali
0
ფუნდამენტური უფლებების დაცვა და თავისუფლებების შემზღუდავი კანონების გაუქმება, ანტიკორუფციული ძალისხმევის გაძლიერება – ევროკავშირი საქართველოსგან განახლებულ ინფორმაციას აგვისტოს ბოლომდე ელოდება, – ამის შესახებ ნათქვამია საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციაში. ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ საკითხები თუ გადაუჭრელი დარჩება, ამას შესაძლოა, უვიზო რეჟიმის სრული შეჩერება მოჰყვეს. „უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმი: რა უნდა ვიცოდეთ: 1. არსებული მდგომარეობა უვიზო მიმოსვლა […]