ულტიმატუმებისა და მუქარის ენა რუსეთისთვის მიუღებელია -მარია ზახაროვა

Editor Dali
0
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი მარია ზახაროვა აცხადებს, რომ ულტიმატუმებისა და მუქარის ენა რუსეთისთვის მიუღებელია. ამის შესახებ მარია ზახაროვამ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, სადაც მას კომენტარის გაკეთება სთხოვეს დონალდ ტრამპის განცხადებაზე, რომელშიც აშშ-ის პრეზიდენტმა პირობა დადო, რომ უკრაინას უახლეს ამერიკულ შეიარაღებას მიაწვდის და მოსკოვისა და მისი პარტნიორების წინააღმდეგ ტარიფებს დააწესებს, თუ […]

რა ეღირება დოლარი და ევრო 18 ივლისს

Admin Tamuna
0
აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7121 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7121 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7127 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0006 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.1425 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.1511 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს […]

კახა კალაძის განცხადებით, „ქართული ოცნება“ მერობის კანდიდატს მომავალ კვირას დაასახელებს

Admin Tamuna
0
დედაქალაქის მერის, კახა კალაძის ინფორმაციით, ვინ იქნება „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატი და იყრის თუ არა ის მესამე ვადით კენჭს, მომავალ კვირაში გახდება ცნობილი. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა. „უახლოეს დღეებში, მომავალ კვირას გაიგებთ ვინ იქნება [თბილისის მერობის] კანდიდატი. გინდათ, რომ ისევ ისე გითხრათ, რომ „აუცილებლად ვიქნები კანდიდატი და აუცილებლად დაგამარცხებთ?“ – გეუბნებით! დაელოდეთ, ყველაფერს […]

კანონი გამჭვირვალობის შესახებ არის კანონი რევოლუციების გამჭვირვალობის შესახებ – პრემიერი

Admin Tamuna
0
ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ის კანონები, რომელიც უკავშირდება ოჯახურ ღირებულებებს, არასრულწლოვანთა ინტერესების დაცვას, გამჭვირვალობას, – განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს. მთავრობის მეთაურის თქმით, ევროკავშირის ფონდების დაფინანსება პირდაპირ იყო ჩართული ექსტრემიზმის, რევოლუციური პროცესების წახალისებაში, ამაზე უნდა ზრუნავდეს ევროპული ბიუროკრატია და არა იმაზე, რომ საქართველოს აუკრძალოს რევოლუციების გამჭვირვალობის შესახებ კანონების მიღება. „კანონი გამჭვირვალობის შესახებ, არის კანონი […]

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

Admin Tamuna
0
საგადასახდელო ბალანსის მიმოხილვა   საქართველოს საგადასახდელო ბალანსის ანალიზი გვთავაზობს მნიშვნელოვან დასკვნებს როგორც მიმდინარე, ასევე ფინანსური ანგარიშის ნაწილში. რიგ შემთხვევებში ბოლოდროინდელი დინამიკა ისტორიული ტენდენციებისგან მკვეთრ გადახვევასაც წარმოადგენს.   კერძოდ, მიმდინარე ანგარიშის მხრივ: •             ტურიზმიდან შემოსავლების ზომიერი ზრდის პარალელურად, ინფორმაციისა და კომუნიკაციის (ICT) და ბიზნეს სერვისების ექსპორტი სწრაფ ზრდას განაგრძობს, რაც დიდწილად ცვლის მომსახურების ექსპორტის სტრუქტურას; •             […]

ყველა ძალოვანი სტრუქტურა მობილიზებულია იმისათვის, რომ მაქსიმალურად აღვკვეთოთ კრიმინალი ჩვენს ქვეყანაში – პრემიერი

Admin Tamuna
0
ყველა ძალოვანი სტრუქტურა მობილიზებულია იმისათვის, რომ ჩვენ კრიმინალი ჩვენს ქვეყანაში მაქსიმალურად აღვკვეთოთ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, სახელმწიფო უსაფრთხოებისა სამსახურის დღევანდელი ბრიფინგიც, სადაც განაცხადეს, რომ ურანის უკანონო გასაღებისა და შეძენის ფაქტზე ორი პირი დააკავეს, ამის მორიგი დადასტურებაა. „ზოგადად, ძალიან გააქტიურებულია ყველა სამართალდამცავი სტრუქტურა, კრიმინალთან ბრძოლის კუთხით და ამის შედეგები […]

სიახლე PSP-ში – ოლიგოთერაპიის ლიდერი ფრანგული ბრენდი “ლაბორატორია გრანიოს” პროდუქტები უკვე საქართველოშია

Admin Tamuna
0
კიდევ ერთი სიახლე PSP-სგან – ქართველ მომხმარებლისთვის უკვე ხელმისაწვდომია საკვები დანამატების ფრანგული ხარისხის ახალი სტანდარტი სილამაზესა და ჯანმრთელობაში, პრემიუმ ბრენდის „ლაბორატორია გრანიოს“  (Granions Laboratoir) პროდუქტები. „ლაბორატორია გრანიოს“ უკვე 75 წელია წამყვანი ბრენდია მიკროელემენტებისა და საკვები დანამატების სფეროში. ის ერთ-ერთი პირველი კომპანიაა, რომელმაც ოლიგოთერაპიის კონცეფცია დანერგა ფარმაცევტულ ბაზარზე და დღესაც ლიდერია ამ მიმართულებაში. კომპანია ჰიპოალერგიული მაღალი […]

სოციალური დიზაინის დღეები – ახალი პლატფორმა ცვლილებაზე ორიენტირებული დიზაინისთვის

Admin Tamuna
-1
თიბისის მხარდაჭერით, დიზაინის ინსტიტუტმა Polish Graphic Design-თან თანამშრომლობით, სოციალური დიზაინის დღეების პირველ კონფერენციას უმასპინძლა. ღონისძიებამ გააერთიანა სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები — არქიტექტორები, დიზაინერები, მკვლევრები, მეწარმეები და სამოქალაქო სექტორი- ერთი მიზნის გარშემო: როგორ შეუძლია დიზაინს ხელი შეუწყოს სოციალურ ცვლილებებს. ორი დღის განმავლობაში, დიზაინის ინსტიტუტმა უმასპინძლა 400-ზე მეტ სტუმარს და 15-ზე მეტ სესიას, სამუშაო შეხვედრასა და დისკუსიას, რომლებმაც საშუალება მისცა განსხვავებული გამოცდილების […]

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

Admin Tamuna
0
17 ივლისს სინოპტიკოსები წვიმიან ამინდს ვარაუდობენ ქუთაისში – დღისით +32 და ღამით +21 გრადუსია მოსალოდნელი. ოზურგეთშიც წვიმიანი ამინდია. დღისით +31 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +19. ბათუმშიც წვიმას ვარაუდობენ, დღისით ჰაერი +28 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +20 გრადუსი დაფიქსირდება. ფოთშიც ნალექიან ამინდს ვარაუდობენ. დღისით +31 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +24 გრადუსია მოსალოდნელი. იწვიმებს ზუგდიდშიც, სადაც დღისით […]

17 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

Editor Dali
0
ვერძი ვერძებისთვის ცვლილებების დრო დგება. გრძნობთ, როგორ გეცვლებათ გემოვნება, სურვილები და შეხედულებები. ის, რაც ადრე უინტერესოდ და უმნიშვნელოდ გეჩვენებოდათ, შეიძლება ახლა თქვენს მთავარ საქმიანობად იქცეს. სავარაუდოდ, პრიორიტეტები და ადამიანების მიმართ დამოკიდებულებაც შეიცვლება. ფრთხილად იყავით – ემოციების აყოლამ შეიძლება წლების მანძილზე ნაშენები საქმე დაგინგრიოთ. სახლის დალაგების დროს შეიძლება ისეთი ნივთი იპოვოთ, რომელიც ძველ სიყვარულს გაგახსენებთ. კურო […]

გახარია გაიქცა და ეძებს თავშესაფარს, მადლობა, გიორგი, რომ მზად ხარ, მოკურცხლო ბრძოლის ველიდან, ხაზარაძეს დაუტოვა პარტია, ისიც ბედნიერია, რომ ხელში ჩაიგდო, კომედიაა-თამარ ჩერგოლეიშვილი

Editor Dali
0
მამუკა ხაზარაძესთან ერთადაც მარტო იქნება ბიძინა, ეს იქნება ჩვენი ამოცანა და ამას უზრუნველვყოფთ. ეს ორი პარტია რასაც გააკეთებს, ყველაფერი კომიკური იქნება. ნორმალური და ღირსეული ადამიანი მათ მერობის კანდიდატად ყოფნას არ დათანხმდება, – ამის შესახებ პარტია „ფედერალისტების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, თამარ ჩერგოლეიშვილმა „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა. როგორც ჩერგოლეიშვილმა განაცხადა, „ლელო – ძლიერი საქართველოს“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძის მიზანია, მთავარი […]

პროკურატურა „მთავარ არხთან“ დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

Editor Dali
0
საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ, დღეს მოსამართლის განჩინების საფუძველზე ტელეკომპანია “მთავარ არხს” ფინანსური დოკუმენტაციის გამოთხოვის მიზნით მიმართა, ამავე ტელეკომპანიის დირექტორის გიორგი ქურდაძის საჩივრის საფუძველზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში. ინფორმაციას ამის შესახებ პროკურატურა ავრცელებს. საგამოძიებო უწყების ცნობით, განჩინებები, საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში მოსაპოვებელი დოკუმენტაციის და ელექტრონული ინფორმაციის მოძიების და შემდგომი გადმოცემის მიზნით, ოფიციალურად ჩაბარდა შპს “მთავარი არხი”-ს და კონტრაქტორი კომპანიის […]