რა ეღირება დოლარი და ევრო 23 ივლისს

Editor Dali
0
აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7106 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7106 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7113 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0007 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.1725 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.1565 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, […]

ეროვნული ღირებულება ყველაფერზე მაღლა დგას, აქ ეშლება „დიფ სთეითსა“ და ევროკავშირის დღევანდელ ბიუროკრატიას -გურამ მაჭარაშვილი

Editor Dali
0
ეროვნული ღირებულება ყველაფერზე მაღლა დგას, აქ ეშლება „დიფ სთეითსა“ და ევროკავშირის დღევანდელ ბიუროკრატიას, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა. მაჭარაშვილის თქმით, ქართველმა ხალხმა და სახელმწიფომ ვიზალიბერალიზაცია დამსახურებულად მიიღეს. „ქვეყანამ ყველა ის კრიტერიუმი დააკმაყოფილა, რაც არსებობდა და შედეგად ვიზალიბერალიზაცია მივიღეთ. იქ არსად არ ეწერა, რომ გამჭვირვალობის კანონს თუ მიიღებ ან არასრულწლოვანებსა და […]

პოლიციამ აჭარაში ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი გაუპატიურებისა და მუქარის ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავა

Editor Dali
0
შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, კომპლექსურად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე 1980 წელს დაბადებული შ.ი. ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი გაუპატიურებისა და მუქარის ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 13 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული მამაკაცი როგორც თურქეთში, ასევე, საქართველოში ყოფნისას საკუთარ შვილზე სიცოცხლის მოსპობისა და ჯანმრთელობის დაზიანების […]

საგადასახადო შეთანხმების შემთხვევაში მზად ვართ, “ბათუმელების” ანგარიშებს ყადაღა მოეხსნას და დავალიანების შესაბამისი გრაფიკით დაფარვის საშუალება მიეცეს -შემოსავლების სამსახური

Editor Dali
0
საგადასახადო შეთანხმების შემთხვევაში მზად ვართ, „ბათუმელების“ ანგარიშებს ყადაღა მოეხსნას და დავალიანების შესაბამისი გრაფიკით დაფარვის საშუალება მიეცეს, – ამის შესახებ განცხადება შემოსავლების სამსახურმა გაავრცელა. განცხადების თანახმად, ანგარიშებზე ყადაღის დადება ავტომატურ რეჟიმში ხდება, ელექტრონულ სისტემაში ინტეგრირებული რისკების შეფასების ინდიკატორებზე დაყრდნობით. „საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ 2025 წლის 21 ივლისის მდგომარეობით მედიაპლატფორმა „ბათუმელებს“ უფიქსირდება აღიარებული […]

ვერავის მოჰყავს მაგალითი, რა გააკეთა „ქართულმა ოცნებამ“ რუსული, მე კი, წინა ხელისუფლების მიერ სახელმწიფო მნიშვნელობის მქონე კომპანიების რუსებზე გასხვისებაზე უამრავი მაგალითი შემიძლია, მოვიყვანო-კახა კალაძე

Editor Dali
0
ე.წ. დიფ სთეისთვის არასასურველი პოლიტიკური პარტია რომ იმარჯვებს, მაშინვე შემოაქვთ რუსული ნარატივი და იწყება გაშავების პროპაგანდა, რომ ისინი რუსულ საქმეს აკეთებენ, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მედიასთან ისაუბრა. როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, ვერავინ მოიყვანს ერთ მაგალითს მაინც, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება რუსულ საქმეს აკეთებს. „ეს ყველაფერი ახალი არაა, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის […]

ცუდია, როდესაც ამ სიკეთეს გართმევენ, რატომ უნდა გაუხარდეს ვინმეს ვიზალიბერალიზაციის შეწყვეტა, თუმცა, მეორე მხარეს არის ქვეყნის ინტერესები – კახა კალაძე

Editor Dali
0
რატომ უნდა გაუხარდეს ვიღაცას, რომ ქვეყანას ვიზალიბერალიზაცია შეუწყდეს? ცუდია, როდესაც ამ სიკეთეს გართმევენ, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის შესაძლო გაუქმებასთან დაკავშირებით დასმული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა. მისი თქმით, საქართველოს ჯერ ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის მინიჭებასთან დაკავშირებით აშანტაჟებდნენ, შემდეგ კი აღნიშნულ საკითხზე მოლაპარაკებების გახსნა-არგახსნის თემა იყო განსჯის საგანი. „ეს გადაწყვეტილება თუ იქნება […]

ტრამპმა საკუთარ სოციალურ ქსელში აზერბაიჯანის პრეზიდენტის განცხადება გააზიარა რომელშიც ის თეთრი სახლის ლიდერს მადლობას უხდის სამხრეთ კავკასიაში კონფლიქტების მშვიდობიანად მოგვარების მცდელობისთვის

Editor Dali
0
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა საკუთარ სოციალურ ქსელში აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის განცხადება გააზიარა რომელშიც აზერბაიჯანის ლიდერი ტრამპს მადლობას უხდის სამხრეთ კავკასიაში კონფლიქტების მშვიდობიანად მოგვარების მცდელობისთვის და თეთრი სახლის ლიდერს „დიფ სთეითის“ დამარცხებაში წარმატებას უსურვებს. „ბატონი ტრამპი პატივს სცემს ფუნდამენტურ ფასეულობებს, მათ შორის ოჯახურ ღირებულებებს. ის ერთადერთი პრეზიდენტია, რომელსაც ომი არ დაუწყია. მისი მიზანი ომების დასრულებაა. […]

ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ბრალდებულებს 17-17 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ

Editor Dali
0
სიღნაღის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ორი პირი დამნაშავედ ცნო. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2024 წლის 15 ნოემბერს, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ქეშალოში, ბრალდებულებმა დაზარალებულს დანებით სხეულის სხვადასხვა არეში სიცოცხლისთვის სახიფათო დაზიანებები მიაყენეს. დროულად აღმოჩენილი სამედიცინო დახმარების შედეგად დაზარალებულის გადარჩენა მოხერხდა. […]

ვამბობდით, გაირკვეოდა, რომ ჯო უილსონის აქტიურობის უკან ფული იყო, დღეს გავიგეთ, თურმე რა არის უილსონის საქართველოს მიმართ სიყვარულის ფასი, ეს არის 360 ათასი დოლარი -ლევან მახაშვილი

Editor Dali
0
ვამბობდით, გაირკვეოდა, რომ სინამდვილეში, ჯო უილსონის აქტიურობის უკან ფული იყო. დღეს გავიგეთ, თურმე რა არის ჯო უილსონის საქართველოს მიმართ სიყვარულის და მეგობრობის ფასი – ეს არის 360 ათასი დოლარი, დაახლოებით მილიონი ლარი, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილმა განაცხადა. ლევან მახაშვილის თქმით, „თურმე თავისუფალი არჩევნების ლობიზმით არიან დაკავებული მაშინ, როცა ქართულ პოლიტიკაში სრულიად […]

გაირკვა, რა ღირს “ქართველი ხალხის სიყვარული” -შალვა პაპუაშვილი

Editor Dali
0
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ „ნელსონ მალინსის“ ლობისტური კომპანიის დაქირავების შესახებ იუსტიციის დეპარტამენტის უცხოელი აგენტების რეესტრის გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციას ეხმაურება. „გაირკვა, რა ღირს „ქართველი ხალხის სიყვარული“, – წერს შალვა პაპუაშვილი. ცნობისთვის, აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის უცხოელი აგენტების რეესტრის გვერდზე გამოქვეყნდა დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც, პარტია „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ „ნელსონ მალინსის“ ლობისტური კომპანია დაიქირავა და მას 360 000 აშშ […]

“მეგობრებო, საპატიმრო დაწესებულებიდან გიგზავნით ჩემს ხედვას, როგორ მივაღწიოთ გამარჯვებას” -გიორგი ვაშაძე

Editor Dali
0
“სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერი, გიორგი ვაშაძე საპატიმრო დაწესებულებიდან წერილს ავრცელებს. გიორგი ვაშაძე ოპოზიციას სალომე ზურაბიშვილის ხელმძღვანელობით, „წინააღმდეგობის პლატფორმის“ და თვითმმართველობის არჩევნებში არ მონაწილე 8 პარტიის ბაზაზე, საერთო სახელით, გაერთიანებას სთავაზობს. “მეგობრებო, საპატიმრო დაწესებულებიდან გიგზავნით ჩემს ხედვას, როგორ მივაღწიოთ გამარჯვებას. მოკლედ რომ ვთქვათ, ეს დოკუმენტი არის იმის შესახებ, რომ მეტი ერთიანობა არის მეტი ძალა, მეტი ძალა არის […]

შავი ზღვის ჯაზფესტივალი: ზაფხულის დაუვიწყარი თავგადასავალი თიბისი კონცეპთან ერთად

Admin Tamuna
0
თიბისი კონცეპტის წარდგენით, 11-13 ივლისს, „ისთერნ პრომოუშენსის“ ორგანიზებით ბათუმში შავი ზღვის მე-18 ჯაზფესტივალი გაიმართა. სამ დღიანი დაუვიწყარი თავგადასავალი სტუმრებისთვის თბილისიდან ბათუმისკენ ჯაზმატარებლით მგზავრობით დაიწყო. საუკეთესო განწყობის შესაქმნელად უკვე ტრადიციაა, რომ ფესტივალის სტუმრებს, თიბისი კონცეპტი, VISA და საქართველოს რკინიგზა კომფორტულ მგზავრობასთან ერთად გამორჩეულ შთაბეჭდილებას უქმნიან. მგზავრების განწყობაზე მატარებელში, მუსიკალურ გაფორმებაზე ზრუნავდნენ – კატო კვარაცხელია, ლუკა თოფურია […]