გებელსისეული პროპაგანდის არსი, დააბრალე რაც გინდა, მთავარია დაბრალებულის ბევრჯერ გამეორება აგენტურის მიერ, აგენტურის სამარკო ნიშნად სიტყვა “რუსული” იქცა-მამუკა მდინარაძე

Editor Dali
0
აგენტურის სამარკო ნიშნად სიტყვა „რუსული“ იქცა. პატრონებმა მისი თქმა რომ აუკრძალონ, ფუნქციას კარგავენ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში წერს და აზიარებს ვიდეოს, სადაც „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერების, ასევე სხვა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებისა და უცხოელი პოლიტიკოსების მიერ სხვადასხვა დროს გაკეთებული განცხადადებებია მოყვანილი. „გებელსისეული პროპაგანდის არსი – დააბრალე რაც […]

“ფარას” დოკუმენტი გვეუბნება იმას, რომ როდესაც ჯო უილსონი ჩვენ ღირებულებებზე გველაპარაკება, თურმე ამაში ფასს გულისხმობდა -შალვა პაპუაშვილი

Editor Dali
0
გავიდა დრო, „ფარამ“ ყველაფერს გასცა პასუხი. ამიტომ, არ უნდა ევროკავშირის საელჩოს, რომ ჩვენთან იყოს გამჭვირვალობის კანონი. ამიტომ არ უნდათ იმ ქვეყნებს, რომლებიც აქ ფულს ხარჯავენ, რომ გამჭვირვალე იყოს ეს ყველაფერი, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა – მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა. პაპუაშვილის შეფასებით, „ფარას“ დოკუმენტის თანახამად ირკვევა ის, […]

უკრაინაში ომის დროს გამართული საპროტესტო აქცია პირველად იმართება ზელენსკის წინააღმდეგ -The New York Times

Editor Dali
0
ათასობით ადამიანი შეიკრიბა კიევის ქუჩებში სამშაბათს საღამოს, რათა გააპროტესტებინათ პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მთავრობის ნაბიჯები ანტიკორუფციული ინსტიტუტების შესასუსტებლად – ეს იყო ქვეყნის პირველი მასშტაბური ანტისამთავრობო დემონსტრაცია ომის სამწელიწადნახევრის განმავლობაში, – წერს ამერიკული გაზეთი The New York Times-ი. პროტესტი პრეზიდენტის ოფისთან კიევის ცენტრში, რომელშიც მონაწილეობდნენ როგორც სამოქალაქო პირები, ასევე ჯარისკაცები, ეროვნულ ერთიანობაში ამ დრომდე ყველაზე მნიშვნელოვანი ბზარია. „ჩემი მეუღლე სანგრებშია […]

23 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

Editor Dali
0
ვერძი თავდაჯერებული ხართ ისე, როგორც არასდროს. დღევანდელი დღე საშუალებას გაძლევთ, რომ საკუთარი შესაძლებლობები სრულად გამოავლინოთ. მხარი დაუჭირეთ ადამიანს, ვინც ყოველთვის თქვენ გვერდით არის. საღამოს მცირე შესყიდვები წარმატებული იქნება, მაგრამ დიდ შესყიდვებს ჯობია მოერიდოთ. კურო ამ დღეს თქვენი ნებისმიერი მოქმედება ყურადღების ცენტრში ხვდება და ეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას გაკისრებთ. ეცადეთ, საკუთარ ქმედებებში თანმიმდევრული იყოთ. თუ მნიშვნელოვანი საქმის […]

61 ქვეყანასთან აქვს ევროკავშირს უვიზო, რომელშია უფლებები მეტად დაცული, ვიდრე საქართველოში – ელჩმა თქვა, სექტემბრიდან შეიძლება, უვიზო შეწყდესო, რაც დეზინფორმაციაა, 00:00 საათი დადგა და “ფაეტონი იქცევა გოგრად”, ასეთი რაღაცები არ ხდება – შალვა პაპუაშვილი

არის მცდელობა, უვიზო მიმოსვლის საკითხი გამოყენებულ იქნას საქართველოზე პოლიტიკური ზეწოლის ინსტრუმენტად, რომლის მიზანიც, საბოლოო ჯამში, არის ხელისუფლების შეცვლა, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. პაპუაშვილის განცხადებით, კანონები შეიძლება ვიღაცას არ მოეწონოს, მაგრამ ამის მიბმა უვიზო მიმოსვლასთან, არის ჩვეულებრივი თვითნებობა. როგორც პაპუაშვილი აცხადებს, 61 ქვეყანასთან აქვს ევროკავშირს უვიზო მიმოსვლა და “რომელ ქვეყანაში არის უფლებები […]

არის მცდელობა, უვიზო მიმოსვლის საკითხი გამოყენებული იყოს საქართველოზე პოლიტიკური ზეწოლის ინსტრუმენტად, რომლის მიზანიც საბოლოო ჯამში ხელისუფლების შეცვლაა – შალვა პაპუაშვილი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, არის მცდელობა, უვიზო მიმოსვლის საკითხი გამოყენებული იყოს საქართველოზე პოლიტიკური ზეწოლის ინსტრუმენტად, რომლის მიზანი საბოლოო ჯამში არის ხელისუფლების შეცვლა.   როგორც პაპუაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ განაცხადა, ოჯახური ღირებულებების და გამჭვირვალობის საკითხის უვიზო მიმოსვლასთან მიბმა არის თვითნებობა, რადგან ამას უვიზო მიმოსვლასთან კავშირი არ აქვს.   […]

ტრამპმა განაცხადა, რომ ყოფილი პრეზიდენტი, ბარაკ ობამა იუსტიციის დეპარტამენტის პირდაპირი სამიზნე უნდა გახდეს

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ყოფილი პრეზიდენტი, ბარაკ ობამა იუსტიციის დეპარტამენტის პირდაპირი სამიზნე უნდა გახდეს.   ეს განცხადება მას შემდეგ გაკეთდა, რაც ტრამპის ადმინისტრაციამ გამოაქვეყნა ანგარიში, სადაც ნათქვამია, რომ ობამას ადმინისტრაციის ოფიციალურმა პირებმა მოახდინეს მანიპულირება 2016 წლის არჩევნებში რუსეთის ჩარევასთან დაკავშირებულ სადაზვერვო ინფორმაციაზე.   როდესაც ჟურნალისტებმა ჰკითხეს, თუ ვინ უნდა იყოს იუსტიციის დეპარტამენტის სამიზნე, […]

უკრაინის პარლამენტმა კორუფციასთან ბრძოლის ეროვნული ბიუროსა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის სპეციალიზებული პროკურატურის დამოუკიდებლობის ლიკვიდაცია დაიწყო – უკრაინული მედია

უკრაინის პარლამენტმა მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა კანონპროექტ, რომლის მიხედვითაც, კორუფციასთან ბრძოლის ეროვნული ბიურო და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის სპეციალიზებული პროკურატურა გენერალური პროკურორის გადაწყვეტილებებზე დამოკიდებული ხდება – ამჟამად ეს უწყებები დამოუკიდებელი ანტიკორუფციული ინსტიტუტებია. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.   კანონპროექტის კენჭისყრამდე, რადას დეპუტატებმა ტრიბუნა დაბლოკეს. როგორც დეპუტატმა იაროსლავ ჟელეზნიაკმა განმარტა, ეს „ერთადერთი თეორიული საშუალებაა კანონპროექტის მიღების […]

აშშ „იუნესკოს“ შემადგენლობიდან გადის

აშშ „იუნესკოს“ შემადგენლობიდან გადის, – ამის შესახებ განცხადებას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს.   აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა „იუნესკოს“ შემადგენლობიდან გასვლის შესახებ გაერო-ს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციის დირექტორს, ოდრი აზულეს აცნობა.   „იუნესკოს საქმიანობაში მონაწილეობის გაგრძელება ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნულ ინტერესებში არ შედის. იუნესკო განხეთქილების გამომწვევი სოციალური და კულტურული იდეების პოპულარიზაციის მიზნით მუშაობს, ზედმეტ ყურადღებას ამახვილებს […]

ვიმედოვნებთ, ამერიკულ-აზერბაიჯანული ურთიერთობები ტრამპის პრეზიდენტობის დროს ახალ დონეზე გადავა, ჩვენ ვიზიარებთ საერთო ღირებულებებს, როგორიცაა ოჯახური ტრადიციები -ილჰამ ალიევი

Editor Dali
0
აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი იმედოვნებს, რომ ამერიკულ-აზერბაიჯანული ურთიერთობები დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის დროს ახალ დონეზე გადავა. ამის შესახებ ალიევმა სოციალურ ქსელში დაწერა. ალიევმა ასევე მადლობა გადაუხადა დონალდ ტამპს იმისთვის, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა თავის სოციალურ ქსელში გააზიარა შუშის მედიაფორუმზე მისი გამოსვლის ნაწილი, სადაც ის აშშ-თან პარტნიორობასა და მსოფლიოში მშვიდობიანი დღის წესრიგის მხარდაჭერაზე საუბრობდა. „მსურს, კიდევ ერთხელ აღვნიშნო […]

გენერალურ პროკურატურაში ჩორჩანას ეპიზოდთან დაკავშირებით ვლადიმერ ჩაჩიბაიას გამოკითხვა მიმდინარეობს

საქართველოს გენერალურ პროკურატურაში ჩორჩანას ეპიზოდთან დაკავშირებით გამოკითხვაზე საქართველოს თავდაცვის ძალების ყოფილი მეთაური ვლადიმერ ჩაჩიბაია მივიდა. ჩაჩიბაიას პროკურატურაში შესვლამდე მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია. ცნობისთვის, საქართველოს პროკურატურაში მიმდინარეობს გამოძიება საბოტაჟის, დამამძიმებელ გარემოებაში საბოტაჟის მცდელობის, უცხოეთის ორგანიზაციისათვის და უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარების და საქართველოს კონსტიტუციური წყობილების და ეროვნული უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობისთვის ფინანსების მობილიზების […]

რა ეღირება დოლარი და ევრო 23 ივლისს

Editor Dali
0
აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7106 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7106 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7113 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0007 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.1725 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.1565 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, […]