ჩვენ არ ვიცით, ზუსტად, რა მისამართიდან მოდიოდა ამერიკული გზავნილი – გვაქვს ეჭვი, რომ გზავნილი მოდიოდა სწორედ იმ დანაყოფიდან, სახელმწიფო დეპარტამენტში, რომელიც მოქმედებს “დიფ სთეითის” გავლენით – ირაკლი კობახიძე

Admin Tamuna
0
ჩვენ არ ვიცით, ზუსტად რა მისამართიდან მოდიოდა ამერიკული გზავნილი, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ “რუსთავი 2″-ის ეთერში განაცხადა, როდესაც უპასუხა ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებთან დაკავშირებულ კითხვას, კერძოდ, საელჩოს განცხადებაზე, რომლის თანახმად “ბიძინა ივანიშვილმა უარი თქვა ელჩ დანიგანთან შეხვედრაზე, სადაც მას ტრამპის ადმინისტრაციის გზავნილი უნდა მოესმინა. სახელმწიფო მდივან რუბიოს თხოვნით, 22 მაისს, ელჩმა დანიგანმა ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრა […]

22 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

Admin Tamuna
0
ვერძი გააანალიზეთ მშობლებთან ურთიერთობები, გადახედეთ ცხოვრების პირობებს და მიიღეთ შესაბამისი ზომები, გაარკვიეთ, რისკენ ისწრაფვით და, საერთოდ, რა გინდათ ცხოვრებისგან. კურო შეეცადეთ, დაალაგოთ ურთიერთობები ირგვლივ მყოფ ადამიანებთან, თანამშრომლებთან, ნათესავებთან, მეზობლებთან, მოიყვანეთ წესრიგში თქვენი გარემო, მოიცილეთ არაკეთილმოსურნეები და დატოვეთ თქვენთვის მისაღები და საინტერესო ადამიანები. ტყუპები დროა, მეტი სიფრთხილე გამოიჩინოთ ფინანსური საკითხების მიმართ, გაწერეთ ხარჯები და საჭიროებები, იფიქრეთ […]

მეორე ფრონტის ინტერესი არსად გამქრალა, უფრო მეტიც, დღეს ძალიან აშკარად გამოიკვეთა ომის გახანგრძლივების ინტერესი – პრემიერი

Admin Tamuna
0
მეორე ფრონტის ინტერესი არსად გამქრალა, უფრო მეტიც, დღეს ძალიან აშკარად გამოიკვეთა ომის გახანგრძლივების ინტერსი, ამაზე საუბრობენ ევროპელი პოლიტიკოსების უმრავლესობა. არავის უნდა უკვირდეს, რომ საქართველოზე ზეწოლა გრძელდება, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ „ღამის კურიერში“. პრემიერის თქმით, „დიფ სთეითის“ ინტერესი არის, რომ ომი რაც შეიძლება დიდხანს გახანგრძლივდეს, ომის გახანგრძლივებისთვის ერთ-ერთი კარგი საშუალება კი საქართველოში მეორე ფრონტის […]

ინფორმაცია, თითქოს ორხევის დასახლებაში სოციალური საცხოვრისიდან ოჯახები „გამოყარეს და ისინი ღია ცის ქვეშ დატოვეს“, არის სრული ტყუილი – თბილისის მერია

Admin Tamuna
0
თბილისის მერია ორხევის დასახლებაში, ერთ-ერთი შენობის დემონტაჟთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს. როგორც მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, აღნიშნული შენობა წარმოადგენს მუნიციპალიტეტის საკუთრებას, რომელიც ავარიულ მდგომარეობაშია და ვერ აკმაყოფილებდა საცხოვრებლად აუცილებელ კრიტერიუმებს, რის გამოც თბილისის მერიამ მისი დემონტაჟის გადაწყვეტილება მიიღო. „გვინდა, გამოვეხმაუროთ ერთ-ერთი ტელეკომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს ორხევის დასახლებაში არსებული სოციალური საცხოვრისიდან იქ მცხოვრები ოჯახები […]

არ მაქვს მოლოდინი, რომ ვიზალიბერალიზაციით შანტაჟი შეწყდება – ეკა სეფაშვილი

Admin Tamuna
0
პარტია „ხალხის ძალის“ საგარეო ურთიერთობათა მდივანი ეკა სეფაშვილი ევრობიუროკრატების მიერ ვიზალიბერალიზაციის შანტაჟის იარაღად გამოყენებას მედიასთან ეხმიანება. დეპუტატის განმარტებით, ევრობიუროკრატების მიერ საქართველოს მიმართ გაჟღერებული ბრალდებები, თითქოს ქვეყანამ ევროკავშირის გზას გადაუხვია, უარგუმენტოა და ამას საერთაშორისო ორგანიზაციებიც ადასტურებენ. „როდესაც ევრობიუროკრატების ცარიელ და ლიტონ სიტყვებს არ მოჰყვება რეალური მტკიცებულებები და ქმედებები და მათი ამ განცხადებების საპირისპირო კეთდება საქართველოში, რა […]

ღაზაში ომი ახლავე უნდა დასრულდეს – 25 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი

Admin Tamuna
0
ღაზაში ომი ახლავე უნდა დასრულდეს, – ამის შესახებ ერთობლივ განცხადებას 25 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი ავრცელებს. „ღაზაში მშვიდობიანი მოსახლეობის ტანჯვამ ახალ დონეს მიაღწია. ისრაელის მთავრობის დახმარების მიწოდების მოდელი საშიშია, არასტაბილურობას აღვივებს და ღაზაში მოსახლეობას ადამიანურ ღირსებას ართმევს. საშინელებაა ის, რომ დახმარების მიღებისას 800-ზე მეტი პალესტინელი დაიღუპა. ისრაელმა საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის შესაბამისად ნაკისრი ვალდებულებები უნდა შეასრულოს“, – […]

სააპელაციო სასამართლომ კესარია აბრამიძის განსაკუთრებული სისასტიკით მკვლელობის ფაქტზე მსჯავრდებულის მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი უცვლელად ძალაში დატოვა

Admin Tamuna
0
თბილისის სააპელაციო სასამართლომ კესარია აბრამიძის გენდერის ნიშნით  განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე  მსჯავრდებულის მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი, უცვლელად ძალაში დატოვა. სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2024 წლის 18 სექტემბერს, თბილისში, დიდ დიღომში, ბრალდებულმა გენდერისა და გენდერული იდენტობის ნიშნებით შეუწყნარებლობის მოტივით განსაკუთრებული სისასტიკით, დანით მრავლობითი დაზიანებები მიაყენა კესარია აბრამიძეს. მიყენებული დაზიანებების შედეგად დაზარალებული ადგილზე გარდაიცვალა. […]

გაატარე ზაფხული შენებურად- ახალი თიბისი ბარათი მომხმარებლებს საზღვარგარეთ მოგზაურობის უნიკალურ შესაძლებლობას აძლევს

Editor Dali
0
მათ, ვისაც ჯერ კიდევ არ გაქვთ ახალი თიბისი ბარათი, ახალი თიბისი კონცეპტ ბარათი ან თიბისი კონცეპტ 360,  21 ივლისიდან 24 აგვისტოს ჩათვლით, გეძლევათ უნიკალური შესაძლებლობა დაგეგმოთ და დასაჩუქრდეთ საზღვარგარეთ მოგზაურობით. ის მომხმარებლები, რომლებიც შეთავაზების პერიოდში (21 ივლისიდან 24 აგვისტოს ჩათვლით) მობაილბანკიდან პირველად აიღებენ ახალ თიბისი ბარათს და ყველაზე სწრაფად შეასრულებენ  ნებისმიერი ოდენობის პირველ 10 ტრანზაქციას, […]

“რატომ თვლის პუტინი ბლეფად ტრამპის მიერ ტარიფების ზრდას რუსეთის წინააღმდეგ”-The Spectator

Editor Dali
0
„რუსეთში დონალდ ტრამპის 50-დღიანი ულტიმატუმი დაცინვის ობიექტად იქცა, – ნათქვამია ბრიტანული ყოველკვირეული ჟურნალის „სფექთეითორის“ (The Spectator) მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით: „რატომ თვლის პუტინი ბლეფად ტრამპის მიერ ტარიფების ზრდას რუსეთის წინააღმდეგ“ (ავტორი – ალექსანდრე კოლიანდრი, ვაშინგტონის ევროპული პოლიტიკის ანალიზის ცენტრის თანამშრომელი). გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით: დონალდ ტრამპის მიერ გამოცხადებულ ულტიმატუმს, თუ რუსეთი 50 დღის განმავლობაში არ […]

სახელმწიფო გრანტის მიღების მსურველთათვის საჯარო კონკურსი ცხადდება

Editor Dali
0
დღეს გამოცხადდება საჯარო კონკურსი, სადაც განსაზღვრული იქნება ყველა პირობა, დანართებად აიტვირთება დოკუმენტები და ხელმისაწვდომი იქნება ნებისმიერი საზოგადოებრივი ორგანიზაციისათვის, რომელიც დაინტერესდება, მოგვმართავს სახელმწიფო გრანტის მიღების სურვილით, – ამის შესახებ სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტოს თავმჯდომარემ, თამარ ზოდელავამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, ნებისმიერ დაინტერესებულ საზოგადოებრივ ორგანიზაციას ექნება საშუალება, ისარგებლოს ინიციატივით და მიმართოს სააგენტოს სახელმწიფო გრანტის მიღების სურვილით. […]

რა ეღირება დოლარი და ევრო 22 ივლისს

Editor Dali
0
აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7113 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7113 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7118 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0005 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.1565 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.1568 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, […]

ბოლო პერიოდში ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის გაცემული რეკომენდაციების შინაარსი ქართველი საზოგადოებისა და მართლმადიდებელი ეკლესიის წიაღში სერიოზულ შეშფოთებას იწვევს -საპატრიარქო

Editor Dali
0
ბოლო პერიოდში ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის გაცემული რეკომენდაციების შინაარსი ქართველი საზოგადოებისა და მართლმადიდებელი ეკლესიის წიაღში სერიოზულ შეშფოთებას იწვევს, – ამის შესახებ აღნიშნულია საპატრიარქოს განცხადებაში. როგორც საპატრარქოს განცხადებაშია ნათქვამი, „საუბარია იმ ნაწილზე, რომელიც ითვალისწინებს ოჯახის სიწმინდის დაცვისა და არასრულწლოვანთა მიმართ ე.წ. ლგბტ პროპაგანდის შეზღუდვის კანონმდებლობის გაუქმების მოთხოვნას“. „აღნიშნული მიდგომა სრულად ეწინააღმდეგება იმ პრინციპებსა და განცხადებებს, რომლებიც წლების […]