სუს-მა ფეთქებადი ნივთიერების მართლსაწინააღმდეგო შეძენის, შენახვისა და გადაზიდვის ბრალდებით უკრაინის ორი მოქალაქე დააკავა

Editor Dali
0
მიღებული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა და შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, უკრაინის ორი მოქალაქე დააკავა. ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი. როგორც ბრიფინგზე აღინიშნა, მიმდინარე წლის 10 სექტემბერს, უკრაინული სანომრე ნიშნებით მოძრავმა, MERCEDES-BENZ-ის მარკის სატვირთო ავტომანქანამ, უკრაინიდან საქართველოს მიმართულებით, რუმინეთის და ბულგარეთის გავლით, თურქეთიდან გადმოკვეთა […]

“მეგობარი აქტი” რეალურად იყო მტრული და მეგობრობის იქ არაფერი ეწერა-კახა კალაძე

Editor Dali
0
„მეგობარი აქტი“ რეალურად მტრული იყო და მეგობრობის იქ არაფერი ეწერა, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დემოკრატი კონგრესმენის, სტივ კოენის მიერ ჰელსინკის კომისიაში გაკეთებული იმ განცხადების შეფასებისას აღნიშნა, რომლის თანახმადაც, ამერიკის შეერთებული შტატების სენატი „მეგობარი აქტის“ მიღებას არ აპირებს. კახა კალაძის შეფასებით, საქართველოსთან დაკავშირებული კანონპროექტი სიცრუით იყო გაჯერებული. „რეალურად მტრული აქტი იყო და მეგობრობის […]

მარტვილის მუნიციპალიტეტში ძაღლს, რომელმაც მიმკედლებელი დაკბინა, ცოფი დაუდასტურდა – ტერიტორიაზე გამოცხადდა კარანტინი – სურსათის ეროვნული სააგენტო

Editor Dali
0
მარტვილის მუნიციპალიტეტში მიკედლებულ ძაღლს ცოფი დაუდასტურდა, ადგილზე გამოცხადდა კარანტინი და დაიწყო ცოფის სალიკვიდაციო ღონისძიებები. ინფორმაციას ამის შესახებ სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. უწყების ცნობით, დაწყებულია დაავადების ამთვისებელი ცხოველების ვაქცინაცია, დეზინფექცია, ცხოველთა გადაადგილების შეზღუდვა და  უპატრონო და ცოფის ამთვისებელი ცხოველების ჯანმრთელობაზე ზედამხედველობა. „მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაჯახავოში ცოფის შემთხვევა დაფიქსირდა. 2 თვის ლეკვმა, რომლის დედა ოჯახმა რამდენიმე თვის […]

დაიწყეთ სასწავლო წელი ჯანსაღი გონებით და ძლიერი იმუნიტეტით, GM PHARMA-ს ცნობილ ევროპულ ბრენდებთან ერთად!

Editor Dali
0
დასვენებისა და თავგადასავლებით სავსე ზაფხულის შემდეგ, ჩვენი პატარები უკვე ახალი სასწავლო წლის ზღურბლზე დგანან. სექტემბრის დასაწყისიდან მშობლებისთვის აქტიური სასკოლო მზადება იწყება. ჩანთების, რვეულების, ფანქრების და ახალი ტანსაცმლის არჩევასთან ერთად, თითოეული მშობელისთვის მთავარი პრიორიტეტი ბავშვების ფიზიკური და გონებრივი მომზადებაა. ახალი სასწავლო წელი საინტერესო გამოწვევების დასაწყისია, ამიტომ მნიშვნელოვანია ენერგიის, კონცენტრაციისა და სიმშვიდის შენარჩუნება. სწორად ორგანიზებული ძილი, ჯანსაღი კვება და ძლიერი […]

„თუ გული გულობს, ქადა ორი ხელით იჭმევა“ – თუ დაკვირვების სურვილი ჰქონდათ, საკმარისი დროა იმისთვის, რომ დააკვირდნენ – შალვა პაპუაშვილი ეუთო/ოდირზე

Admin Tamuna
0
„თუ გული გულობს, ქადა ორი ხელით იჭმევა“, თუ დაკვირვების სურვილი ჰქონდათ, საკმარისი დროა იმისთვის, რომ დააკვირდნენ – ასე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტების შეკითხვას, რომელიც ეუთო/ოდირის იმ გადაწყვეტილებას შეეხებოდა, რომლის მიხედვითაც ისინი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე სადამკვირვებლო მისიის გამოგზავნას ვერ შეძლებენ. როგორც მან აღნიშნა, ახლა დაკვირვებას არაფერი წინ არ უდგას, რადგან აქტიური საარჩევნო კამპანია ერთი […]

სხვისი ქონების დაზიანება, თუ შესაბამისი ნივთი 150 ლარზე მეტი ღირებულების არის, სისხლის სამართლის დანაშაულია, 35 წელია ასეა – პრემიერი

Admin Tamuna
-1
სხვისი ქონების დაზიანება, თუ  შესაბამისი ნივთი 150 ლარის  ზევით ღირებულების არის, სისხლის სამართლის დანაშაულია. ჩვენ არ მოგვიგონია, 35 წელია ასეა, –  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც აქტივისტის, მეგი დიასამიძის დაკავებას ეხებოდა.    როგორც პრემიერმა აღნიშნა, დანაშაულისთვის ნებისმიერი ადამიანი უნდა დაისაჯოს.   „მე არ ვიცი, 5 წელი იქნება თუ რამდენი, […]

კახა კალაძემ საზოგადოებას გარემოს დაცვის პოლიტიკის მიმართულებით დაგეგმილი პროექტები გააცნო

Admin Tamuna
0
პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატმა, დედაქალაქის მოქმედმა მერმა კახა კალაძემ საზოგადოებას მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში, გარემოს დაცვის პოლიტიკის მიმართულებით დაგეგმილი პროექტები წარუდგინა. ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი და თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე ზურაბ აბაშიძე ესწრებოდნენ. სიტყვით გამოსვლისას დედაქალაქის მერმა ყურადღება რეკრეაციული სივრცეების არსებობის მნიშვნელობაზე გაამახვილა და აღნიშნა, რომ გასულ წლებში […]

თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ ფესტივალს „ჯაზი და ღვინო კახეთი“

Admin Tamuna
0
  თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით წელს კახეთი მეცხრედ მასპინძლობს ჯაზისა და ღვინის ფესტივალს, რომელიც წინანდლის მამულებში, 11 ოქტომბერს გაიმართება. წლევანდელ ფესტივალში მსოფლიოს გამოჩენილ მუსიკოსებთან ერთად მონაწილეობას 30-ზე მეტი ქართული ღვინის მწარმოებელი მიიღებს. 13:00 | ღვინის დეგუსტაცია. 14:00 და 16:00 | ამფითეატრის სცენა დაეთმობა იტალიურ ჯგუფს სალთ ფინათსი (SALT PEANUTS), რომლის სპეციალური სტუმარი მომღერალი რეიჩელ დოუ (RACHEL […]

დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე – სამეგრელოს პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო

Admin Tamuna
0
შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების (ოპერატიული) სამმართველოსა და საგამოძიებო სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, 1999 წელს დაბადებული უკრაინის რესპუბლიკის მოქალაქე ე.ბ. დააკავეს. დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სამართალდამცველებმა, ბრალდებულის მიერ, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, […]

ჩარლი კირკი, რომელსაც ღონისძიებაზე ესროლეს, გარდაიცვალა

Admin Tamuna
0
“Turning Point USA“-ს დამფუძნებელი, კონსერვატორი აქტივისტი, ჩარლი კირკი იუტას ველის უნივერსიტეტში გამართულ ღონისძიებაზე სროლის შედეგად გარდაიცვალა. ინფორმაცია აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დაადასტურა. “დიდი და ლეგენდარული ჩარლი კირკი გარდაიცვალა… მას ყველა უყვარდა და აღმერთებდა, განსაკუთრებით მე, და ახლა ის ჩვენთან აღარ არის. მელანიასა და ჩემი სამძიმარი მის მშვენიერ მეუღლეს, ერიკას და ოჯახს. ჩარლი, გვიყვარხარ!“, – დაწერა […]

რუსეთის წინააღდეგ სანქციებს მნიშვნელოვნად გავაძლიერებთ – კაია კალასი პოლონეთის საჰაერო სივრცის დარღვევაზე

Admin Tamuna
0
უმკაცრესად ვგმობთ 10 სექტემბერს რუსული დრონების მიერ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს საჰაერო სივრცის განზრახ დარღვევას. ეს აგრესიული და უგუნური ქმედება რუსეთის მხრიდან სერიოზული ესკალაციის ნაწილია, – ამის შესახებ აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასი ევროკავშირის სახელით ავრცელებს. კალასის შეფასებით, რუსეთის აღნიშნული ქმედება საფრთხეს უქმნის ევროკავშირის მოქალაქეების უსაფრთხოებას, რეგიონულ სტაბილურობას და საერთაშორისო […]

11 სექტემბერის ამინდის პროგნოზი

  11 სექტემბერს საქართველოში კვლავ წვიმინი ამინდია მოსალოდნელი   გაგრა +24 – წვიმა სოხუმი +23 – წვიმა ზუგდიდი +27 – წვიმა მესტია +19 – წვიმა ფოთი +24 – წვიმა ბათუმი +25 – წვიმა ოზურგეთი +23 – წვიმა ქუთაისი +22 – წვიმა ამბროლაური +20 – წვიმა ახალციხე +14 – წვიმა ბორჯომი +16 – წვიმა ბაკურიანი +14 […]