შეიძლება ვინმეს არ მოვწონდე ან ვიღაცას სხვა არ მოსწონდეს, მაგრამ ერთმანეთს ცხვირ-პირი დავალეწოთ, ვაგინოთ, ბანერები დავუხიოთ, ეს არის სიბნელე – კახა კალაძე

Admin Tamuna
0
ყოველდღე იკრიბებიან, ერთმანეთს ხვდებიან, ესაუბრებიან, ერთმანეთს აგინებენ და ალბათ, ხვალაც შეიკრიბებიან, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ოპოზიციის მიერ 13 სექტემბერს დაგეგმილ აქციაზე საუბრისას განაცხადა. კახა კალაძის თქმით, ჩხუბი, გინება და ბანერების დაზიანება ევროპასთან და დემოკრატიასთან კავშირში არ არის. „ყველას, გინდ იქ მდგომს, გინდ განსხვავებული მოსაზრების მქონე ადამიანებს, მინდა ვუსურვო ის, რომ რეალობას შეხედონ. […]

საქართველოში, სადაც სახელმწიფო ენა არის ქართული, მომხმარებელს უფლება აქვს მიიღოს მომსახურება ქართულ ენაზე და მიმწოდებელი კომპანია ვალდებულია, უზრუნველყოს კომუნიკაციის აღნიშნული ფორმა – ირაკლი ლექვინაძე

Admin Tamuna
0
ბოლო პერიოდში ძალიან აქტუალური იყო მიწოდების სერვისებთან დაკავშირებული “ქეისები”, კერძოდ, როდესაც ნივთის მომწოდებელთან იქმნებოდა კომუნიკაციის პრობლემები, ანუ, კურიერმა არ იცოდა ქართული, ასევე უჭირდა კომუნიკაცია ინგლისურ ენაზეც კი, მომხმარებელს უფლება აქვს მიიღოს მომსახურება ქართულ ენაზე – ამის შესახებ GCCA-ის თავმჯდომარე ირაკლი ლექვინაძემ განაცხადა. მისივე თქმით, კონკრეტულ კომპანიებს აქვთ მიცემული ვადა, რომ მოაგვარონ აღნიშნული საკითხი და ჰყავდეთ […]

არსებული ინფორმაციით, მურთაზ ზოდელავა გამოძიებასთან თანამშრომლობის სურვილს აფიქსირებს – ფაქტს უარყოფს მისი ადვოკატი

Admin Tamuna
0
არსებული ინფორმაციით, ოპოზიციონერი პოლიტიკოსი მურთაზ ზოდელავა გამოძიებასთან თანამშრომლობის სურვილს აფიქსირებს, თუმცა, ფაქტს უარყოფს მისი ადვოკატი ბექა ბასილაია. რა ჩვენება მისცა გამოძიებას, ყოფილმა მთავარმა პროკურორმა, ამ ეტაპზე არ საჯაროვდება. შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა, 11 სექტემბერს, „ნაციონალური მოძრაობის“პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის ლევან ხაბეიშვილის დაკავების შემდეგ, ოპოზიციონერი პოლიტიკოსი მურთაზ ზოდელავაც დააკავა. უწყებაში  გამართულ ბრიფინგზე განმარტეს, მურთაზ ზოდელავამ სცადა გაქცევა, […]

ცესკოს თავმჯდომარე საოლქო საარჩევნო კომისიებთან სამუშაო შეხვედრებს აგრძელებს

Editor Dali
0
ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი რეგიონებში საოლქო საარჩევნო კომისიებთან სამუშაო შეხვედრებს აგრძელებს და მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებისთვის სამზადისს პირადად ეცნობა. მორიგი სამუშაო შეხვედრა გიორგი კალანდარიშვილმა ცესკოს აპარატის/იურიდიული დეპარტამენტის უფროსთან გიორგი სანტურიანთან ერთად ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისიაში გამართა. ისინი დეტალურად გაეცნენ 4 ოქტომბრის მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებისთვის კომისიის მიერ განხორციელებულ და მიმდინარე საქმიანობებსა და აქტივობებს. მხარეებმა […]

ხაბეიშვილს აძლევდნენ ჯერ 3000, შემდეგ 5000 ლარს თვეში და დაავალეს დანაშაულის ჩადენა, ჩაადენინეს დანაშაული და გაწირეს ციხისთვის – ასეთია აგენტის ხვედრი -ირაკლი კობახიძე

Editor Dali
0
ხაბეიშვილს აძლევდნენ ჯერ 3000, შემდეგ 5000 ლარს თვეში და დაავალეს დანაშაულის ჩადენა, ჩაადენინეს დანაშაული და გაწირეს ციხისთვის – ასეთია აგენტის ხვედრი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით,  როდესაც ადამიანი ხდება აგენტი, ის იძულებულია, გადადგას ისეთი ნაბიჯი, რომელიც მასვე აზიანებს. „კიდევ ერთხელ გავიმეორებ ყველას გასაგონად, რომ არავის ვურჩევ აგენტობას. როდესაც ხდები აგენტი, შენ იძულებული ხარ, გადადგა ისეთი ნაბიჯი, რომელიც შენვე გაზიანებს. მას აძლევდნენ ჯერ 3000, შემდეგ 5000 ლარს თვეში და დაავალეს დანაშაულის ჩადენა. ჩაადენინეს დანაშაული და გაწირეს ციხისთვის. ასეთია აგენტის ხვედრი. დანარჩენი არის გამოძიების საქმე”, – განაცხადა პრემიერმა.

რა ეღირება დოლარი და ევრო 13 სექტემბერს

Editor Dali
0
აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7002 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7002 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6939 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0063 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.1679 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.1473 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, […]

გედევან ფოფხაძე ეძგვერაძე ბარნაბასავით არის, ვერავინ გაიგო, რომელ პარტიას ეკუთვნის -გია ვოლსკი

Editor Dali
-1
გედევან ფოფხაძე ეძგვერაძე ბარნაბასავით არის, ვერავინ გაიგო, რომელ პარტიას ეკუთვნის. გასათვალისწინებელია მისი ფსიქოლოგიური გარემოებაც, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა. ვოლსკი გამოეხმაურა კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრის, გედევან ფოფხაძის განცხადებას, სადაც მან აღნიშნა: „გულწრფელად გეტყვით, მაგათი არავის ფიზიკური განადგურება არ მეწყინება, ივანიშვილს ბენზინს თუ გადაასხამენ და ცეცხლს წაუკიდებენ, არ მეწყინება“. „მგონი, გედევან ფოფხაძემ თავის მიზანს […]

“პუტინი და ნეთანიაჰუ – ორმაგი პრობლემა ტრამპის დიპლომატიისათვის”-BBC

Editor Dali
0
ბრიტანულმა სამაუწყებლო კომპანია „ბი-ბი-სი“-მ (BBC) თავის ვებ-საიტზე გამოაქვეყნა ვრცელი სტატია სათაურით: „პუტინი და ნეთანიაჰუ – ორმაგი პრობლემა ტრამპის დიპლომატიისათვის“ (ავტორი – პოლ ადამსი), რომელშიც განხილული და გაანალიზებულია აშშ-ის პრეზიდენტის წინაშე ბოლო დღეებში რუსეთისა და ისრაელის მოქმედებით გაჩენილი პრობლემატური მოვლენები: რა უნდა გააკეთოს დონალდ ტრამპმა ვლადიმერ პუტინისა და ბენიამინ ნეთანიაჰუს ჯიუტობისა და თვითნებობის აღსაკვეთად? გთავაზობთ პუბლიკაციას […]

მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 12 მოქალაქე დააკავეს

Editor Dali
0
უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სპეციალური საიმიგრაციო კონტროლის ღონისძიება ჩაატარეს. ინფორმაციას ამის შესახებ შსს ავრცელებს. უწყების ცნობით, ღონისძიების ფარგლებში დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ გადამოწმდა კონკრეტული ლოკაციები, რაც მიზნად ისახავდა საქართველოში კანონიერი საფუძვლის გარეშე მყოფ უცხო ქვეყნის მოქალაქეთა გამოვლენას. „ჩატარებული კომპლექსური ღონისძიების შედეგად დაკავებულია უცხო ქვეყნის 12 მოქალაქე. მათ შორის არიან […]

ევროკავშირის წევრობა არ არის უსაფრთხოების გარანტია, ეს არის დამსახურებაზე დაფუძნებული პროცესი, უკრაინის ევროკავშირში დაჩქარებული გაწევრიანება ომის საფრთხეს შემოიტანს -ორბანი

Editor Dali
0
ევროკავშირის წევრობა არ არის უსაფრთხოების გარანტია, ეს არის დამსახურებაზე დაფუძნებული პროცესი, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში უნგრეთის პრეზიდენტი ვიქტორ ორბანი ფინეთის პრეზიდენტის, ალექსანდრ სტუბის განცხადების საპასუხოდ წერს. როგორც ვიქტორ ორბანი წერს, უკრაინის ევროკავშირში დაჩქარებული გაწევრიანება ჩვენს კავშირს არ გააძლიერებს, ეს ომის საფრთხეს შემოიტანს. „ფინეთის პრეზიდენტმა, ალექსანდრ სტუბმა თქვა, რომ „უსაფრთხოების ყველაზე ძლიერი გარანტია უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებაა“. […]

თამარ ტალიაშვილი აშშ-ის სენატორ სტივ დეინს შეხვდა

Editor Dali
0
ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს ელჩი თამარ ტალიაშვილი სენატორ სტივ დეინს შეხვდა. ამის შესახებ ტალიაშვილი სოციალურ ქსელში წერს. „ჩემთვის ძალიან სასიამოვნო იყო აშშ-ის სენატორ, სტივ დეინსთან, ნამდვილ პატრიოტთან შეხვედრა. ჩვენ განვიხილეთ აშშ-საქართველოს ურთიერთობებში ახალი თავის გახსნა, არსებული კავშირების განმტკიცება, ასევე ჩვენს რეგიონში მშვიდობისა და კეთილდღეობის მნიშვნელობა”,- წერს ტალიაშვილი სოციალურ ქსელში.

ლიბერალურმა ფაშიზმმა ზიზღის გარემოს მკვებავი დაჯგუფებები საქართველოშიც გააჩინა, ბოლშევიზმის იდეური მემკვიდრე ლიბერალური ფაშიზმიც ჩვენში გარედან ჩანერგილი პრაქტიკაა -შალვა პაპუაშვილი

Editor Dali
0
ჩარლი კირკის მკვლელობამ ნათლად დაგვანახა, რომ ზიზღის, სიძულვილის, შუღლის მთესველი იდეოლოგები და აგიტატორები გონებას უბინდავენ მოწყვლად ადამიანებს, აქცევენ მათ დეჰუმანიზებულ არსებებად და არათუ პოტენციურ, არამედ რეალურ სასხლეტის გამომკვრელებად, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს. როგორც პაპუაშვილი წერს, ლიბერალურმა ფაშიზმმა ზიზღის გარემოს მკვებავი დაჯგუფებები საქართველოშიც გააჩინა. მისივე თქმით, ბოლშევიზმის იდეური მემკვიდრე […]