12 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

Editor Dali
0
ვერძი ეს დღე ახალი პროექტების დასაწყებად არახელსაყრელია. უმჯობესია კოლეგების თხოვნა და საკუთარი პირობა გაიხსენოთ და დაწყებული საქმეების დასრულებაზე იზრუნოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება მათი პატივისცემა დაკარგოთ და სამსახურში ურთიერთობები გააფუჭოთ. გირჩევთ ახლობლებს მეტი დრო დაუთმოთ — ისინი თქვენს დახმარებასა და მხარდაჭერას ძალიან საჭიროებენ. დროა პარტნიორის ნდობა და მისი მოსმენა ისწავლოთ. ეცადეთ ერთმანეთს ურთიერთბრალდებების და საყვედურების გარეშე, […]

გახარიას პარტიის წევრების პარლამენტში შესვლა გარდაუვალია -ირაკლი კობახიძე

Editor Dali
0
გახარიას პარტიის წევრების პარლამენტში შესვლას რაც შეეხება, ეს უკვე გარდაუვალია, ეს იურიდიულადაც პრაქტიკულად უკვე გააფორმეს, როდესაც განცხადებები დაწერეს სხვადასხვა თვითმმართველობაში, წამოსვლასთან დაკავშირებით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ გადაცემა „იმედი ლაივში“ განაცხადა. პრემიერის თქმით, მათ უწევთ, რომ შეიყვანონ დეპუტატები პარლამენტში, იმისთვის, რომ აღუდგეთ დაფინანსება მომავალი წლიდან. „გახარიას პარტიის წევრების პარლამენტში შესვლას რაც შეეხება, ეს […]

ჩვენი გუნდის ყოფილი წევრებისგან იღებდა თანხას ხაბეიშვილი, ზოგადად, მას ახასიათებს კორუმპირებულებისგან ფულის აღება და აქაც ამ შემთხვევასთან გვქონდა საქმე-ირაკლი კობახიძე

Editor Dali
0
ჩვენი გუნდის ყოფილი წევრებისგან იღებდა თანხას ხაბეიშვილი, ზოგადად, მას ახასიათებს კორუმპირებულებისგან ფულის აღება და აქაც ამ შემთხვევასთან გვქონდა საქმე, ვიღაცებს ჰქონდათ სუბიექტური ინტერესები და ამ სუბიექტური ინტერესების რეალიზებისათვის უხდიდნენ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ „იმედი ლაივის“ ეთერში განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, დანარჩენზე შესაბამისი უწყებები ისაუბრებენ. „მთავარი არის ის, რომ ჩვენთან მოქმედებს სამართლისა და კანონის უზენაესობა. […]

“როცა სამშობლოს ეუბნები, რომ ის მართალი არ არის, სწორედ ესაა პატრიოტიზმი”-ალა პუგაჩოვა

Editor Dali
0
რუსეთის ერთ-ერთმა მთავარმა მომღერალმა ალა პუგაჩოვამ, ინტერვიუ მისცა „ბიბისის“ რუსული სამსახურის (BBC russian) კორესპონდენტს კატერინა ანდრეევას, რომელიც გამოქვეყნებულია BBC-ის ვებ-საიტზე სათაურით: „როცა სამშობლოს ეუბნები, რომ ის მართალი არ არის, სწორედ ესაა პატრიოტიზმი“. ეს ინტერვიუ არის ალა პუგაჩევას პირველი ვრცელი საუბარი ჟურნალისტთან მას შემდეგ, რაც იგი რუსეთიდან საზღვარგარეთ წავიდა, უკრაინასთან ომის გაპროტესტების გამო. 3,5-საათიანი ინტერვიუს მთავარ […]

კანონს ვინც დაარღვევს, ყველა აგებს პასუხს, ეს ვრცელდება ყველაზე, ჩვენს ყოფილ თანაგუნდელებზე, პოლიტიკაში მყოფ პირებზე, არ აქვს მნიშვნელობა – ირაკლი კირცხალია

Editor Dali
0
კანონს ვინც დაარღვევს, ყველა აგებს პასუხს, ეს ვრცელდება ყველაზე, ჩვენს ყოფილ თანაგუნდელებზე, მოქმედ, თუ არამოქმედ თანამდებობის პირებზე, პოლიტიკაში მყოფ პირებზე, არ აქვს მნიშვნელობა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ განაცხადა. კირცხალიას თქმით, ყველამ მოისმინა თანამდებობის პირებისთვის ქრთამის შეთავაზებაზე ლევან ხაბეიშვილის მოწოდებები და აღნიშნა, რომ ე.წ. პოლიტიკოსი კარგად უნდა ხვდებოდეს, რომ მის თითოეულ სიტყვას მნიშვნელობა აქვს. „ლევან […]

“როგორია ვლადიმერ პუტინის გეგმები ნატოს აღმოსავლეთის ფლანგის მიმართ? -Financial Times

Editor Dali
0
ბრიტანულ გაზეთ „ფაინენშელ თაიმსში“ (Financial Times) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით: “როგორია ვლადიმერ პუტინის გეგმები ნატოს აღმოსავლეთის ფლანგის მიმართ? რუსული დრონების პოლონეთში შეჭრა გვაჩვენებს, თუ რამდენად მოუმზადებელია ჩრდილოატლანტიკური ალიანსი კრემლის მოულოდნელი შეტევებისათვის” (ავტორები – ჰენრი ფოი, უივერ კორტნი და ჩარლზ ქლოვერი). გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით: ვლადიმერ პუტინს რომ განზრახული ჰქონოდა დრონების რეიდი განეხორციელებინა პოლონეთის წინააღმდეგ ნატოს ჰაერსაწინააღმდეგო […]

იმ პერიოდში, როდესაც საქართველო ომში ჩათრევის უდიდესი რისკის წინაშე იდგა, თავდაცვის მინისტრი ბრალდებულია ჯარის თანხების მითვისებაში, შემაშფოთებელი ფაქტია -ირაკლი კირცხალია

Editor Dali
0
იმ პერიოდში, როდესაც საქართველო ომში ჩათრევის უდიდესი რისკის წინაშე იდგა, თავდაცვის მინისტრი ბრალდებულია ჯარის, თავდაცვის ძალების თანხების მითვისებაში, შემაშფოთებელი ფაქტია, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ განაცხადა. მისივე თქმით, საზოგადოების ინტერესიდან გამომდინარე, გამოძიების მიმდინარეობა ეტაპობრივად ცნობილი გახდება. „ბატონი ბურჭულაძის დაკავებას რაც შეეხება, უპირველესად, არასასიამოვნოა ის ფაქტი, როდესაც საუბარი არის შენი გუნდის ყოფილ წევრზე […]

რა ეღირება დოლარი და ევრო 12 სექტემბერს

Editor Dali
0
აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6920 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6920 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6921 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0001 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.1502 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.1651 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, […]

ცენტრალურ საარჩევნო კომისიასა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის წარმომადგენლებს შორის სამუშაო შეხვედრა გაიმართა

Editor Dali
0
საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიასა (ცესკო) და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის (უსკო) წარმომადგენლებს შორის სამუშაო შეხვედრა გაიმართა. ინფორმაციას ამის შესახებ ცესკო ავრცელებს. უწყების ცნობით, შეხვედრა ცესკო-ს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა და უსკო-ს თავმჯდომარე პარმენ ჯალაღონიამ გახსნეს. „გიორგი კალანდარიშვილის განცხადებით, უსკო ადმინისტრაციის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს, სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია სხვადასხვა საარჩევნო საკითხის შესახებ არსებული პრაქტიკა აქტიურად იყოს […]

სუს-მა მურთაზ ზოდელავა დააკავა

Editor Dali
0
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრ ლევან ხაბეიშვილთან ერთად „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი მურთაზ ზოდელავაც დააკავა. ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი. „ლევან ხაბეიშვილის დაკავებისას მასთან ერთად დაკავებულია მურთაზ ზოდელავა, რომელსაც ხაბეიშვილმა დაკავებისთანავე მიაწოდა თავისი მობილური ტელეფონი, ზოდელავამ კი, აღნიშნული ტელეფონის გადამალვის მიზნით სცადა გაქცევა, რა დროსაც გაუწია ფიზიკური წინააღმდეგობა ანტიკორუფციული სააგენტოს […]

სუს-მა ლევან ხაბეიშვილი ქრთამის სახით მოხელეებისთვის ფულადი თანხების საჯარო დაპირების ბრალდებით დააკავა

Editor Dali
0
სუს-მა ლევან ხაბეიშვილი ქრთამის სახით მოხელეებისთვის ფულადი თანხების საჯარო დაპირების ბრალდებით დააკავა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრი ლევან ხაბეიშვილი ქრთამის სახით მოხელეებისთვის ფულადი თანხების საჯარო დაპირების ბრალდებით დააკავა. აღნიშნულის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი. „საქმე ეხება ქრთამის სახით მოხელეებისთვის ფულადი თანხების საჯარო დაპირების ფაქტს. კერძოდ, ერთ-ერთი პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი, ლევან […]

სუს-მა თავდაცვის ყოფილი მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე დააკავა

Editor Dali
0
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ჯუანშერ ბურჭულაძე დააკავა. ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი. „ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება, სასამართლოს განჩინების საფუძველზე დაკავებულია საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე. ჩატარებული გამოძიებით […]