4 ოქტომბრის არჩევნებისთვის ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა შეადგენს 3 513 818-ს -ცესკო

Editor Dali
0
საარჩევნო ადმინისტრაციამ ამომრჩეველთა ერთიან სიაზე მუშაობა დაასრულა. ამასთან დაკავშირებით დღეს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში პრესსპიკერის ნათია იოსელიანის ბრიფინგი გაიმართა. „როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია ამომრჩეველთა ერთიანი სიის ფორმირება ხორციელდება სხვადასხვა უწყებების მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე. გვინდა მადლობა გადავუხადოთ ყველა ადმინისტრაციულ ორგანოს ამ პროცესში მჭიდრო თანამშრომლობისთვის და კოორდინაციისთვის. ასევე, მადლობას ვუხდით ამომრჩევლებს აქტიურობისთვის. მონაცემების გადამოწმებისთვის და სიების სრულყოფის პროცესში […]

AI ოლიმპიადა – თიბისელი მენტორების ამბავი თვითრწმენიდან გამარჯვებამდე

Editor Dali
0
საერთაშორისო AI ოლიმპიადა მსოფლიოს 60-ზე მეტი ქვეყნის საუკეთესო ახალგაზრდებს აერთიანებს. წელს მათ შორის იყვნენ ქართველი მოსწავლეებიც, რომლებსაც სჯეროდათ – წინ გამოწვევები და დიდი გამარჯვება ელოდათ. ამ ამბის შექმნისას მათ მხარში თიბისელი მენტორები – ლუკა დარსალია და ნიკა მიქაბერიძე ედგნენ, რომლებმაც ოლიმპიადის ყოველი ახალი ეტაპის თითოეული ემოცია მონაწილეებთან ერთად განიცადეს. „თავიდან საკმაოდ რთული იყო, ბევრი რამ […]

გასული ოთხი წელი იყო გამორჩეული ეკონომიკური ზრდისთვის, საშუალო წლიურმა ზრდამ შეადგინა 9.4%, ყველა მიმართულებით ვინარჩუნებთ სტაბილურობას, თანმიმდევრულ განვითარებას -პრემიერი

Editor Dali
0
ჩვენთვის, ყოველ ჯერზე, ძალიან მნიშვნელოვანია ბიზნესასოციაციის წარმომადგენლებთან გამართული შეხვედრები, ეს გვაძლევს ერთმანეთთან მოსაზრებების, ინფორმაციის ურთიერთგაზიარების საშუალებას, რაც მთავრობას ეხმარება სამომავლო გადაწყვეტილებების მიღებაში, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ საქართველოს ბიზნესასოციაციის კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისივე თქმით, გასული ოთხი წელი საქართველოსთვის იყო გამორჩეული ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით და საშუალო წლიურმა ზრდამ 9.4% შეადგინა. საქართველო ყველა მიმართულებით ინარჩუნებს […]

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა-ლარზე მოქმედი ძირითადი ფაქტორები

Editor Dali
0
ლარზე მოქმედი ძირითადი ფაქტორების მხრივ, აღსანიშნავია, რომ აგვისტოში წმინდა სავალუტო შემოდინებები კვლავ მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა, თუმცა, ამავდროულად, შეინიშნება უცხოურ ვალუტაზე მოთხოვნის ზრდაც, მათ შორის დეპოზიტების სავალუტო კომპოზიციის კუთხით. ეს, შარშანდელი პერიოდის მსგავსად, შესაძლოა, სენტიმენტების ფაქტორის გააქტიურებას უკავშირდებოდეს, თუმცა, როგორც ჩანს, უფრო ნაკლები მასშტაბით. ამასთან, თიბისი კაპიტალის მოკლევადიანი და გრძელვადიანი წონასწორობის ჩარჩოს თანახმად, ლარი მცირედით, თუმცა კვლავ […]

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

Editor Dali
0
26 სექტემბერს მთელი ქვეყნის მასშტაბით წვიმს. სინოპტიკოსები წვიმიან ამინდს ვარაუდობენ ქუთაისში, სადაც დღისით +24 და ღამით +16 გრადუსია მოსალოდნელი. ოზურგეთშიც წვიმიანი ამინდია. დღისით +25 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +16. ბათუმშიც წვიმიან ამინდს ვარაუდობენ, დღისით ჰაერი +23 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +15 გრადუსი დაფიქსირდება. ფოთში წვიმიან ამინდს ვარაუდობენ. დღისით +24 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +15 გრადუსია […]

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, გაეროს გენერალურ მდივანს, ანტონიო გუტიერეშს შეხვდა

Editor Dali
0
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, გაეროს გენერალურ მდივანს, ანტონიო გუტიერეშს შეხვდა. შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო მშვიდობისა და მდგრადი განვითარების მნიშვნელობას. აღინიშნა საქართველოს როლი სამხრეთ კავკასიის რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფაში. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა მსოფლიოს წინაშე არსებულ გამოწვევებზე. როგორც მიხეილ ყაველაშვილმა აღნიშნა, საქართველოს ხელისუფლების მიერ არჩეული მშვიდობის, სტაბილურობისა და ეკონომიკური კეთილდღეობის ვექტორი ურყევია, რისთვისაც გაეროს გენერალურმა მდივანმა […]

26 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

Editor Dali
0
ვერძი აქტიური და მოვლენებით დატვირთული დღეა. მოსალოდნელია ახალი სამუშაო შეთავაზება, განსაკუთრებით თუ გაყიდვების, მარკეტინგის ან IT სფეროში მუშაობთ. ვიღაც თქვენთვის მოცემულ პირობას არ შეასრულებს და ყველაფრის გაკეთება თავად მოგიწევთ. სექტემბრის ბოლოს ბიზნესმენ ვერძებს ზოდიაქოს სხვა ნიშნებთან შედარებით წარმატებული გარიგებების დადების მეტი შანსი აქვთ. დღის მეორე ნახევარი ხელსაყრელია ფიზიკური აქტივობისა და ახალი ურთიერთობების დასაწყებად. კურო ამ […]

როგორ შეიძლება, ვებრძოდეთ ევროპას ან ამერიკას, მაგრამ როდესაც კონკრეტული ბიუროკრატების მხრიდან მუქარის განცხადებებს ვისმენთ, გვიწევს, დავიცვათ ჩვენი ქვეყანა და მისი ინტერესები -კახა კალაძე

Editor Dali
0
თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, მმართველი გუნდი ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნებას ახერხებს, რაც არსებული გამოწვევების ფონზე მარტივი არ არის. ამის შესახებ მან გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილის გამოსვლის შეფასებისას განაცხადა და მშვიდობის მნიშვნელობას კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი. „მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს, არამხოლოდ ჩვენი ქვეყნისთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის. იმის გათვალისწინებით, თუ რა ხდება და რა პროცესები მიდის, რა […]

ევროკავშირი მზადაა, მხარი დაუჭიროს ქართველი ხალხის ევროპულ მისწრაფებებს და ქვეყნის გაწევრიანების გზას, თუ ხელისუფლება ამჟამინდელ ქმედებებს შეცვლის -ევროსაბჭოში ევროკავშირის წარმომადგენლობა

Editor Dali
0
ევროსაბჭოში ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში ადამიანის უფლებების მდგომარეობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში ნათქვამია, რომ ევროკავშირი ქვეყანაში ადამიანის უფლებების მდგომარეობით და საქართველოში მიმდინარე დემოკრატიული უკუსვლით შეშფოთებულია და საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებენ მხარი დაუჭირონ ქართველი ხალხის ევროპულ მისწრაფებებს და ქვეყნის ევროინტეგრაციის გზას. „ევროკავშირის განცხადება საქართველოში ადამიანის უფლებების მდგომარეობასთან დაკავშირებით: გვაქვს პატივი, ვისაუბროთ ევროკავშირისა და მისი წევრი სახელმწიფოების სახელით. ჩვენ შეშფოთებულები […]

ჩემო აფხაზო და ოსო ძმებო და დებო, ჩვენთვის მრავალფეროვნება არა პრობლემა, არამედ კვლავ არსებობის აუცილებელი ფორმულაა, ამიტომ ყოველთვის ღია გულითა და გაშლილი ხელით შეგხვდებით -მიხეილ ყაველაშვილი

Editor Dali
0
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ტერიტორიების 20% ოკუპაციის ქვეშ რჩება, ჩვენ დიდი ენერგიითა და შემართებით ვაგრძელებთ განვითარებასა და წინსვლას. ჩვენ გვაკისრია მისია, რომ ჩვენმა შვილებმა უფრო ძლიერ, ღირსეულ საქართველოში და მშვიდობიან მსოფლიოში იცხოვრონ,- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა გაერო-ს გენერალური ასამბლეის მე-80 სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. საქართველოს პრეზიდენტმა სიტყვით გამოსვლისას საერთაშორისო საზოგადოებას საქართველოს სუვერენიტეტისა და […]

მე წარმოვადგენ ქართველ ხალხს, რომელმაც იცის როგორც ომის ფასი, ასევე თავისუფლებისა და მშვიდობის მნიშვნელობა-მიხეილ ყაველაშვილი

Editor Dali
0
მე წარმოვადგენ ქართველ ხალხს, რომელმაც იცის როგორც ომის ფასი, ასევე თავისუფლებისა და მშვიდობის მნიშვნელობა. ხალხს, რომელიც უფრთხილდება თავის მდიდარ ისტორიასა და ტრადიციებს, მაგრამ ამავდროულად თვალს უსწორებს და უმკლავდება იმ გამოწვევებს, რომლის წინაშეც ჩვენი ქვეყანა დგას, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა გაერო-ს გენერალური ასამბლეის მე-80 სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მიხეილ ყაველაშვილის განცხადებით, საქართველოს ისტორია […]

საინფორმაციო შეხვედრა არჩევნებზე რეგისტრირებული პარტიების და ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან

Admin Tamuna
0
საარჩევნო ადმინისტრაცია აგრძელებს არჩევნებში ჩართული მხარეების ინფორმირებას მიმდინარე საარჩევნო საკითხების შესახებ. ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) და სსიპ საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის (სწავლების ცენტრი) ორგანიზებით მორიგი საინფორმაციო შეხვედრა მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებზე რეგისტრირებული პოლიტიკური პარტიებისა და ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან გაიმართა. ღონისძიება ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა, თავმჯდომარის მოადგილე გიორგი შარაბიძესთან და სწავლების ცენტრის ხელმძღვანელთან […]