ცესკო-მ ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ ახალგაზრდებს უმასპინძლა

Editor Dali
0
ცენტრალური საარჩევნო კომისია სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლასთან გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ ახალგაზრდებთან საინფორმაციო შეხვედრებს აგრძელებს. ინფორმაციას ამის შესახებ ცესკო ავრცელებს. უწყების ცნობით, ცესკო-ს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა სახელმწიფო ენის სწავლებისა და ინტეგრაციის პროგრამის მსმენელებსა და  კურსდამთავრებულებს ცესკოში უმასპინძლა. შეხვედრის განმავლობაში ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელმა ახალგაზრდებმა პირადად ცესკოს თავმჯდომარისგან მიიღეს დეტალური ინფორმაცია არჩევნებისა […]

საფრანგეთის პარლამენტის რეზოლუციის პროექტი მიანიშნებს იმაზე, თუ რა მძიმე მდგომარეობაა ევროპულ ბიუროკრატიაში, პირდაპირ ტყუილები იწერება ამხელა ქვეყნის რეზოლუციის პროექტში – ირაკლი კობახიძე

Editor Dali
0
ეს რეზოლუცია მიანიშნებს იმაზე, თუ რა მძიმე მდგომარეობაა ევროპულ ბიუროკრატიაში. პირდაპირ ტყუილები იწერება ამხელა ქვეყნის პარლამენტის რეზოლუციის პროექტში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს საფრანგეთის პარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციასთან დაკავშირებით განუცხადა. მთავრობის მეთაურს დაუსვეს კითხვა საფრანგეთის სენატის მიერ განხილული რეზოლუციის შესახებ, რომ ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კვლავ მძიმე და შეუფერებელ პირობებში რჩება, რასაც […]

ირანმა გერმანიიდან, საფრანგეთიდან და დიდი ბრიტანეთიდან ელჩები გამოიწვია

Editor Dali
0
ირანმა გერმანიიდან, საფრანგეთიდან და დიდი ბრიტანეთიდან საკუთარი ელჩები გამოიწვია. ინფორმაციას ამის შესახებ ირანული მედია ავრცელებს. როგორც მედია წერს, ირანელი დიპლომატები კონსულტაციების მიზნით სამშობლოში დაბრუნდებიან. ელჩების გამოწვევის მიზეზად თეირანში გერმანიის, საფრანგეთის და დიდი ბრიტანეთის მიერ გადადგმულ ნაბიჯებს ასახელებენ, რომლებიც ირანის წინააღმდეგ გაერო-ს სანქციების აღდგენის მცდელობას უკავშირდება. „სამი ევროპული სახელმწიფოს ქმედებების საპასუხოდ გაააქტიურონ „ბირთვული შეთანხმებაში“ გაწერილი დავების დარეგულირების […]

სამართალდამცველებმა 50 მილიონზე მეტი ღირებულების 200 კილოგრამი „ჰეროინი“ ამოიღეს – დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე

Editor Dali
0
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურისა და შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებთან ერთად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით – 200 კილოგრამი „ჰეროინი“ ამოიღეს. ამოღებული ნარკოტიკული საშუალების ღირებულება ე.წ. შავ ბაზარზე 50 მილიონს აღემატება. ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს. როგორც ბრიფინგზე აღინიშნა, ფაქტზე დაკავებულია ირანის […]

27 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

Admin Tamuna
0
ვერძი დროა, აზრი შეიცვალოთ ცხოვრებაზე და გათავისუფლდეთ ძველი სტერეოტიპებისგან. კარგი დროა სიახლეებისთვის, მოიძიეთ და გააფართოვეთ უცხოეთთან კონტაქტები. კურო მოსალოდნელია მცირეოდენი ფინანსური შეზღუდვები, მოგიწევთ უფრო ხელმომჭირნედ გამოიყენოთ და დახარჯოთ ფული. ნუ აჰყვებით ცდუნებებს და ნუ გაფლანგავთ უაზროდ თქვენს ქონებას. ტყუპები ნუ დააჩქარებთ პროცესებს და მიიღეთ ყოველდღიურობა რეალობად – მოიხსენით ვარდისფერი სათვალე, მაგრამ ზედმეტად მუქ ფერებშიც ნუ […]

არასრულწლოვანთა თაობაზე ინფორმაციის გავრცელება მოითხოვს განსაკუთრებულ სიფრთხილესა და პასუხისმგებლობას – სახალხო დამცველი

Admin Tamuna
0
სახალხო დამცველი ეხმიანება არასრულწლოვანის შესახებ მედიაში გავრცელებულ გადაუმოწმებელ, მაიდენტიფიცირებელ ინფორმაციას და ხაზგასმით აღნიშნავს, რომ არასრულწლოვანთა თაობაზე ინფორმაციის გავრცელება მოითხოვს განსაკუთრებულ სიფრთხილესა და პასუხისმგებლობას, რათა არ შეილახოს არასრულწლოვანის პირადი ცხოვრება, ღირსება და იგი არ გახდეს საზოგადოებრივი გაკიცხვის ობიექტი, – ამის შესახებ ნათქვამია სახალხო დამცველი განცხადებაში. „სახალხო დამცველი მოუწოდებს მედიასაშუალებებს ინფორმაციის გავრცელებისას იხელმძღვანელონ განსაკუთრებული წინდახედულობით, რათა არ მოხდეს […]

სლოვაკეთმა მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა ევროკავშირში ევროპული ღირებულებების დასაბრუნებლად, საღმა აზრმა ყველგან უნდა გაიმარჯვოს – შალვა პაპუაშვილი

Admin Tamuna
0
სლოვაკეთმა მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა ევროკავშირში ევროპული ღირებულებების დასაბრუნებლად. საღმა აზრმა ყველგან უნდა გაიმარჯვოს, – წერს სოციალურ ქსელში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, რითაც სლოვაკეთის პარლამენტის მიერ მიღებულ საკონსტიტუციო შესწორებებს ეხმაურება. „ელემენტარული საღი აზრი რომ კანონით გახდება დასაცავი. ასეთ პრობლემებს წარმოშობს უმცირესობის მიერ უმრავლესობაზე დიქტატი. სლოვაკეთმა მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა ევროკავშირში ევროპული ღირებულებების დასაბრუნებლად. საღმა აზრმა ყველგან უნდა გაიმარჯვოს“, […]

ჩვენი ეკლესია დიდმოწამე ქეთევანს „საქართველოს მნათობს“ უწოდებს – იგი, მართლაც, მნათობივით გამობრწყინდა ჩვენი ერის ისტორიის ერთ-ერთ ყველაზე რთულ პერიოდში – მეუფე შიო

Admin Tamuna
0
ჩვენი ეკლესია დიდმოწამე ქეთევანს „საქართველოს მნათობს“ უწოდებს. იგი, მართლაც, მნათობივით გამობრწყინდა ჩვენი ერის ისტორიის ერთ-ერთ ყველაზე რთულ პერიოდში. წმინდა ქეთევანის მოწამებრივი ღვაწლი არ იყო მხოლოდ მისი პიროვნული გმირობა, მან მთელი საქართველო გადაარჩინა იმჟამად გამაჰმადიანებისგან, მთელ ხალხს შთაჰბერა და შეუნარჩუნა სულიერი სიმტკიცე, – ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი)წმინდა დიდმოწამე ქეთევან […]

ჩინეთ – საქართველოს ურთიერთობები საუკეთესო ეტაპზეა ისტორიაში – ჩინეთის ელჩი

Admin Tamuna
0
ანაკლიის პორტს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ჩინეთის, საქართველოსა და შუა დერეფნის გასწვრივ მდებარე სხვა ქვეყნებისთვის – ამჟამად ანაკლიის პორტის პროექტში ტენდერში მონაწილე ჩინური კომპანია აქტიურად არის ჩართული კონსულტაციებში, ქართულ მხარესთან, – ამის შესახებ ჩინეთის ელჩმა საქართველოში ჭოუ ციენმა გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ელჩის განმარტებით, ამჟამად ჩინეთი, საქართველო და შუა დერეფნის გასწვრივ მდებარე ყველა მხარე დადებითადაა განწყობილი შუა […]

რა ეღირება დოლარი და ევრო 27 სექტემბერს

Editor Dali
0
აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7077 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7077 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7113 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0036 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.1593 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.1863 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, […]

გაეროს ტრიბუნიდან საქართველოს პრეზიდენტმა ისაუბრა ყველაფერზე, ყველა ეროვნულ გამოწვევაზე -ირაკლი კობახიძე

Editor Dali
0
გაეროს ტრიბუნიდან საქართველოს პრეზიდენტმა ისაუბრა ყველაფერზე, ყველა ეროვნულ გამოწვევაზე, მათ შორის ოკუპაციაზე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.  როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, პრეზიდენტის გამოსვლაში ძალიან მკაფიოდ იყო წარმოჩენილი ყველა თემა.  „საქართველოს პრეზიდენტმა ისაუბრა ყველაფერზე, ყველა ეროვნულ გამოწვევაზე, მათ შორის ოკუპაციაზე და ძალიან მკაფიოდ იყო საუბრი ყველა თემასთან დაკავშირებით. ძალიან მკაფიოდ იყო წარმოჩენილი […]

თვალისა და ყურის ინფექციები – როგორ ვიცნოთ და როგორ ვიმოქმედოთ

Editor Dali
0
შემოდგომის დადგომისთანავე ჩვენი ქცევები, ცხოვრების რუტინა და ტემპი იცვლება. ზაფხულის თავისუფალი დღეების შემდეგ ცხოვრება თითქოს უფრო მკაცრ რიტმს უბრუნდება: ბავშვები საბავშვო ბაღში და სკოლაში მიდიან, სადაც ყოველდღიური ურთიერთობა თანატოლებთან მათთვისაც და მშობლებისთვისაც ახალ გამოწვევებს ქმნის. ტემპერატურის ცვლილება კი გვიბიძგებს ღია სივრცეებიდან დახურულ სივრცეებში გადავინაცვლოთ, სადაც უფრო სივიწროვეა, შესაბამისად ინფექციებისა და ვირუსების გავრცელებისთვის ხელსაყრელი გარემო იქმნება.  […]