9 ოქტომბრის ამინდის პროგნოზი

9 ოქტომბრიდან 11 ოქტომბრის დღის პირველ ნახევრამდე საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა, დროგამოშვებით ძლიერი ქარი, ზღვაზე 4-6 ბალამდე შტორმი გაგრა +26 – მცირა წვიმა სოხუმი +27 – მცირა წვიმა ზუგდიდი +26 – წვიმა მესტია +21 – მცირა წვიმა ფოთი +26 – უმეტესად ღრუბლიანი ბათუმი+26 – მცირა წვიმა ოზურგეთი +26 – წვიმა ქუთაისი […]

9 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი თუ ხანგრძლივი სასიყვარულო ურთიერთობა გსურთ, უნდა გახსოვდეთ, რომ ახირებამ და პრეტენზიებმა შეიძლება ყველაფერი გააფუჭოს. ბავშვებთან ურთიერთობაში მეტი ყურადღებისა და გაგების გამოჩენაა საჭირო. ამ დღეს გადაწყვეტილებები შეგიძლიათ, ინტუიციის საფუძველზე მიიღეთ — ის არ გიღალატებთ. ასევე სანდო მეგობრების რჩევებსაც ნუ უგულებელყოფთ. შესაძლოა ქრონიკულმა დაავადებებმა ან ძველმა ტრავმებმა თავი შეგახსენოთ. ნუ უგულებელყოფთ სიმპტომებს და მკურნალობა დაუყოვნებლივ დაიწყეთ. […]

4 ოქტომბერს, თბილისში განვითარებულ დანაშაულებრივ მოვლენებთან დაკავშირებით კიდევ 12 პირი დააკავეს – შსს

“გამოძიების ფარგლებში ინტენსიურ რეჟიმში ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამართალდამცველებმა კიდევ 12 პირი დააკავეს”, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე დარახველიძემ რამდენიმე წუთის წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, საქმეზე ჯამში 35 პირია დაკავებული. “ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში აქტიურად გრძელდება გამოძიება 4 ოქტომბერს თბილისში განვითარებულ დანაშაულებრივ მოვლენებთან დაკავშირებით. გამოძიების ფარგლებში ინტენსიურ […]

“დონალდ ტრამპი 200 წლის წინ მიღებული კანონის გამოყენებით იმუქრება”-Financial Times

Editor Dali
0
ბრიტანული გაზეთი „ფაინენშელ თაიმსი“ (Financial Times) ეხმაურება აშშ-ში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს, კერძოდ, პრეზიდენტის ძალისხმევას ქვეყნის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფების გამოყენებით რიგი ქალაქების ქუჩებში წესრიგის დამყარებას და აქვეყნებს სტატიას სათაურით: „დონალდ ტრამპი 200 წლის წინ მიღებული კანონის გამოყენებით იმუქრება“ (ავტორი – ჯეიმს პოლითი). პუბლიკაციაში გადმოცემულია კონფლიქტური სიტუაცია, რომელიც გამოწვეულია აშშ-ის ადგილობრივი და ფედერალური ხელისუფლების გარკვეული დაპირისპირებით. გთავაზობთ […]

რა ეღირება დოლარი და ევრო 9 ოქტომბერს

Editor Dali
0
აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7128 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7128 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7130 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0002 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.1550 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.1672 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, […]

“უკრაინა ამერიკული „ტომაჰავკების“ მისაღებად ემზადება, მაგრამ კიევი მათ გაშვებას ვერ შეძლებს – რაკეტები, ალბათ, მხოლოდ კრემლზე ზეწოლის მიზნით იქნება გამოყენებული”-The Daily Telegraph

Editor Dali
0
ბრიტანულ გაზეთ „დეილი ტელეგრაფში“ (The Daily Telegraph) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით: „უკრაინა ამერიკული „ტომაჰავკების“ მისაღებად ემზადება, მაგრამ კიევი მათ გაშვებას ვერ შეძლებს – რაკეტები, ალბათ, მხოლოდ კრემლზე ზეწოლის მიზნით იქნება გამოყენებული“ (ავტორი – რობ კრილი). გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით: ამერიკული რაკეტების „ტომაჰავკების“ უკრაინისათვის სავარაუდო მიწოდების პროცესი შეიძლება თვეებით გაჭიანურდეს და რაც ყველაზე უფრო მეტად არის მოსალოდნელი, […]

მართლმადიდებელი სწავლება, მეცნიერებასთან დიალოგითა და ტექნოლოგიების გონივრული გამოყენებით, უნდა იქცეს კაცობრიობისათვის სწორი, უსაფრთხო მომავლის გზის მაჩვენებლად -ილია მეორე

Editor Dali
-1
ეკლესია უნდა დარჩეს ჭეშმარიტი განათლებისა და სწორი აღზრდის ცენტრად, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებითაც უნდა განამტკიცოს ქრისტიანული ღირებულებები, მას, ასევე, აქვს ვალდებულება, მოზღვავებული ინფორმაციის გარემოში დაეხმაროს ადამიანებს კეთილისა და ბოროტის გარჩევაში, რათა მათ არ გადაუხვიონ სულიერი გზიდან და არ დაემონონ მხოლოდ მატერიალურ ღირებულებებს, პრაგმატიზმსა და ეგოიზმს, – ამის შესახებ ნათქვამია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა […]

თიბისის მობაილბანკის ინვესტიციების პლატფორმას ახალი ფუნქციონალი – საინვესტიციო სიახლეები – დაემატა

Editor Dali
0
ახლა უკვე შეგიძლია გაეცნო, რას ფიქრობენ და რა მოლოდინები აქვთ წამყვან საინვესტიციო ბანკებს, რაც გადაწყვეტილების მიღების პროცესს გაგიმარტივებს. საინვესტიციო სიახლეების ფუნქციონალით ერთ სივრცეში აღმოაჩენ: წამყვანი საინვესტიციო ბანკების მოლოდინებს, Wall Street-ის ანალიტიკოსების რეკომენდაციებსა და მიგნებებს, სამიზნე ფასებსა და ბაზრის მთავარ სიახლეებს. ახალი ფუნქციონალის მეშვეობით მიღებული ინფორმაცია დაგეხმარება გადაწყვეტილების მიღებაში – რომელი აქციები იყიდო ან გაყიდო და […]

10/10- თიბისი განაწილების მორიგი წყვილი თარიღი

Editor Dali
0
თიბისი განაწილება, ყოველი თვის წყვილ თარიღში, განსაკუთრებით ზრუნავს მომხმარებლებზე და გამორჩეულ შეთავაზებებს სთავაზობს. მორიგი წყვილი თარიღი- 10/10, ტექნიკის მოყვარულთათვის ან მათთვისაა, ვინც iPhone 17-ის შესაძენად ყველაზე ხელსაყრელ დროს ელოდა. 10/10- ში თიბისი განაწილებით შერჩეულ ტექნიკის მაღაზიებში შოპინგისას, მომხმარებლებს 17 ოქტომბრამდე, ერთგული ლარების ანგარიშზე 200 ლარი დაუბრუნდებათ: Zoommer iPlus icity iStore itechnics   შეთავაზება ვრცელდება ნებისმიერ […]

საჰაერო სივრცეში დრონების შეჭრამ აჩვენა, რომ ევროპა ჰიბრიდული ომის წინაშეა-ურსულა ფონ დერ ლაიენი

Editor Dali
0
ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, საჰაერო სივრცეში დრონების შეჭრასთან დაკავშირებულმა ბოლოდროინდელმა ინციდენტებმა აჩვენა, რომ ევროპა ჰიბრიდული ომის წინაშეა, რის წინააღმდეგაც საპასუხო ზომების მიღებაა საჭირო. მისი თქმით, ეს არის თანმიმდევრული კამპანია. „ეს შემთხვევითი შევიწროება არ არის, თანმიმდევრული კამპანიაა, რომელიც მიზნად ისახავს ჩვენი მოქალაქეების აღშფოთებას, ჩვენი სიმტკიცის გამოცდას, ჩვენი კავშირის გაყოფას და უკრაინისადმი ჩვენი მხარდაჭერის […]

თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, „ემბისიმ“ 30 მილიონი ლარის ობლიგაციები განათავსა

Editor Dali
0
მიკრობანკმა “ემბისიმ“ სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, 30 მილიონი ლარის 2-წლიანი საჯარო ობლიგაციები გამოუშვა. განთავსება თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით განხორციელდა. ემისია 60 მილიონი ლარის ობლიგაციების პროგრამის მეორე და ბოლო ტრანშია. ფასიანი ქაღალდების საპროცენტო განაკვეთი TIBR 3M + 4.0%-ით განისაზღვრა, რაც 2024 წლის დეკემბრის ემისიასთან შედარებით 0.25 პროცენტული პუნქტით გაუმჯობესებული მაჩვენებელია. ინვესტორთა მოთხოვნამ გამოშვებული […]

თიბისი მობაილბანკით მოსწავლეებიც ისარგებლებენ

Editor Dali
0
  თიბისი, როგორც მომხმარებელზე ორიენტირებული კომპანია, მუდმივად ქმნის ან აუმჯობესებს პროდუქტებს, რომლებიც მათზე მაქსიმალურად არის მორგებული.  განსაკუთრებით კი, ახალი თაობაზე, რომელთა განვითარების ხელშეწყობაც თიბისისათვის პრიორიტეტია.   სწორედ ამ მიზნით,  კომპანია  მობაილბანკით სარგებლობის შესაძლებლობას, უკვე სკოლის მოსწავლეებსაც აძლევს, რაც მათ საკუთარი ფინანსების დამოუკიდებლად მართვის შესაძლებლობას კიდევ უფრო გაუმარტივებს.   თიბისი მობაილბანკი ხელმისაწვდომი იქნება ყველა 6-დან 17 წლის […]