რადიკალების უტიფრობის მორიგი გამოვლინება ვიხილეთ, როცა „ევროპის სახალხო პარტიამ“ მოძალადედ „ქართული ოცნება“ გამოაცხადა, ევროკავშირის პრესსპიკერმა კი, რუსულ პროპაგანდაში დაადანაშაულა -გიორგი გრძელიშვილი

Editor Dali
0
7 ოქტომბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე გამოხატა ჩვენი პოლიტიკური გუნდის შეშფოთება იმასთან დაკავშირებით, რომ რადიკალური ოპოზიციის მხრიდან ორგანიზებული ხელისუფლების დამხობის მცდელობა არცერთ ევროპულ  ქვეყანას, მათ შორის, არც ამერიკის ახალ ადმინისტრაციას არ დაუგმია, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ კომუნიკაციების სამსახურის ხელმძღვანელმა, გიორგი გრძელიშვილმა პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, […]

ქვეყნის მასშტაბით სეზონური გრიპის საწინააღმდეგო უფასო ვაქცინაცია დაიწყო

Editor Dali
0
საქართველოში სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყო. ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, საქართველომ 200 000 დოზა ფრანგული წარმოების, ოთხკომპონენტიანი (SANOFI WINTHROP INDUSTRIE-ის VaxigripTetra) სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა შეიძინა, რომელიც ერთ-ერთია ჯანმო-ს მიერ რეკომენდებულ ვაქცინებს შორის. „ვაქცინა მორგებულია იმ შტამებზე, რომელთა ცირკულაცია მოსალოდნელია გრიპის სეზონზე. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ვაქცინაცია მაღალი რისკის/ქრონიკული დაავადების მქონე პირებისთვის, რადგან ზოგიერთი […]

10 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

Editor Dali
0
ვერძი ეს დღე სავსეა ენერგიით, რომელიც აუცილებლად სასარგებლოდ უნდა გამოიყენოთ. იმ პროექტებში, სადაც ლიდერის თვისებები და სიმამაცეა საჭირო, ვარსკვლავები ძლიერ მხარდაჭერას გპირდებიან. თქვენი თავდაჯერება თანამოაზრეებს მიიზიდავს და გაგიხსნით კარს, რომელიც ადრე დახურული გეჩვენებოდათ. პირად ურთიერთობებში გრძნობების გამოხატვის დროა. რომანტიკული თავგადასავალი ან მოულოდნელი ყურადღება სტაბილურ კავშირებს განაახლებს. ვარსკვლავები მარტოხელებს ვნებით სავსე, საინტერესო ნაცნობობას ჰპირდებიან. შემოქმედებაში ან […]

შსს-მ 4 ოქტომბერს თბილისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით კიდევ რვა პირი დააკავა

Editor Dali
0
შსს-მ 4 ოქტომბერს თბილისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით კიდევ რვა პირი დააკავა, ოთხი კი მიმალვაში იმყოფება,- ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით, ჯამში უკვე დაკავებულია 44 პირი. „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები აგრძელებენ იმ პირების გამოვლენასა და სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მიცემას, რომლებმაც მიმდინარე წლის 4 ოქტომბერს, თბილისში […]

 “რა არის “ანტიფა”, რომლის წინააღმდეგ დონალდ ტრამპი გამოდის?” -Financial Times

Editor Dali
0
ბრიტანულ გაზეთ „ფაინენშელ თაიმსში“ (Financial Times) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით: „რა არის „ანტიფა“, რომლის წინააღმდეგ დონალდ ტრამპი გამოდის?“ (ავტორები – სტეფ ჩავესი და სტეფანია პალმა). პუბლიკაციაში განხილულია აშშ-ში ფართოდ ცნობილი ტერმინის “ანტიფას“ არსი და განმარტებულია, თუ რა იგულისხმება ამ სახელწოდების უკან. ასევე გაანალიზებულია აშშ-ის ხელისუფლების ბრძოლის ფორმები და მეთოდები “ანტიფას” წინააღმდეგ. გთავაზობთ სტატიას მცირე შემოკლებით: თეთრ […]

რა ეღირება დოლარი და ევრო 10 ოქტომბერს

Editor Dali
0
აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7125 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7125 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7128 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0003 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.1517 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.1550 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, […]

თიბისის განსაკუთრებული შეთავაზებები მოსწავლეებისთვის

Editor Dali
0
თიბისი ყოველთვის ზრუნავს ახალი თაობის მხარდაჭერაზე და მათ საჭიროებებზე მორგებულ მრავალფეროვან შეთავაზებებს სთავაზობს. განსაკუთრებით კი, მოსწავლის ბარათის მფლობელებს, რომლებსაც მსგავსი შეთავაზებები სხვადასხვა პარტნიორ ობიექტებში მუდმივად ხვდებათ.  მიმდინარე შეთავაზებები კი, სკოლის მოსწავლეებს 31 დეკემბრის ჩათვლით- კვების, გართობისა და საკანცელარიო კატეგორიებში დახვდებათ: კვება 31 დეკემბრის ჩათვლით, მოსწავლის ბარათის მფლობელები Wendy’s-ის, Subway-ის და Dunkin-ის ფიზიკურ ობიექტებში, თიბისის პოს-ტერმინალზე […]

თიბისიმ საქართველოში პირველი AI Red Team ჰაკათონი „RedHack”-ი ჩაატარა

Editor Dali
0
5 დღე, 100 მონაწილე, 42 გუნდი და ერთი მიზანი – პირველი ქართული საბანკო გენერაციული ჩატბოტის გაუმჯობესება, რომელიც კიდევ უფრო გაამარტივებს თიბისის მომხმარებელთა ცხოვრებას. 26-30 სექტემბერს თიბისიმ გამართა RedHack – საქართველოს პირველი მასშტაბური AI Red Team ჰაკათონი, რომელიც ორგანიზებული იყო თიბისი IT აკადემიისა და Data & AI გუნდის მიერ. ჰაკათონში მონაწილეებიის მიზანი იყო გამოეცადათ და განევითარებინათ […]

ჯინ შაჰინი და ჯიმ რიში „გლობალური ომის პარტიის“ გავლენის ქვეშ არიან, ჩვენი სურვილია, მოხდეს ურთიერთობების გადატვირთვა, რათა შევძლოთ მეგობრობა და პარტნიორობა -კახა კალაძე

Editor Dali
0
დედაქალაქის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ ამერიკელი სენატორები ჯიმ რიში და ჯინ შაჰინი, რომლებმაც საქართველოსთან დაკავშირებით ერთობლივი განცხადებით აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციას მიმართეს, „გლობალური ომის პარტიის“ გავლენის ქვეშ არიან. როგორც კახა კალაძემ ჟურნალისტების შეკითხვებზე პასუხისას განაცხადა, საქართველოს ხელისუფლების გზავნილი არის ის, რომ მზად არის აშშ-თან ურთიერთობების გადასატვირთად. „ეს ადამიანებიც არიან „გლობალური ომის პარტიის“ გავლენის ქვეშ. ჩვენ […]

“ავოკადო”- როგორ იქცა პანდემიის დროს დაბადებული იდეა წარმატებულ ქართულ ბრენდად

Editor Dali
0
პანდემიის პერიოდში, როცა ცხოვრების ტემპი შენელდა და ადამიანებს ფიქრისთვის მეტი დრო ჰქონდათ, გაჩნდა იდეა, რომელსაც დღეს „ავოკადოს“ სახელით ვიცნობთ. კერძოდ, სულხან ქირიამ გადაწყვიტა, ამ სახელწოდების ქვეშ საკუთარი ავეჯის წარმოება დაეწყო და ასე დაიბადა ბრენდი, რომლის მთავარი ამოსავალი წერტილიც ხარისხიანი ქართული ავეჯის შექმნაა. „ავოკადო“ უმაღლესი ხარისხის მატრასების წარმოებაში სპეციალიზდება. თითოეული პროდუქტი იქმნება ეკოლოგიურად სუფთა მასალების გამოყენებით, […]

რვიანმა თავი ამოწურა – თამარ ჩერგოლეიშვილი

Editor Dali
0
„ოთხმა ოქტომბერმა გადაიარა, ბოიკოტი არარელევანტური გახდა, შესაბამისად – რვიანმა თავი ამოწურა”, – წერს „ფედერალისტების” ერთ-ერთი ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი. ჩერგოლეიშვილი იმასაც აღნიშნავს, რომ ტრიუმფი ექნებოდა რუსთაველზე შეკრებილ ათი ათასობით მოქალაქეს, რომ არა ხაზარაძე-გახარიას მონაწილეობა და სააკაშვილის კრახისთვის განწირული მორიგი რევოლუცია. „მიუხედავად იმისა, რომ რვიანში შიგნით გვყავდნენ ნაცები, რომლებიც გარედან წიხლებს გვირტყამდნენ. მიუხედავად იმისა, რომ ხაზარაძე უამრავ […]

სოლიდარობა ყველას, ვინც საქართველოს სიყვარულისთვის ისჯება, ნუ ჩაქოლავთ, ნუ ესვრით ტალახს ადამიანებს, ვინც ინიციატივას გამოიჩენს, ხელი ჩაკიდეთ ერთმანეთს, მნიშვნელოვანია ერთსულოვნება – ლევან ხაბეიშვილი

Editor Dali
0
ყველაფრის მცოდნენი განიხილავენ კაცს, რომელმაც ირწმუნა ქართველი ხალხის გამარჯვება და თუ ეს დროებით, ამ ეტაპზე არ გამოუვიდა, არავის არ აქვს მორალური უფლება, გააკრიტიკოს დატყვევებული ადამიანი, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის მიერ საპატიმროდან გამოგზავნილ წერილშია ნათქვამი, რომელიც მის ფეისბუქგვერდზე გავრცელდა. „71 წლის მსოფლიო ბანმა, მსოფლიო მოქალაქემ – პაატა ბურჭულაძემ უარი თქვა კომფორტზე, […]