31 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

Editor Dali
0
ვერძი დროა, საკუთარ გარეგნობაზე იზრუნოთ. იუპიტერი მეხუთე სახლშია, რაც ნიშნავს, რომ ზედმეტი კილოგრამები უნდა მოიცილოთ და სტილისტს ეწვიოთ. ახლობლებთან ურთიერთობები თანდათან დალაგდება – უბრალოდ, დრო უნდა მისცეთ. ერიდეთ დაძაბულ სიტუაციებს და ემოციები აკონტროლეთ, რათა კოლეგებთან და მეგობრებთან ურთიერთობაში სირთულეები არ გაჩნდეს. ამ დღეს მხოლოდ საკუთარ თავს უნდა დაეყრდნოთ – სხვისმა რჩევამ შეიძლება შეცდომა დაგაშვებინოთ და […]

ინფრასტრუქტურის მინისტრის ყოფილი მოადგილე, კობა გაბუნია დააკავეს

Editor Dali
0
სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე ინფრასტრუქტურის მინისტრის ყოფილი მოადგილე კობა გაბუნია დააკავეს, ყოფილი მინისტრის, ირაკლი ქარსელაძის სახლში კი ჩხრეკა ჩატარდა, – ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში გამართულ ბრიფინგზე საგამოძიებო სამსახურის უფროსის მოადგილე ია ახალაიამ განაცხადა. „ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა სუს-ის თანამშრომლებთან ერთობლივი ღონისძიების ფარგლებში, სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირის მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე, […]

ირაკლი კობახიძემ განათლების სისტემის რეფორმის კონცეფცია სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებლების რექტორებთან განიხილა

Editor Dali
0
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განათლების სისტემის რეფორმის კონცეფცია სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებლების რექტორებთან განიხილა. საქართველოს მთავრობის ინფორმაციით, ირაკლი კობახიძემ დეტალურად ისაუბრა კონცეფციის იმ მიმართულებებზე, რომელიც უმაღლესი განათლების ხარისხის თვისებრივად ამაღლებას ისახავს მიზნად. „საუბარი შეეხო, მათ შორის, უნივერსიტეტებში ფაკულტეტების გადანაწილებას, რეგიონული უნივერსიტეტების განვითარების აუცილებლობას და განათლების სისტემის დეკონცენტრაციას. მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა რექტორებისა და პროფესორ-მასწავლებლების ხედვებისა და […]

ევროკავშირმა ისწავლა შეცდომებიდან, რომლებიც დაუშვა ბრიტანეთსა და საქართველოსთან, საქართველოს შემთხვევაში ვიცოდით, რომ რუსეთის ჩარევა დიდია, მაგრამ დახმარება არ გაგვიწევია-მარტა კოსი

Editor Dali
-1
ევროკავშირს პასუხისმგებლობა აკისრია, დაეხმაროს კანდიდატ ქვეყნებს, რომ ისინი ევროპულ გზაზე დარჩნენ, – ამის შესახებ განცხადება გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა მარტა კოსმა გააკეთა. მისი განმარტებით, ევროკავშირმა ისწავლა გაკვეთილი შეცდომებიდან, რომლებიც დაუშვა დიდ ბრიტანეთსა და საქართველოსთან ურთიერთობაში და ახლა მზად არის, იყოს „უფრო დაჟინებული და მტკიცე”, მათ შორის კანდიდატ ქვეყნებში ინვესტირებით, რათა შეებრძოლოს ყალბ ნარატივებს. მარტა კოსმა აღნიშნა, […]

პარტიების აღშფოთება ცოტა გაუგებარია, თავად აიკრძალეს თავი, თქვეს, არჩევნები არ გვინდა, აზრი არ აქვს ქუჩის და დამხობის გარეშე არაფერსო-გიორგი შარაშიძე

Editor Dali
0
პარტია კი არ უნდა გააუქმო, არჩევნების გზით უნდა დაამარცხო, – ამის შესახებ პარტიის „გახარია საქართველოსთვის” წევრმა, დეპუტატმა გიორგი შარაშიძემ განაცხადა. მისივე თქმით, პოლიტიკური პარტიის შექმნის არსი არჩევნებში მონაწილეობაა. „ჩვენ „ქართული ოცნების” ლოგიკა არ გვესმის, ამიტომ ყველა შესაძლო შედეგისთვის მზად ვიყავით და ვართ. ვინ-ვინ და, „ლელოს” „ნაცმოძრაობის” გვერდით მოხვედრა სრულიად გაუგებარია. რაც ამ პარტიებს დანაშაულები აქვთ […]

ცესკოს თავმჯდომარემ თბილისის საკრებულოს პირველი სხდომა გახსნა

Editor Dali
0
ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა დღეს თბილისის ახლად არჩეული საკრებულოს პირველი სხდომა გახსნა, – ინფორმაციას ცესკო ავრცელებს. უწყების ცნობით, მან დეპუტატებს სიტყვით მიმართა და 4 ოქტომბრის თვითმმართველობის ორგანოთა არჩევნები შეაჯამა. „მივესალმები საკრებულოს ახალარჩეულ წევრებს, ცესკოს თავმჯდომარის მოადგილეს, მედიის წარმომადგენლებს, დამსწრე საზოგადოებას და ჩვენს მაყურებელს, პატივცემულო საკრებულოს წევრებო, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის სახელით გილოცავთ თბილისის […]

“კეიპაქსი” – სარეკლამო კომპანია, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით განვითარდა

Editor Dali
0
“კეიპაქსი” — სარეკლამო კომპანიაა , რომელიც ქართული ბიზნესებისთვის ქმნის ისეთ ბრენდირებულ პროდუქტებს, რომლებიც ორიგინალურობითა და ხარისხით გამოირჩევა. „კომპანიის მიზანია, ბიზნესს მისცეს შესაძლებლობა, საკუთარი ბრენდი ხელშესახები, სასარგებლო და დასამახსოვრებელი ნივთებით გააცოცხლოს“, – ,,კეიპაქსის’’ თანადამფუძნებელი, ირაკლი ცქიტიშვილი. კომპანიის ისტორია 2018 წლიდან იწყება. ირაკლი დიდი ხნის განმავლობაში მუშაობდა ამ სფეროში, აგროვებდა გამოცდილებას სხვადასხვა კომპანიის გუნდში და მკაფიოდ ხედავდა, […]

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარედ კვლავ ზურაბ აბაშიძე აირჩიეს

Editor Dali
0
თბილისის საკრებულოში მერვე მოწვევის პირველი სხდომა მიმდინარეობს. საკრებულოს კვლავ ზურაბ აბაშიძე უხელმძღვანელებს. ზურაბ აბაშიძე საკრებულოს თავმჯდომარედ 45 ხმით სამის წინააღმდეგ აირჩიეს. წინა, მეშვიდე მოწვევის საკრებულოსაც ზურაბ აბაშიძე ხელმძღვანელობდა. საკრებულოს პირველ სხდომას ოპოზიციის წარმომადგენლებიც ესწრებიან. კერძოდ, „გირჩის“ ორი წევრი, გიორგი გვენეტაძე და დავით ფანჯიკიძე, „ძლიერი საქართველო – ლელოს“ ორი წევრი – ვახტანგ სურგულაძე,  ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი და […]

რა ეღირება დოლარი და ევრო 30 ოქტომბერს

Editor Dali
0
აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7154 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7154 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7212 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0058 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.1621 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.1740 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, […]

თიბისი კონცეპტის მრავალფეროვანი შეთავაზებები სპა ცენტრებში

Editor Dali
0
თიბისი კონცეპტი მომხმარებლებს ჯანსაღი ცხოვრებისა და თავის მოვლის კატეგორიაში მუდმივად უპირატეს შეთავაზებებს სთავაზობს. მიმდინარე შეთავაზებებში კი, განსაკუთრებით მრავალფეროვანია სპა ცენტრების ჩამონათვალი.     Paragraph Spa Tbilisi 31 ოქტომბრიდან 2 ნოემბრის ჩათვლით, თიბისი კონცეპტის Visa სადებეტო და Visa ertguli Signiture ბარათის მომხმარებლები, სასტუმრო პარაგრაფ თბილისის სპა ცენტრში გადახდილი თანხის 30%-ს, ჯამში მაქსიმუმ 300 ლარს, მომენტალურად დაიბრუნებენ. […]

საზოგადოებრივი მოძრაობა “ერთიანი ნეიტრალური საქართველო” პარტიად ჩამოყალიბდა

Editor Dali
0
“მივიღეთ გადაწყვეტილება განვაცხადოთ პოლიტიკური პარტიის დაფუძნების თაობაზე. იმ პასუხისმგებლობის გათვალისწინებით, რაც გაგვაჩნია ჩვენი ქვეყნის და ხალხის წინაშე, ვეღარ დავრჩებით ევროილუზიაში მყოფი ხელისუფლებისა და უსამშობლო, აგენტურული ოპოზიციის იმედად”, – ამის შესახებ “ერთიანი ნეიტრალური საქართველოს” წევრმა ვატო შაქარიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, უახლოეს პერიოდში ჩატარდება პარტიის დამფუძნებელი ყრილობა და დაიწყება მზადება საპარლამენტო არჩევნებისთვის. „წელიწადზე მეტი გავიდა ჩვენი ორგანიზაციის, […]

საქართველოსა და ევროკავშირს შორის საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 2024 წელს 5 მილიარდ ევროს მიაღწია, ევროკავშირი კვლავ საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია-ევროკავშირის წარმომადგენლობა

Editor Dali
0
ბოლო ათწლეულის განმავლობაში, საქართველოსა და ევროკავშირს შორის საგარეო სავაჭრო ბრუნვა სტაბილურად იზრდებოდა და 2024 წელს 5 მილიარდ ევროს მიაღწია, – ამის შესახებ ნათქვამია საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. მათივე ცნობით, ევროკავშირი კვლავ საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია. „საქართველო და ევროკავშირი 2014 წლიდან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების შედეგად მიღებული უპირატესობებით სარგებლობენ. ღრმა და ყოვლისმომცველმა თავისუფალმა სავაჭრო […]