დედაქალაქის მთავრობის ახალი შემადგენლობა დამტკიცებულია
0
0
თბილისის მუნიციპალიტეტის ახალი მთავრობა დამტკიცებულია. საკრებულოს სხდომაზე დედაქალაქის მერის მიერ წარდგენილ მერის მოადგილეების, სამსახურის ხელმძღვანელებისა და გამგებლების კანდიდატურებს მხარი დაუჭირეს. კახა კალაძემ საკრებულოს წევრებს სიტყვით მიმართა და საზოგადოებას არჩევნებში მხარდაჭერისთვის მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა. „კიდევ ერთხელ მინდა, მადლობა გადაგიხადოთ თითოეულ თქვენგანს მხარდაჭერისთვის, თანადგომისთვის. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ღირსეულად ვემსახუროთ ჩვენს ქალაქს. უამრავი გამოწვევა, პრობლემა არსებობს […]