ილონ მასკის “გროკიპედია” მილიარდერის პირად ამბიციებს ემსახურება -Financial Times

Editor Dali
0
ბრიტანული გაზეთი „ფაინენშელ თაიმსი“ (Financial Times) ეხმიანება ილონ მასკის ახალ წამოწყებას – „ვიკიპედიის“ მსგავსი ახალი ელექტრონული ენციკლოპედიის შექმნას – და აქვეყნებს სტატიას სათაურით: “ილონ მასკის “გროკიპედია” მილიარდერის პირად ამბიციებს ემსახურება: ადამიანები – „ვიკიპედიის“ ავტორები – შეიძლება მიკერძოებას იჩენენ, მაგრამ ხელოვნური ინტელექტის ბაზაზე დამყარებული ცოდნა ზედაპირულია”(ავტორი – ჯიმაიმ კელი). გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით: სწორედ იმ დროს, როცა […]

მარნეულში ხორცის ფარშის ორ ნიმუშში ვირის დნმ გამოვლინდა

Editor Dali
0
სურსათის ეროვნული სააგენტოს ქვემო ქართლის დეპარტამენტის ინსპექტორებმა სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში ხორცისა და ხორცპროდუქტების სახეობრივი კვლევის მიზნით საწარმო და სარეალიზაციო ობიექტებიდან ნიმუშები აიღეს და აკრედიტებულ ლაბორატორიაში გამოიკვლიეს. ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, შემოწმებისას ორი ობიექტიდან აღებულ ნიმუშში ვირის დნმ გამოვლინდა. „ხორცის ფარში – მწარმოებელი: ი/მ ,,საბირ ჩილდირლი“ (სასადილო), მისამართი: მარნეული, აღმაშენებლის ქ. 2ა (ბაზრის […]

ევროკავშირი აცხადებს, რომ უკრაინას საერთაშორისო სავალუტო ფონდი კრედიტით მხოლოდ იმ შემთხვევაში დაეხმარება, თუ კიევი რუსული აქტივების ნაწილს – 140 მილიარდ ევროს მიიღებს-Politico

Editor Dali
0
„ევროკავშირი აცხადებს, რომ უკრაინას საერთაშორისო სავალუტო ფონდი კრედიტით მხოლოდ იმ შემთხვევაში დაეხმარება, თუ კიევი რუსული აქტივების ნაწილს – 140 მილიარდ ევროს მიიღებს. ბელგია წინააღმდეგია და პასუხისმგებლობის გადანაწილებას ითხოვს“, – ასეთი სათაური აქვს ამერიკულ გაზეთ „პოლიტიკო“-ში (Politico – ევროპული ვერსია) გამოქვეყნებულ სტატიას, რომლის ავტორები არიან ჟურნალისტები გრეგორიო სორჯი და ბიანკა სმიტ-მეიერი. „რა კავშირი აქვს ფონდის კრედიტს […]

ახალი თაობა AI გზაზე: თიბისის და GAIA-ს საოლიმპიადო კურსზე 150 მოსწავლე ჩაერთო

Editor Dali
0
ხელოვნური ინტელექტის საერთაშორისო ოლიმპიადის წარმატებით ჩატარების შემდეგ, საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ასოციაციის (GAIA) ორგანიზებით და თიბისის მხარდაჭერით, მოსწავლეებისთვის AI საოლიმპიადო კურსის მეორე ნაკადზე, მომავლისკენ პირველი ნაბიჯების გადადგმა და AI ტექნოლოგიების შესწავლა 150 მოსწავლემ დაიწყო. AI საოლიმპიადო კურსის ფარგლებში, მე-9-დან მე-12 კლასის მოსწავლეები, სრულიად უფასოდ, ონლაინ რეჟიმში შეისწავლიან ხელოვნური ინტელექტს ნულიდან – პროფესიულ დონემდე. ეროვნული ნაკრების ჩამოყალიბება […]

სასწრაფოს ექიმებმა გადაარჩინეს შუახნის მამაკაცი, რომელსაც გული გაუჩერდა

Editor Dali
0
თბილისში, სასწრაფოს ექიმებმა გადაარჩინეს შუახნის მამაკაცი, რომელსაც გული გაუჩერდა. “შუახნის მამაკაცი შვილიშვილთან ერთად მარტო იმყოფებოდა სახლში, როდესაც გულმკერდის არეში მსუბუქი დისკომფორტი იგრძნო. თავად დარეკა 112-ში და სასწრაფო დახმარების ბრიგადა გამოიძახა. გამოძახების ადგილზე მისულ თბილისის მე-4 რაიონული სამსახურის # 0431 ბრიგადის წევრებს პაციენტი გულმკერდის არეში ტკივილით დახვდათ. აღმოჩნდა, რომ მას ამ დრომდე მსგავსი ტიპის ჩივილები არ […]

საკონსტიტუციო სასამართლომ სამი პოლიტიკური გაერთიანების აკრძალვის შესახებ სარჩელი გამოაქვეყნა

Editor Dali
0
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ გამოაქვეყნა პარლამენტის 88 წევრის კონსტიტუციური სარჩელი პოლიტიკური პარტიების („ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“, „კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა“, „ძლიერი საქართველო – ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის“) საქმიანობის კონსტიტუციურობისა და აკრძალვის საკითხზე. კონსტიტუციური სარჩელი რამდენიმე თავისგან შედგება: საქართველოს კონსტიტუციისა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიდგომები, არაკონსტიტუციური პოლიტიკური პარტიები, საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობა და ძალადობით შეცვლა, ადამიანის უფლებების სისტემური და […]

ქართველი საოპერო მომღერალი იანო ალიბეგაშვილი იტალიის ვარსკვლავის კავალერის ორდენით დაჯილდოვდა

Editor Dali
0
საქართველოში იტალიის საელჩოს წარდგინებით, ქართველი საოპერო მომღერალი იანო ალიბეგაშვილი იტალიის ვარსკვლავის კავალერის ორდენით დაჯილდოვდა. ინფორმაციას ამის შესახებ კულტურის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, ალიბეგაშვილს ჯილდო იტალიის რესპუბლიკის პრეზიდენტმა, სერჯო მატარელამ იტალიური საოპერო ხელოვნების საქართველოში გავრცელებისა და პოპულარიზაციის საქმეში შეტანილი წვლილისა და ორ ქვეყანას შორის მჭიდრო ურთიერთობების ხელშეწყობისთვის მიანიჭა. როგორც კულტურის სამინისტრო წერს, ორდენი იანო ალიბეგაშვილს იტალიის […]

“ციმბირის ბრიტანული სამეფო ანალოგი”: სად “გადაასახლეს” ენდრიუ, რომელიც პრინც-ჰერცოგი აღარ არის”-BBC

Editor Dali
0
„დიდი ბრიტანეთის სამეფოს ისტორიაში უპრეცედენტო ფაქტი მოხდა – მეფე ჩარლზ მესამის უმცროსი ძმა ენდრიუ მაუნთბეტენ-ვინძორი (რომელიც ხუთშაბათამდე პრინც ენდრიუს სახელით მოიხსენებოდა), პრინცის ტიტულის ჩამორთმევის შემდეგ, ვინძორის სასახლიდან სამეფო მამულ სანდრინგემში საცხოვრებლად გადავა. ეს მამული დედაქალაქიდან 225 კილომეტრში მდებარეობს – საკმაოდ შორს მეფე ჩარლზ მესამიდან და დედოფალ კამილასაგან, ასევე პრინც უილიამისაგან და პრინცესა ქეითისაგან, რომლებიც ლონდონში […]

“ზელენსკის მიმართ ტრამპის ამომრჩევლების კეთილგანწყობა მატულობს”-The Wall Street Journal

Editor Dali
0
ამერიკული გაზეთის „უოლ სთრით ჯორნელის” (The Wall Street Journal) ორი ნოემბრის ნომერში გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „ზელენსკის მიმართ ტრამპის ამომრჩევლების კეთილგანწყობა მატულობს“ (ავტორი – სტივენ მური და კოლბი ბარეტი). პუბლიკაციაში განხილული და გაანალიზებულია ამერიკელ რესპუბლიკელებს შორის უკრაინის პრეზიდენტის პოპულარობასთან დაკავშირებული საკითხები. „გამოკითხვების შედეგები მოწმობს, რომ აშშ-ში ვოლოდიმირ ზელენსკის რეიტინგი მატულობს“ – ასეთია ავტორის დასკვნა.  გთავაზობთ სტატიას […]

კონკრეტულ ევრობიუროკრატებს ფაქტები ვერ მოჰყავთ, როცა “ქართულ ოცნებასთან” დაკავშირებით კრიტიკულ განცხადებებს აკეთებენ, მტკიცებულებები არ აქვთ, მხოლოდ აღქმებით საუბრობენ-ლევან მაჭავარიანი

Editor Dali
0
დიდი იმედი გვაქვს, 2030 წლისთვის ვითარება რადიკალურად იქნება შეცვლილი. როგორც აშშ-ში გაიმარჯვა საღმა აზრმა, ამ ხუთი წლის განმავლობაში ევროკავშირიც მოახერხებს და იქ საღი აზრი გაიმარჯვებს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ლევან მაჭავარიანმა განაცხადა. მაჭავარიანს კითხვა დაუსვეს, რა მოლოდინი აქვს ევროკომისიის გაფართოების ანგარიშთან დაკავშირებით, რომლის გამოქვეყნებაც დღეისთვის იგეგმება. „კონკრეტული ევრობიუროკრატები „ქართულ ოცნებასთან” დაკავშირებით კრიტიკულ განცხადებებს […]

საქართველოსთვის მნიშვნელოვანია ჩინეთთან აქტიური ურთიერთობა, მათ შორის, ინფრასტრუქტურული კუთხით-რევაზ სოხაძე

Editor Dali
0
საქართველოში ინფრასტრუქტურულ პროექტებში აქტიურად არიან ჩინური კომპანიები ჩართულები და ვიმედოვნებთ, რომ ეს თანამშრომლობა ორმხრივად კიდევ უფრო გაღრმავდება. საქართველოს პრემიერ-მინისტრის ჩინეთში ვიზიტიც სწორედ ამას ემსახურება, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების კიდევ უფრო მეტად გაღრმავებას, – ამის შესახებ ინფრასტრუქტურის მინისტრმა, რევაზ სოხაძემ ჩინეთში პრემიერ-მინისტრის ვიზიტთან დაკავშირებით განაცხადა. მისივე თქმით, საქართველოსთვის მნიშვნელოვანია ჩინეთთან აქტიური ურთიერთობა, მათ შორის, ინფრასტრუქტურული კუთხით. […]

არ გამოგრჩეთ მოსწავლის ბარათის შეთავაზებები მრავალფეროვან კატეგორიებში

Editor Dali
0
თიბისის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი, ახალ თაობაზე ზრუნვა და მათი განვითარების ხელშეწყობაა. მოსწავლის ბარათი კი, ამ მიზნის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი, რომელიც მრავალფეროვანი შეთავაზებებით, მოსწავლეებს თუ მათ მშობლებს ყოველდღიურობას უმარტივებს. წიგნები, საკანცელარიო ნივთები, კვება, გართობა- ყველაფერი ის, რაც სკოლის მოსწავლეებს სჭირდებათ, ახლა მოსწავლის ბარათის მიმდინარე შეთავაზებებშია თავმოყრილი. კვება 31 დეკემბრის ჩათვლით, მოსწავლის ბარათის მფლობელები Wendy’s-ის, Subway-ის და […]