თიბისი და BTU პარტნიორობით საქართველოს ტექ ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა

Editor Dali
0
თიბისის მხარდაჭერით და ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის (BTU) ინიციატივით, ახალი თაობის მხარდასაჭერად და ქვეყნის ტექეკოსისტემის გასაძლიერებლად, „საქართველოს ტექოლიმპიადების ჰაბი“ დაფუძნდა. ჰაბის მიზანია ქვეყნის მასშტაბით მოტივირებული მოსწავლეების აღმოჩენა და მხარდაჭერა, მათი ჩართვა ინფორმატიკის და ტექნოლოგიურ ოლიმპიადებში, საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს წარმომადგენლობის გაძლიერება და ახალ თაობაში ტექნოლოგიური უნარების გაძლიერება. საქართველოს ტექ ოლიმპიადების ჰაბი უზრუნველყოფს ეროვნული ნაკრებების მონაწილეობას და […]

თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამის ფარგლებში, ნოემბრის თვის ტრენინგებზე რეგისტრაცია დაიწყო

Editor Dali
0
თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, ნოემბერში, 5 სხვადასხვა თემატიკის ტრენინგი გაიმართება. ბიზნესების წარმომადგენლებს შესაძლებლობა ექნებათ, სფეროს ექსპერტებისგან მათთვის საინტერესო საკითხებზე მიიღონ ამომწურავი ინფორმაცია და მიღებული ცოდნით, საკუთარი ბიზნესის წარმატებას შეუწყონ ხელი. ნოემბრის შეხვედრების განრიგი: პირველი ტრენინგი, ონლაინ ფორმატში, 11 და 13 ნოემბერს გაიმართება და ის ელექტრონული კომერციის თემატიკას დაეთმობა. ტრენინგს ელექტრონული კომერციის სპეციალისტი, კატო რამიშვილი ჩაატარებს. მეორე ტრენინგი ონლაინ ფორმატში […]

საქართველოს ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს უცვლელად 8.0 პროცენტზე ინარჩუნებს

Editor Dali
0
საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 2025 წლის 5 ნოემბრის სხდომაზე მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი (რეფინანსირების განაკვეთი) უცვლელად შეინარჩუნა. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 8.0 პროცენტს შეადგენს. ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს. 2025 წლის ოქტომბრის მდგომარეობით, საქართველოში ფასების საერთო დონე წლიურად 5.2 პროცენტით გაიზარდა. მიზნობრივ, 3 პროცენტიან, მაჩვენებელთან შედარებით ინფლაციის ზრდას ძირითადად სურსათის ინფლაცია განაპირობებს, რაც ნაწილობრივ წინა წლის […]

სამართალდამცველებმა “ქურდულ სამყაროსთან”კავშირში მყოფი 34 პირი დააკავეს

Editor Dali
0
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ ხუთ სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული მასშტაბური ღონისძიებების შედეგად ე.წ. ქურდული სამყაროს წევრობის, ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერის, ქურდული სამყაროს წევრისთვის მიმართვის ბრალდებით დაკავებულია 34 პირი, შვიდ პირს კი, მათ შორის, პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფ ორ პირს, საზღვარგარეთ მყოფ ოთხ პირსა და ერთ „კანონიერ ქურდს” ბრალი დაუსწრებლად წარედგინა. შსს-ს ინფორმაციით, ღონისძიების მიმდინარეობის დროს […]

ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით მანანა გიორგობიანი დააკავეს

Editor Dali
0
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით მოქალაქე მანანა გიორგობიანი დააკავეს, – ამის შესახებ ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაში. შსს-ს ცნობით, დანაშაული ცხრა წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „მიმდინარე წლის 2 ნოემბერს, გვიან ღამით ბრალდებულმა გიორგობიანმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ერთ-ერთი სუპერმარკეტის თანამშრომლებს – 2006 წელს […]

საქართველო უფრო მეტად იძენს ევროპა-აზიის სტრატეგიული დამაკავშირებლის როლს, ჩინეთთან თანამშრომლობა ქმნის ახალ შესაძლებლობებს, აძლიერებს ეკონომიკურ მდგრადობას -ირაკლი კობახიძე

Editor Dali
0
ჩინეთის მე-8 საერთაშორისო იმპორტის გამოფენა დაარსების დღიდან გახდა მნიშვნელოვანი პლატფორმა ვაჭრობის გაძლიერების, პარტნიორობის ხელშეწყობისა და ინოვაციური გადაწყვეტილებების პოპულარიზაციისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის გამოფენის გახსნის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, გამოფენა ხელს უწყობს უფრო ღია და მდგრადი გლობალური ეკონომიკის ჩამოყალიბებას. „გამოფენა აგრძელებს ჩინეთის ერთგულების დემონსტრირებას საერთაშორისო თანამშრომლობის […]

5 ნოემბერის ამინდის პროგნოზი

7 ნოემბრამდე საქართველოში შედარებით თბილი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. 5 ნოემბერს კოლხეთის დაბლობზე და ზემო იმერეთში იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ქ. თბილისში უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +17, +19 გრადუსი დაფიქსირდება. სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): თბილი და უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +19, +21 გრადუსი დაფიქსირდება. დასავლეთ საქართველოს დაბლობ […]

5 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი დროა საკუთარი „ნაჭუჭიდან“ გამოხვიდეთ და პოტენციური მეორე ნახევრის ძიება დაიწყოთ! მით უმეტეს, რომ ეს ადამიანი სადღაც ახლოსაა. სასიამოვნო მოვლენა, რომელიც დღის დასაწყისში მოხდება, ოპტიმიზმითა და მხნეობით აგავსებთ. თქვენ მომხიბვლელი პერსპექტივების დანახვას და გამოყენებასაც შეძლებთ. ფინანსური დოკუმენტების და ვალდებულებების შემოწმება არ დაგავიწყდეთ, რათა შესაძლო უსიამოვნებები თავიდან აიცილოთ. ზოგიერთ რეგიონში მოსალოდნელია გეომაგნიტური რყევები, რაც მეტეოდამოკიდებული ადამიანების […]

საქართველოში უკუსვლის საერთო დონე უპრეცედენტოა, ჩვენი მხრიდან ევროკავშირი კვლავ ადასტურებს მზადყოფნას, გავაგრძელოთ საქართველოს მოსახლეობის მხარდაჭერა ევროპული მომავლისკენ მიმავალ გზაზე-პაველ ჰერჩინსკი

Editor Dali
0
საქართველოში უკუსვლის საერთო დონე უპრეცედენტოა, ჩვენი მხრიდან, ევროკავშირი კვლავ ადასტურებს მზადყოფნას, გავაგრძელოთ საქართველოს მოსახლეობის მხარდაჭერა ევროპული მომავლისკენ მიმავალ გზაზე, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა. ელჩის თქმით, ევროკომისიის ანგარიშის დასკვნები გამანადგურებელია საქართველოს ევროპული მისწრაფებებისთვის. „ევროკავშირში გაწევრიანება თითოეული ქვეყნის სტრატეგიული და სუვერენული არჩევანია. წევრობაზე განაცხადის შეტანით თითოეული ქვეყანა იღებს ვალდებულებას, განახორციელოს რეფორმები თავის […]

ირაკლი კობახიძე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრემიერს ლი ციანს შეხვდა

Editor Dali
0
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრემიერს, ლი ციანს შეხვდა. მთავრობის მეთაურმა ლი ციანს ჩინეთის იმპორტის საერთაშორისო გამოფენის გახსნის ცერემონიაზე მიწვევისთვის მადლობა გადაუხადა და ხაზი გაუსვა საქართველოსა და ჩინეთის სტრატეგიული პარტნიორობისა და ორმხრივი ურთიერთობების განვითარების პოზიტიურ დინამიკას.  აღინიშნა ნაყოფიერი თანამშრომლობა სავაჭრო-ეკონომიკურ, ტურიზმისა და ტექნოლოგიების სფეროებში. მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს „სარტყელისა და გზის ინიციატივის“ ფარგლებში თანამშრომლობასა […]

რა ეღირება დოლარი და ევრო 5 ნოემბერს

Editor Dali
0
აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7117 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7117 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7127 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0010 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.1231 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.1386 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, […]

ევროკომისიამ ევროკავშირის გაფართოების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა

Editor Dali
0
ევროკომისიამ ევროკავშირის გაფართოების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც, სხვა კანდიდატ ქვეყნებთან ერთად, საქართველოზეც არის საუბარი. ამასთან, ევროკომისიამ ანგარიშთან ერთად გამოაქვეყნა პრესრელიზი, რომელშიც აღნიშნულია, რომ 2024 წლის ევროკავშირის საბჭოს დასკვნის შემდეგ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი, ფაქტობრივად, შეჩერდა, ვითარება მკვეთრად გაუარესდა. პრესრელიზის თანახმად, ევროკომისია მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, შეცვალოს პოლიტიკური კურსი და დაბრუნდეს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე. „2024 წელს ევროკავშირის საბჭომ დაასკვნა, რომ საქართველოს […]