რა ეღირება დოლარი და ევრო 8 ნოემბერს

Editor Dali
0
აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7075 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7075 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7089 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0014 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.1272 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.1193 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, […]

“პუტინის 20-ზე მეტ ნათესავს სახელმწიფო პოსტები აქვთ დაკავებული”-Deutsche Welle

Editor Dali
0
„რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა სახელმწიფო თანამდებობებზე მოაწყო თავისი შვილების ოჯახების წევრები, მათი ცოლები და ქმრები, საყვარლები, ბიძაშვილები და სხვა ნათესავები. ყველაზე მაღალი პოსტები მიიღეს  იმ ახლობლებმა, რომლებიც პრეზიდენტის ბიძაშვილის ევგენი პუტინის შტოს მიეკუთვნებიან“, – წერს გერმანული „დოიჩე ველე“ (Deutsche Welle), რუსეთში აკრძალული საგამოძიებო-კვლევითი ჟურნალისტური გამოცემის „პროექტის“ (Проект) მიერ 6 ნოემბერს გამოქვეყნებული მასალების საფუძველზე. სტატიის სათაურია […]

“ზელენსკის მმართველობის ბნელი მხარეები”- რას წერს უცხოური პრესა

Editor Dali
0
აშშ-ის გაზეთი „პოლიტიკო“ (Politico) თავის ევროპულ ვერსიაში (იბეჭდება ბრიუსელში) 6 ნოემბერს აქვეყნებს სტატიას სათაურით: “ზელენსკის მმართველობის ბნელი მხარეები: ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტების განცხადებით, უკრაინის ხელისუფლება ოპონენტებს დევნის და მათზე ზეწოლას ახდენს”(ავტორი – ჯეიმი დეტმერი). „ბრიუსელი ზელენსკის ავტორიტარულ მმართველობას და დემოკრატიისაგან უკან დახევას ყურადღებას არ აქცევს“, – ნათქვამია მასალაში, რომელშიც გაზეთის ჟურნალისტის მიერ ექს-პრეზიდენტ პეტრო […]

თიბისის მხარდაჭერით, სანდო ბანკინგის შესახებ რეგიონული კონფერენცია ჩატარდა

Editor Dali
0
6 და 7 ნოემბერს თბილისში ორდღიანი რეგიონული კონფერენცია “სანდო ბანკინგი: ბიზნესის მდგრადობა შესაბამისობის გზით” ჩატარდა. ღონისძიება ავსტრიული საბანკო ჯგუფის Raiffeisen Bank International-ის ინიციატივით და “საერთაშორისო სავაჭრო პალატის” ორგანიზებით გაიმართა. თიბისისთან ერთად კონფერენციის მხარდამჭერი “აზიის განვითარების ბანკი” იყო. ღონისძიებაზე აქცენტი საერთაშორისო რეგულაციებსა და მათთან შესაბამისობაზე გაკეთდა. კონფერენციის ფარგლებში ბიზნესისა და საფინანსო ინსტიტუტების წარმომადგენლებს ინფორმაცია მიაწოდეს იმ […]

“არის ერთი ნიუანსი” ნიკო ნერგაძის და თიბისის ერთობლივი YouTube პოდკასტი დაიწყო

Editor Dali
0
„მთავარია გჯეროდეს“ – გჯეროდეს, რომ ცოდნის ძიება არასდროს მთავრდება, გჯეროდეს, რომ კითხვების დასმა და ნიუანსებზე დაკვირვება უკეთეს პასუხებამდე მიგიყვანს. სწორედ ამიტომ თიბისიმ, განათლების პროგრამის ფარგლებში, ნიკო ნერგაძესთან ერთად YouTube პოდკასტების სერია „არის ერთი ნიუანსი“ დაიწყო. პოდკასტის კონცეფცია მომდინარეობს ავტორის პირადი ცნობისმოყვარეობიდან სწრაფი პასუხების მიღმა არსებულ კითხვებსა და კონტექსტის კვლევაზე. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც სოციალურ მედიაში გავრცელებული […]

ტრამპი ამბობს, მისი პრეზიდენტობის დროს რუსეთ-უკრაინის ომი არ მოხდებოდა, მას ვეთანხმები, საერთაშორისო საზოგადოებამ ამაზე კონცენტრირებისთვის ბევრი არაფერი გააკეთა -ირაკლი კობახიძე

Editor Dali
0
ამ ომის თავიდან აცილება შესაძლებელი იყო, მაგრამ საერთაშორისო საზოგადოებამ ბევრი არაფერი გააკეთა იმისთვის, რომ სრულად ამაზე ყოფილიყო კონცენტრირებული. უკრაინა ახლა განადგურებულია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ TRT WORLD-თან ინტერვიუში განაცხადა. ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ სრულად ეთანხმება დონალდ ტრამპს, როდესაც ის ამბობს, რომ მისი პრეზიდენტობის დროს ეს ომი არ მოხდებოდა. „ტრამპი ამბობს, რომ მისი […]

7 ნოემბერი მეფე ერეკლე მეორის დაბადების დღეა

Editor Dali
0
7 ნოემბერი საქართველოს ერთ-ერთი გამორჩეული მეფის  ერეკლე II – ის დაბადების დღეა! ერეკლე II, კახეთის მეფე 1744-1762 წლებში, ქართლ-კახეთის მეფე 1762-1798 წლებში. თეიმურაზ მეორისა და ვახტანგ VI-ის ასულის თამარ დედოფლის შვილი. დაიბადა 1720 წლის 7 ნოემბერს. პირველი საბრძოლო ნათლობა 15 წლის ასაკში მიიღო, როდესაც ლეკთა დამარბეველი რაზმების წინააღმდეგ ბრძოლაში უსარდლა ჯარს. 1737-1739 წლებში იმყოფებოდა ნადირ-შაჰის […]

არ მგონია, რომ ევროკავშირის ინტერესებშია საქართველოში მთავრობის დამხობა, მაგრამ არსებობს გავლენა, რომელიც საკმაოდ აშკარაა-ირაკლი კობახიძე

Editor Dali
0
არ მგონია, რომ ევროკავშირის ინტერესებშია საქართველოში მთავრობის დამხობა, მაგრამ არსებობს გავლენა, რომელიც საკმაოდ აშკარაა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ TRT WORLD-თან ინტერვიუში განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, არსებობს გარკვეული ძალები, რომლებიც უარყოფითად მოქმედებენ ევროპულ ბიუროკრატიაში გადაწყვეტილებების მიღების პროცესზე. „არ მგონია, რომ ევროკავშირის ინტერესებშია საქართველოში მთავრობის დამხობა, მაგრამ არსებობს გავლენა, რომელიც საკმაოდ აშკარაა. მაგალითად, სულ […]

ქვეყანაში გვაქვს სტაბილურობა, მომდევნო სამი წლის განმავლობაში არჩევნები არ იქნება-ირაკლი კობახიძე

Editor Dali
0
დღეს ჩვენს ქვეყანაში სტაბილურობა გვაქვს და ვფიქრობ, რომ საქართველოში სტაბილურ გარემოს შევინარჩუნებთ, რაც ქვეყნის განვითარების გასაღებია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ TRT WORLD-თან ინტერვიუში განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ბევრი გამოწვევის წინაშე დადგა ქვეყანა, განსაკუთრებით 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ. „ქვეყანაში გადატრიალების ხუთი განსხვავებული მცდელობის წინაშე აღმოვჩნდით, მაგრამ ახლა […]

თბილისში, ერთ-ერთ სუპერმარკეტთან მომხდარი ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით კიდევ ერთი პირი დააკავეს – შსს

Editor Dali
0
თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით კიდევ ერთი პირი – 1997 წელს დაბადებული შ.ა. დააკავეს. აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე, სამართალდამცველების მიერ უკვე დაკავებული არიან: 1970 წელს დაბადებული მანანა გიორგობიანი, 1996 წელს დაბადებული ჯ.ჩ., 2000 წელს დაბადებული ლ.გ., 1999 წელს დაბადებული დ.პ. და 1995 წელს დაბადებული დ.კ. დანაშაული […]

ქვემო ქართლში პოლიციამ განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

Editor Dali
0
შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დმანისის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული  ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად,  განზრახ მკვლელობის ბრალდებით 1979 წელს დაბადებული, წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის ნასამართლევი ჯ.ა. დააკავეს. დანაშაული 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სამართალდამცველების მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ მთვრალ მდგომარეობაში მყოფ ჯ.ა.-ს და დ.დ.-ს შორის მომხდარი ურთიერთშელაპარაკება ფიზიკურ […]

არანაირი ერთი საქართველო აღარ არსებობს, არის ორი, ცივილიზაციურად გაყოფილი საქართველო, სახეზეა ღრმა შეუთავსებლობა და სამოქალაქო კონფლიქტი, მოვეშვათ საუბარს, რომ ერთნი ვართ-მიხეილ სააკაშვილი

Editor Dali
0
ერთ მხარეს ვართ ცივილიზაცია და მეორე მხარეს – სრული ბარბაროსები, აქეთ მხარეს ვართ ევროპა, იქით – რუსეთი და აზია, აქეთ ვართ პროგრესი და იქით – სრული ჩამორჩენილობა, აქეთ არის აზროვნება, იქით – ერთი აზრი, აქეთ ვართ სიკეთე და იქით – ბოროტება, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს. „გავუსწოროთ სიმართლეს თვალი. […]