საქართველოს ეკონომიკა სტაბილურად ვითარდება, ბოლო ოთხ წელში წლიური ეკონომიკური ზრდა საშუალოდ 9.7% იყო, ამ სწრაფი განვითარებით შეგვიძლია, ჩინეთისთვის კიდევ უფრო საინტერესო პარტნიორი გავხდეთ-ირაკლი კობახიძე

Editor Dali
0
საქართველო შეიძლება იყოს ძალიან საინტერესო ადგილი ჩინური კომპანიებისთვის ქვეყანაში ინვესტიციების ჩასადებად და მთავრობა ყველაფერს გააკეთებს, რათა შესთავაზოს მათ საუკეთესო შესაძლებლობები ინვესტიციებისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ CCTV-სთან, გადაცემა Leaders Talk-ში განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების წინსვლის შესახებ მოლაპარაკებების დასრულებით საქართველოს შეუძლია, კიდევ უფრო გააღრმაოს სავაჭრო პარტნიორობა ჩინეთთან. „2018 წელს თავისუფალი ვაჭრობის […]

სააკაშვილის ახალი დოქტრინის მიხედვით საქმე გვაქვს სოციალურ დარვინიზმზე დაფუძნებულ, ნაცისტურ იდეოლოგიის პარტიასთან -ვასილ მაღლაფერიძე

Editor Dali
0
6 ნოემბერს მიხეილ სააკაშვილმა გამოაქვეყნა, ფაქტობრივად, იდეოლოგიური დოქტრინა, რომელიც მხოლოდ ერთი კაცის თავში აღმოცენებულს არ ჰგავს და ინტერნაციონალური ნააზრევის შთაბეჭდილებას ტოვებს. არ არის გამორიცხული, რომ გეგმავდნენ პოლიტიკური ველის გადატვირთვას, პოლიტიკური ცენტრის ისევ სააკაშვილთან დაბრუნებას და ბრძოლის გაგრძელებისთვის ახალი კიდევ უფრო აგრესიული იდეოლოგიური საფუძვლის შექმნას, – ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო თავმჯდომარე ვასილ მაღლაფერიძე სოციალურ […]

მთავრობამ ახლახან დაიწყო მუშაობა ყოვლისმომცველი ათწლიანი განვითარების სტრატეგიის შემუშავებაზე, ის იქნება მაღალი ხარისხის გზამკვლევი საქართველოს განვითარებისთვის -ირაკლი კობახიძე

Editor Dali
0
სტრატეგიული დაგეგმვა მართლაც მნიშვნელოვანია ქვეყნის თანმიმდევრული განვითარების უზრუნველსაყოფად და სწორედ ამიტომ ვართ სრულად ორიენტირებულნი მაღალი ხარისხის დოკუმენტის შემუშავებაზე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ CCTV-სთან, გადაცემა Leaders Talk-ში ათწლიანი განვითარების სტრატეგიის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა. როგორც პრემიერმა აღნიშნა, საქართველოს მთავრობამ ახლახან დაიწყო მუშაობა ყოვლისმომცველი 10-წლიანი განვითარების სტრატეგიის შემუშავებაზე და ის იქნება მაღალი ხარისხის […]

ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება გვაკავშირებს, რომელსაც უკვე აქვს თავისი პრაქტიკული შედეგები, მათ შორის ორმხრივი უვიზო რეჟიმი, სავაჭრო-ეკონომიკური პარტნიორობა-ირაკლი კობახიძე

Editor Dali
0
ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება გვაკავშირებს, რომელსაც უკვე აქვს თავისი პრაქტიკული შედეგები, მათ შორის ორმხრივი უვიზო რეჟიმი, ასევე, სავაჭრო-ეკონომიკური პარტნიორობა. ეს კი უაღრესად მნიშვნელოვანია საქართველოსთვის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ CCTV-სთან, გადაცემა Leaders Tal-ში განაცხადა. მთავრობის მეთაურმა ისაუბრა საქართველოს მიმართ მზარდ ინტერესზე ჩინეთის მხრიდან და აღნიშნა, რომ საქართველო მომავალში კიდევ უფრო საინტერესო დანიშნულების ადგილი […]

ჩვენ არ შეგვიძლია, დავუშვათ, რომ ზოგიერთმა ძალამ ევროპული ინტეგრაციის საკითხი ქართველი ხალხის წინააღმდეგ შანტაჟის იარაღად გამოიყენოს-ირაკლი კობახიძე

Editor Dali
0
ჩვენ არ შეგვიძლია, დავუშვათ, რომ ზოგიერთმა ძალამ ევროპული ინტეგრაციის საკითხი ქართველი ხალხის წინააღმდეგ შანტაჟის იარაღად გამოიყენოს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ CCTV-სთან, გადაცემა Leaders Talk-ში განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველომ 2022 წელს ევროკავშირში კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადი შეიტანა, რომელიც უარყოფილ იქნა. „კანდიდატის სტატუსის საბოლოოდ მიღებას წელიწად-ნახევარი დასჭირდა. ჩვენ ამისთვის ბრძოლამ მოგვიწია. ასევე, ეს […]

მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს, თითოეულს აღკვეთის ღონისძიების სახით მილიონი ლარის გირაო შეუფარდა

Editor Dali
0
სასამართლომ საბოტაჟის საქმეზე „ლელო – ძლიერი საქართველოს“ ლიდერებს, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს, თითოეულს, აღკვეთის ღონისძიების სახით მილიონი ლარის გირაო შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე ფიქრია სიქტურაშვილმა ცოტა ხნის წინ მიიღო. ამ გადაწყვეტილებით სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. ბრალდების მხარის განმარტებით, აღნიშნული გირაო მიმალვის, ახალი დანაშაულის ჩადენის პრევენციას უზრუნველყოფს. ბრალდებულებს გირაოს გადახდის ვადად 30 დღე განესაზღვრათ. სასამართლო პროცესს […]

8 ნოემბრის ამინდის პროგნოზი

თბილისში თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურა დღისით +21, +23 გრადუსი დაფიქსირდება. „სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): თბილი და უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +21, +23 გრადუსი დაფიქსირდება. დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი) თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +23, +25 გრადუსი დაფიქსირდება. დასავლეთ საქართველოს […]

8 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი დღეს პლანეტების გავლენა ზოგიერთ ადამიანს ურთიერთობების გაწყვეტისკენ უბიძგებს. ნუ შეეცდებით შეაჩეროთ ადამიანი, რომელთან ურთიერთობასაც სიხარული აღარ მოაქვს. დღეს თქვენ უამრავი რჩევის მიცემა და მთელი დღის განმავლობაში უამრავ ადამიანთან ურთიერთობა მოგიწევთ. დღე ხელსაყრელია როგორც გონებრივი, ისე ფიზიკური მუშაობისთვის — ნებისმიერი საქმიანობა თქვენთვის სასარგებლო იქნება. შეიძლება შანსი მოგეცეთ, რომ ერთობლივი საქმიანობისთვის ღირსეული პარტნიორი იპოვოთ. შესაფერისი დროა […]

2024 წლის ივნისში უკვე გვქონდა ევროკომისიის დასკვნა, რომელიც კიდევ ერთხელ იმეორებდა საქართველოს უკუსვლას დემოკრატიის გზაზე – ანიტა ჰიპერი

Editor Dali
0
ევროკომისია საქართველოში ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის მედიაში გავრცელებულ წერილთან დაკავშირებით პირველ კომენტარს აკეთებს. ევროკომისიის პრესსპიკერმა საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში, ანიტა ჰიპერმა განაცხადა, რომ 2024 წლის ივნისში მათ უკვე ჰქონდთა ევროკომისიის დასკვნა, რომელიც კიდევ ერთხელ იმეორებდა საქართველოს უკუსვლას დემოკრატიის გზაზე “ჩვენ ვხედავთ ფაქტებიდან ყურადღების გადატანის მორიგ მცდელობას. ამ დროისთვის უკვე მიჩვეულები ვართ საინფორმაციო პროპაგანდას ხელისუფლების მხრიდან, […]

სამართალდამცველებმა შეკვეთილი მკვლელობა აღკვეთეს- შსს

Editor Dali
0
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული კიდევ ერთი წარმატებული ოპერატიული ღონისძიების შედეგად, შეკვეთილი მკვლელობა აღკვეთეს, დაკავებულია 2007 წელს დაბადებული პირი, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძემ ბრიფინგზე განაცხადა. დარახველიძის თქმით, კახეთის პოლიციის დეპარტამენტში კომპლექსურად ჩატარებული გამოძიებით დგინდება, რომ ბრალდებულს საზღვარგარეთ მყოფი კრიმინალური ავტორიტეტის, ელმურაზ მამედოვის შეკვეთითა და […]

ბორჯღალოსნები ნოემბრის ტესტებს იწყებენ – ერთად გავიმარჯვებთ – თიბისისთან ერთად

Editor Dali
0
საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები ნოემბრის უმნიშვნელოვანესი ტესტ-მატჩებისთვის ემზადება. რიჩარდ ქოქრილის რჩეული მოთამაშეები ჯერ თბილისში შეიკრიბნენ; რამდენიმე დღეში კი, მზადება ბათუმში გააგრძელეს. ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გაფართოებულ შემადგენლობაში 25 მორაგბეს უხმო: შერკინება: ნიკოლოზ ხატიაშვილი, დავით აბდუშელიშვილი, კახა დარბაიძე, ირაკლი ქვათაძე, შალვა მამუკაშვილი, მიხეილ ბაბუნაშვილი, დემურ ეფრემიძე, სანდრო მამამთავრიშვილი, გიორგი სინაურიძე (ყველა – შავი ლომი), გიორგი თეთრაშვილი (პერპინიანი), […]

მაკა ბოჭორიშვილი ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

Editor Dali
0
პეკინში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს, ვან ის შეხვდა. ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და ჩინეთს შორის ორმხრივი პარტნიორობის საკითხები განიხილეს. „მაკა ბოჭორიშვილმა ჩინელ კოლეგას ჩინეთის იმპორტის საერთაშორისო გამოფენაზე საქართველოს საპატიო სტუმრის სტატუსით მიწვევისა და მაღალი დონის მასპინძლობისათვის მადლობა […]