1. Home
  2. TOP სიახლე
  3. “გვინდა ოლიგარქი და ჭაობი? აგერ არის ოცნება, გვინდა ევროკავშირი და განვითარება? საჭიროა ცვლილებები” – გიორგი კაპანაძე
“გვინდა ოლიგარქი და ჭაობი? აგერ არის ოცნება, გვინდა ევროკავშირი და განვითარება? საჭიროა ცვლილებები” – გიორგი კაპანაძე

“გვინდა ოლიგარქი და ჭაობი? აგერ არის ოცნება, გვინდა ევროკავშირი და განვითარება? საჭიროა ცვლილებები” – გიორგი კაპანაძე

1.03K
0

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გიორგი კაპანაძე მიიჩნევს, რომ რუსეთსა და დასავლეთს შორის ასეთი ცხადი არჩევანის წინაშე, საქართველო ეროვნული მოძრაობის ეპოქის შემდეგ არ ყოფილა.

ამის შესახებ გიორგი კაპანაძე სოციალურ ქსელში წერს.

მისი  თქმით, საზოგადოებამ არა რომელიმე პოლიტიკური პარტია, არამედ ქვეყნის საგარეო კურსი უნდა აირჩიოს.

„დასავლეთი გვეუბნება, აირჩიეთ: ან ოლიგარქი, ოცნება და სიღარიბე ან ევროკავშირი, კეთილდღეობა და საქართველო. ასეთი ცხადი არჩევანი, საქართველოს, ეროვნული მოძრაობის შემდეგ არ ჰქონია, რადგან იგი მიემართება არა რომელიმე პოლიტიკური პარტიისადმი ჩვენს დამოკიდებულებას, არამედ, ჩვენი ქვეყნის საგარეო კურსსა და განვითარებას. კერძოდ იმას, თუ სად ვიქნებით ხვალ: რუსეთში, სადაც არის ჭაობი, სიბნელე, კრიმინალი, კორუფცია, ავტორიტარიზმი, ომი და უბედურება თუ ევროპაში, სადაც არის მეტი განათლება, ღირსეული შემოსავალი, ხელმისაწვდომი ხარისხიანი ჯანდაცვა, სიმდიდრე, კანონის უზენაესობა, დემოკრატია, თავისუფლება, კარგი ცხოვრება…

გვინდა ოლიგარქი და ჭაობი? აგერ არის ოცნება. გვინდა ევროკავშირი და განვითარება? საჭიროა ცვლილებები, არა იმიტომ რომ რომელიმე კონკრეტული პარტია მოვიდეს ხელისუფლებაში, არამედ იმიტომ რომ მეტი ევროპა მოვიდეს საქართველოში,“- წერს გიორგი კაპანაძე.