
მოსალოდნელია ტემპერატურის დაკლება-6 გრადუსამდე – გარემოს ეროვნული სააგენტოს გაფრთხილება
421
0
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას, ხვალ, საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს.
„13 აპრილს, ღამისა და დილის საათებში, შიდა ქართლში მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის დაკლება -2, -4, ხოლო ქვეყნის მთიან რაიონებში -4, -6 გრადუსამდე. უარყოფითმა ტემპერატურამ შესაძლებელია ყვავილობის ფაზაში მყოფი ხეხილის და საშემოდგომო ხორბლის ნათესების დაზიანება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო)“, – ნათქვამია ინფორმაციაში.