1. Home
  2. TOP სიახლე
  3. მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ლაზარეს შაბათს აღნიშნავს
მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ლაზარეს შაბათს აღნიშნავს

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ლაზარეს შაბათს აღნიშნავს

50
0

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ლაზარეს შაბათს აღნიშნავს.  სადღესასწაულო წირვა-ლოცვა ყველა მოქმედ ტაძარში აღევლინება.

ეს არის აგრეთვე დღესასწაული ქართული ენისა, რამეთუ “სახარებასა შინა ამას ენასა ლაზარე ჰქვიან“ („ქება და დიდება ქართული ენისა“).

ქართველ ხალხს ლაზარეს მკვდრეთით აღდგინება ძველთაგანვე ქართული ენისა და სრულიად საქართველოს აღდგინების სიმბოლოდ მიაჩნია.

ლა­ზა­რე ბე­თა­ნი­ა­ში და­ი­ბა­და, იე­რუ­სა­ლი­მის მახ­ლობ­ლად. იგი მარ­თა­სა და მა­რი­ა­მის ძმა იყო. უფალ იესო ქრის­ტეს ძლი­ერ უყ­ვარ­და მარ­თა­ლი ლა­ზა­რე და მას თა­ვის მე­გო­ბარს უწო­დებ­და.

რო­დე­საც ლა­ზა­რე ავად გახ­და, მარიამ­სა და მარ­თას მა­ცხოვ­რის სასწა­ულთმოქ­მე­დე­ბის იმე­დი ჰქონდათ, ამი­ტომ პა­ტი­ვის­ცე­მით გა­უგ­ზავ­ნეს კაცი ქრის­ტეს და შე­ა­ტყო­ბინეს: უფა­ლო, შენ ვინც გიყ­ვარს, ავადაა.
რო­დე­საც იესო ბე­თა­ნი­ა­ში მი­ვი­და, ლა­ზა­რე 4 დღის და­მარ­ხუ­ლი გახლდათ.

მარ­თა­ლი ლა­ზა­რე კლდე­ში ეს­ვე­ნა, სა­დაც გა­მოქ­ვა­ბუ­ლი იყო და ლოდი ჰქონ­და მი­ფა­რე­ბუ­ლი.

მა­რი­ამ­მა შე­ი­ტყო რა უფ­ლის მოს­ვლა, უმალ გა­ე­მართ მის­კენ, იე­სოც მას ელო­და, რათა სა­საფ­ლა­ოს­კენ წა­სულიყ­ვნენ. იუ­დე­ვე­ლე­ბი მა­რი­ამს გაჰყვნენ, რად­გან ეგო­ნათ, რომ იგი საფ­ლავ­ზე მი­დი­ო­და. მა­რი­ა­მი კი მი­ვიდა იმ ად­გი­ლას, სა­დაც მა­ცხო­ვა­რი ელო­და. იე­სომ და­ი­ნა­ხა, რო­გორ ტი­რო­და იგი და მას­თან ერ­თად მი­სუ­ლი იუ­დე­ვე­ლე­ბი. უფა­ლიც აც­რემ­ლდა. მივი­და 4 დღის დაფ­ლულ ლა­ზა­რეს საფ­ლავ­თან, რო­მელ­საც ლოდი ჰქონდა მი­ფა­რე­ბული, მსა­ხუ­რებს გა­და­ა­გო­რე­ბი­ნა და მი­მარ­თა გარ­დაცვლილს: ლა­ზა­რე, გამო­დი გარეთ! – მარ­თა­ლი ლა­ზარე გა­მო­ვი­და მიც­ვა­ლე­ბუ­ლის სუ­და­რა­ში შეხ­ვე­უ­ლი – ხელფეხ­შეკ­რუ­ლი. აღეს­რუ­ლა ორი სას­წა­უ­ლი: მკვდრის აღ­დგო­მა და ხელ­ფეხ­შეკ­რუ­ლის უფ­ლის სი­ტყვი­სამებრ საფ­ლა­ვი­დან გა­მოს­ვლა. მა­შინ
მა­ცხო­ვარ­მა უბ­რძა­ნა მსა­ხუ­რებს, გა­ე­თა­ვი­სუფ­ლე­ბი­ნათ სუ­და­რი­სა­გან ლაზა­რე. აღ­სდგა ლა­ზა­რე ისე­თი­ვე სხე­უ­ლით, რო­გო­რიც ჰქონ­და. ლა­ზარეს მკვდრე­თით აღ­დგი­ნე­ბის სას­წა­ულ­მა მრა­ვა­ლი იუ­დე­ვე­ლი მო­აქ­ცია ქრის­ტეს სარ­წმუ­ნო­ე­ბა­ზე.

მკვდრეთით აღდგომის შემდეგ ლაზარემ კიდევ ოცდაათი წელი იცხოვრა. ღვთის ნებით, იგი კვიპროსის ეპისკოპოსი გახდა. გადმოცემით, ლაზარე კუნძულზე სტუმრად ჩასული ყოვლადწმიდა ღვთისმშობლისგან მისივე ნახელავი ომოფორის ბოძების ღირსიც გამხდარა. უფლის რჩეული მეორეჯერ კვიპროსზე მიიცვალა მშვიდობით.

საეკლესიო წესით, ლაზარეს შაბათი ხსნილია თევზით. 

ტროპარი:
ყოველსა აღდგომასა პირველ ვნებისა შენისასა მოასწავებდი, ამისთჳსცა მეგობარი შენი ლაზარე მკუდრეთით აღადგინე, ქრისტე ღმერთო, რომლისათჳს ჩუენცა, ვითარცა შვილნი ებრაელთანი, შევწირავთ შენდა ძლევისა გალობასა, რომელმან დასთრგუნე სიკუდილი: ოსანნა მაღალთა შინა, კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისათა.

კონდაკი:
ჭეშმარიტად ყოველთათვის მხიარულებაი არს ქრისტე, ნათელი და ცხოვრებაი სოფლისა, რამეთუ აღდგომაი მკვდართა ცხად-ჰყო სახიერებითა თვისითა და სახე გვექმნა აღდგომისა, და ყოველთა ღმრთაებრ მიმადლებს ცოდვათა მიტევებასა.

კონდაკი:
ყოველთა არსთა ცნობისა უფსკრულო მიუწვდომელო, იკითხევდ დღეს საფლავსა ლაზარესსა, მირახვედ და აღადგინე იგი მკვდრეთით, ოთხ0დღე დამარხული და დაყროლებული, ვითარცა ღმერთმან ყოვლადძლიერმან, და შეიწირე იგი ცრემლნი მართას და მარიამისნი.