1. Home
  2. TOP სიახლე
  3. “მოსახლეობისთვის ცირკის უფასო ბილეთების დარიგებას არ ვაპირებთ”- ალუდა ღუდუშაური
“მოსახლეობისთვის ცირკის უფასო ბილეთების დარიგებას არ ვაპირებთ”- ალუდა ღუდუშაური

“მოსახლეობისთვის ცირკის უფასო ბილეთების დარიგებას არ ვაპირებთ”- ალუდა ღუდუშაური

276
0

რიგგარეშე სამუშაო სხდომაზე არაფერი სამუშაო პროცესი არ იქნება წარმართული, ეს იქნება საცირკო წარმოდგენა. ჩვენ კი, მოსახლეობისთვის ცირკის უფასო ბილეთების დარიგებას არ ვაპირებთ, –  ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ალუდა ღუდუშაურმა განაცხადა.

მიისვე თქმით, რიგგარეშე სხდომის აუცილებლობა და წინაპირობა არ არსებობს.

„ვაპირებთ, სამუშაო წარვმართოთ ისე, რომ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობამ საკუთარ თავზე იგრძნოს ინკლუზიურად განვითარება. რიგგარეშე სხდომის აუცილებლობა და წინაპირობა არ არის. რა უნდა იყოს რიგგარეშე სხდომაზე. დღეს როცა მთავარი სასიცოცხლო ამოცანა გვაქვს რეკომენდაციების შესრულება, ამ პროცესში ჩართულობა და პროცესს უნდობლობას, ბოიკოტს უცხადებ და ამბობ, რომ მასში არ ჩაერთვები, ჩემთვის წარმოუდგენელია, რა უნდა გააკეთონ, გარდა იმისა, რომ უფასო საცირკო წარმოდგენა შესთავაზონ მოსახლეობას“, -განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.