1. Home
  2. TOP სიახლე
  3. “მიხეილ სააკაშვილის განცალკევება ქართული პოლიტიკიდან წარმოუდგენელია – ხატია დეკანოიძე
“მიხეილ სააკაშვილის განცალკევება ქართული პოლიტიკიდან წარმოუდგენელია – ხატია დეკანოიძე

“მიხეილ სააკაშვილის განცალკევება ქართული პოლიტიკიდან წარმოუდგენელია – ხატია დეკანოიძე

456
0

“ნაციონალური მოძრაობის” წევრის, ხატია დეკანოიძის განცხადებით,   მიხეილ სააკაშვილის განცალკევება საქართველოსგან და საქართველოს პოლიტიკისგან  წარმოუდგენელია.  

როგორც ხატია დეკანოიძემ აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილი არის ფაქტორი რეალურად ქართულ პოლიტიკაში.

„მისი აწმყო არის ფაქტორი საქართველოს პოლიტიკაში. რაც შეეხება ღია მონაწილეობას არჩევნებში, ეს არის მისი პირადი გადასაწყვეტი და ასევე საქართველოს მოქალაქეებისა და ამომრჩევლების გადასაწყვეტი. მე მხოლოდ სოციალური ქსელში გამოქვეყნებული  სტატუსებიდან და ადოკატების განცხადებების გამომდინარე არ ვიმსჯელებ, რადგან წარმოუდგენელია მიხეილ სააკაშვილის განცალკევება საქართველოსგან. იგი არის ფაქტორი, მას აქვს ძალიან დიდი ისტორიული მნიშვნელობა, იგი არის საქართველოს მესამე პრეზიდენტი და არაბუნებრივი იმაში, რომ მას უკრაინის მოვლენები ახლა ძალიან აინტერესებს, ამაში არაბუნებრივი არაფერი არ არის“, – განაცხადა დეკანოიძემ.

კითხვაზე, დატოვა თუ არა მიხეილ სააკაშვილმა „ნაციონალური მოძრაობა“, ხატია დეკანოიძემ აღნიშნა: „ჩვენ როგორც პარტიას, მის მეგობრებს, ყველა იმ ადამიანს, რომელიც არა მხოლოდ პარტიულად ვართ დაკავშირებული მიხეილ სააკაშვილთან, არამედ მასთან გვაქვს წლების განმავლობაში კავშირი, ჩვენ არავითარი განცხადება, არავითარი პირადი კონტაქტის საფუძველზე არ მოგვისმენია, რომ „ნაციონალური მოძრაობისა“ და მიხეილ სააკაშვილის გამიჯვნა ხდება ერთმანეთისგან.“

მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილის ჩამოშორება ვერ მოხდება საქართველოდან და საქართველოს პოლიტიკიდან.