1. Home
  2. TOP სიახლე
  3. მე დეპოლარიზაციის მიზნით 3 ადამიანი შევიწყალე, გასამდა და დამთავრდა – სალომე ზურაბიშვილი
მე დეპოლარიზაციის მიზნით 3 ადამიანი შევიწყალე, გასამდა და დამთავრდა – სალომე ზურაბიშვილი

მე დეპოლარიზაციის მიზნით 3 ადამიანი შევიწყალე, გასამდა და დამთავრდა – სალომე ზურაბიშვილი

488
0

მე დეპოლარიზაციის მიზნით ჩემი პასუხისმგებლობა საკმარისად ავიღე. სამი ადამიანი შევიწყალე – უგულავა, ოქრუაშვილი და რურუა. გასამდა და დამთავრდა, – ასე უპასუხა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „საზოგადოებრივ მაუწყებელთან“ ინტერვიუში კითხვას, „მთავარი არხის“ დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას შეწყალების შესაძლებლობის თაობაზე.

 

პრეზიდენტის თქმით, ახლა შექმნილი პოლარიზაციის დასრულებაზე პასუხისმგებლობა თავად ხელისუფლებამ უნდა აიღოს. სალომე ზურაბიშვილმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ნიკა გვარამიას მიმართ განაჩენის გამოტანა მაშინ, როცა სტატუსის მინიჭების საკითხზე ქვეყანა გადაწყვეტილებას ელოდებოდა, გაუგებარი იყო და ევროინტეგრაციის პროცესი დააზიანა.

„ხელისუფლებამ ძალიან კარგად იცოდა, რომ იმ დროს, როდესაც დანიშნეს სასამართლო, ამას უარყოფითი რეაქცია მოჰყვებოდა დასავლეთისგან. ესეც არის ერთ-ერთი ისეთი ნაბიჯი, რომელიც გაუგებარია, რატომ აკეთებ იმ დროს, როცა იცი, რომ ყველა შუქი შენზეა.

მე დეპოლარიზაციის მიზნით ავიღე ჩემი პასუხისმგებლობა საკმარისად. 3 ადამიანი შევიწყალეგასამდა და დამთავრდა. დღეს ამ დეპოლარიზაციაზე უნდა აიღოს პასუხისმგებლობა თვითონ ხელისუფლებამ, რომ არ გადადგას უდროული ნაბიჯები. არანაირად არ იყო საჭირო ყველამ ვიცით და ხელისუფლებამაც ძალიან კარგად იცის,” – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

 

რაც შეეხება გვარამიას საქმის მოსამართლის, ლაშა ჩხიკვაძის ბრალდებას იმის თაობაზე, რომ საქართველოში შეერთებული შტატების ელჩის მხრიდან მასზე ზეწოლას ჰქონდა ადგილი და ამ კონტექსტში მმართველ პარტიაში გაკეთებულ განცხადებებს, პრეზიდენტის თქმით, „ძალიან ცუდია, როცა ელჩის მიმართ ბრალდებები ისმის იმის გამო, რომ ვიღაცებმა რაღაცები თქვეს“.

 

„მე არ ვიცი რა მოხდა. ამერიკის ელჩი ამას არ ადასტურებს. ძალიან ცუდია, როცა ბრალდებები ისმის საჯაროდ ამერიკის ელჩზე იმიტომ, რომ ვიღაცებმა რაღაცები თქვეს და როცა ეს არის უმრავლესობის მიერ გადაკეთებული როგორც ბრალდება ფორმალური ამერიკის ელჩზე დ „მესიჯ ბოქსი“ ყველასი არის ერთი და იგივე, რომ უნდა პასუხი გაეცეს, ძალიან უხერხულია“, – განაცხადა პრეზიდენტმა