1. Home
  2. TOP სიახლე
  3. ჯო ბაიდენს კორონავირუსი დაუდასტურდა
ჯო ბაიდენს კორონავირუსი დაუდასტურდა

ჯო ბაიდენს კორონავირუსი დაუდასტურდა

233
0

შეერთებული შტატების პრეიდენტს ჯო ბაიდენს კორონავირუსი დაუდასტურდა.

 

ინფორმაციას თეთრი სახლი ავრცელებს.

 

თეთრი სახლის ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტი იზოლაციაში გადავა და დისტანციურად და სრულად განაგრძობს მოვალეობის შესრულებას. ის მონაწილეობას მიიღებს ყველა დაგეგმილ შეხვედრაში ტელეფონით ან ვიდეოპლატფორმის მეშვეობით.

 

“დღეს დილით პრეზიდენტ ბაიდენს კორონავირუსი დაუდასტურდა. მას აქვს დაავადების ძალიან მსუბუქი სიმპტომები. მან დაიწყო ანტივირუსული პრეპარატის – “პაქსლოვიდის” მიღება”, – ნათქვამია თეთრი სახლის განცხადებაში.

 

ჯო ბაიდენი სრულად არის ვაქცინირებული და გაკეთებული აქვს კორონავირუსის ორი ბუსტერდოზა.