1. Home
  2. TOP სიახლე
  3. მე არ ვარღვევ უდანაშაულობის პრეზუმფციას, მაგრამ თუ ეს ადამიანი ამას სჩადიოდა, რასაც მეუბნებით, ეს არის დასჯადი ქმედება-ირაკლი ღარიბაშვილი
მე არ ვარღვევ უდანაშაულობის პრეზუმფციას, მაგრამ თუ ეს ადამიანი ამას სჩადიოდა, რასაც მეუბნებით, ეს არის დასჯადი ქმედება-ირაკლი ღარიბაშვილი

მე არ ვარღვევ უდანაშაულობის პრეზუმფციას, მაგრამ თუ ეს ადამიანი ამას სჩადიოდა, რასაც მეუბნებით, ეს არის დასჯადი ქმედება-ირაკლი ღარიბაშვილი

222
0

მე არ ვარღვევ უდანაშაულობის პრეზუმფციას, მაგრამ თუ ეს ადამიანი ამას სჩადიოდა, ეს არის დასჯადი ქმედება, – ამის შესახებ ჟურნალისტებს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა განუცხადა.

„მე არ მომისმენია ეს ბრიფინგი, მაგრამ ეს კატასტროფაა. ამ ადამიანზე ატეხეს [ამბავი], რომ სამხედრო ექსპერტი დააკავესო. სამხედრო ექსპერტი კი არა ავადმყოფი ყოფილა ეს ადამიანი და კრიმინალი. მე არ ვარღვევ უდანაშაულობის პრეზუმფციას, მაგრამ თუ ეს ადამიანი ამას სჩადიოდა, რასაც მეუბნებით, ეს არის დასჯადი ქმედება. გარდა იმისა, რომ ავადმყოფობა და საშინელებაა, ეს არის დასჯადი ქმედება“, – აღნიშნა ღარიბაშვილმა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ უ.ა.-მ თავისი მეუღლის, მ.ი.-ს საცხოვრებელი ბინა აღჭურვა შენიღბული ვიდეო-აუდიო ჩამწერი მოწყობილობებით, რომელიც მუდმივ რეჟიმში ფარულად უზრუნველყოფდა ამ უკანასკნელის სხვადასხვა პირებთან ინტიმური კავშირის უკანონო ჩაწერას.