“მადლობას ვუხდი ირაკლი ღარიბაშვილს ქართული ტრადიციების ზეიმში მონაწილეობის მისაღებად მოწვევისთვის”-პიტერ ფიშერი
256
0
მადლობას ვუხდი პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს ქართული ტრადიციების ზეიმში მონაწილეობის მისაღებად მოწვევისთვის, – ამის შესახებ საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი პიტერ ფიშერი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს.
„ვმონაწილეობ რთველში, წინანდლის ისტორიულ ვენახში. მადლობას ვუხდი პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს ქართული ტრადიციების ზეიმში მონაწილეობის მისაღებად მოწვევისთვის“,-წერს გერმანიის ელჩი „ტვიტერში“.
ცნობისთვის, ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის წევრებთან ერთად, ღვინის დღეების ფარგლებში, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს რთველში უმასპინძლა.